LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ

საარჩევნო დოკუმენტაციის დიზაინის მოდიფიცირებაზე ცესკო-ს გადაწყვეტილება ფარულობის დარღვევებზე ბრალდებების აღიარებას არ ნიშნავს – ცესკო

დაპოსტა 2025/05/01-ში
A A
11
ნახვა
გაზიარება

დაინტერესებული მხარეები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებების დადასტურებას ცესკო-ს გადაწყვეტილებების მანიპულაციური ინტერპრეტირებით ცდილობენ, -ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამჯერად საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის საბაბი ცესკო-ს გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც, განხორციელდა სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის დიზაინის მოდიფიცირება, მათ შორის ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილისთვის საფარის დამატება. ცესკო-ს თქმით, გარკვეული პირები ცდილობენ, აღნიშნულის ინტერპრეტირებას „26 ოქტომბრის არჩევნებზე თითქოსდა არსებული დარღვევების აღიარებად“.

„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს ფარულობის დარღვევებზე უსაფუძვლო ბრალდებების აღიარებას. განკარგულებით საარჩევნო ადმინისტრაციამ პრევენციული გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად.

საზოგადოებისთვის გვსურს განვმარტოთ, რომ გასულ არჩევნებზე დაფიქსირდა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონის დარღვევით განხორციელების არაერთი ფაქტი, რამაც ხელი შეუწყო ხმის ფარულობის საკითხის სპეკულაციურად წამოჭრას.

სწორედ ამ ფაქტების შესწავლის შემდეგ ადმინისტრაციამ, როგორც საარჩევნო პროცესზე პასუხისმგებელმა ინსტიტუციამ, მიიღო სამართლებრივი აქტები მომავალში მსგავსი ტიპის სპეკულაციების და ქმედებების პრევენციის მიზნით. თუმცა, დაინტერესებულმა მხარეებმა სცადეს, დადგენილება, რომლითაც დაზუსტდა კენჭისყრის დღის პროცედურები, დაკვირვების პროცესის შეზღუდვად წარმოეჩინათ, ხოლო განკარგულება, რომელიც ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილ ჭრილზე საფარის დამაგრებას უზრუნველყოფს – ფარულობის დარღვევის აღიარებად.

არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ბუნებრივია გვქონდა მოლოდინი, რომ აღნიშნული საკითხები დაინტერესებული მხარეების მიერ კვლავ გამოყენებული იქნებოდა სპეკულაციებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საზოგადოებაში არასწორი აღქმების შესაქმნელად. საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის სქემა უკვე კარგად ნაცნობია – საკითხს სოციალურ ქსელში წამოჭრის დაინტერესებული პირი, შემდგომ კი თემის განვრცობა ხდება ზოგიერთი მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის, და ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისთვის. შემდგომში, ეს ყველაფერი მიეწოდება საერთაშორისო პარტნიორებს, როგორც არჩევნებში ჩართული მხარეების ერთიანი მოსაზრება, რის შემდგომაც დაინტერესებული მხარეები ცდილობენ მანიპულაციურად იმოქმედონ როგორც ამომრჩევლებზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებზე.

საარჩევნო ადმინისტრაციის პრიორიტეტი საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ყოველი მომდევნო არჩევნების კიდევ უფრო ორგანიზებულად, მაღალი საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებაა, თუნდაც ეს ორგანიზაციის დისკრედიტაციის საბაბი გახდეს.

არჩევნების მოდერნიზება უწყვეტი და თანმიმდევრული პროცესია, რომელიც ეტაპობრივად იხვეწება. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა 8 საპილოტე არჩევნები და თითოეულის შემდგომ პერიოდს თან სდევდა რიგი პროცედურების დახვეწა. ასე მოხდა 26 ოქტომბრის შემდეგაც. სწორედ საარჩევნო პროცესის შესწავლა/გაანალიზების შემდეგ მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციამ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნების კიდევ უფრო უკეთეს გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს“- აცხადებენ ცესკო-ში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადოებისთვის ცნობილია პროკურატურის შუალედური დასკვნა, რომლის თანახმადაც არ დადასტურდა არცერთი ბრალდება, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეები ავრცელებდნენ.

„პროკურატურაში ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინეს და ახლა საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებების დადასტურებას ცესკოს გადაწყვეტილებების სპეკულაციური ინტერპრეტირებით ცდილობენ. როგორც ჩანს, დაინტერესებული მხარეების მიზანი არა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება, არამედ სპეკულაციისთვის რაც შეიძლება მეტი სივრცის არსებობაა.

საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ რჩება გაცხადებული პოლიტიკის ერთგული – არ დატოვოს უპასუხოდ არცერთი მანიპულაციური თუ ცრუ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ამომრჩეველი ან/და საერთაშორისო პარტნიორები შეიყვანოს შეცდომაში და უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის, ხოლო ყველა იდენტიფიცირებულ თუ პოტენციურ რისკთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ტოვებდეს სპეკულაციების სივრცეს, ცესკო მიიღებს შესაბამის პრევენციულ გადაწყვეტილებას“-ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 29 აპრილის სხდომაზე გამოსცა განკარგულება ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენის ფორმის, სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, ასევე ძირითადი საარჩევნო ყუთისა და მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის სახის დადგენის შესახებ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გუშინ, ცესკოში „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ ცესკო-მ ამ გადაწყვეტილებით საკუთარი თავის მორიგი ლუსტრირება მოახდინა და აღიარა, რომ არჩევნები არ იყო კონსტიტუციის შესაბამისი.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და – გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა – ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს – რა ვითარებაა გელათში
მთავარი

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კომიტეტის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების ნაწილი დეზინფორმაციულია და საზოგადოებას გელათის დროებითი გადახურვის, ფრესკების მდგომარეობის, სადრენაჟე...

დაწვრილებითDetails

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა
მთავარი

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.   „155 წელი შესრულდა დიდი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან! ზაქარია...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

იარაღის მუქარით მოქალაქეებს ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მოიპარეს და შემდეგ ავარიაში მოხვდნენ – რა მოხდა მაგისტრალზე

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ისევ თავს დაესხნენ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ერთ კვირაში უკვე მეორედ დაესხნენ თავს. შემთხვევა ბათუმში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.   რამდენიმე დღის წინ კობა ფარტენაძეზე...

დაწვრილებითDetails

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია. მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწაული, 19 აგვისტო....

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს არჩევანის გაკეთება საკუთარ სურვილსა და სხვის მოლოდინებს შორის. ნუ იჩქარებ. ფინანსურად კარგი დღეა დაგეგმვისთვის, მაგრამ არა სპონტანური ხარჯებისთვის. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს დაალაგებს.   კურო საქმეების...

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
მთავარი

“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე  ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"