ახალციხეში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა.
“სათავსოში ბავშვებმა ქაღალდით ცეცლი დაანთეს და წავიდნენ, ამიტომ გაჩნდა ხანძარი”, – ამბობს შუახნის ქალი.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე