გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი და მისი მამა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სროლა მაღაზიაში შელაპარაკებას მოჰყვა. მათივე ცნობით, რამდენიმე გასროლა მოხდა იმ დროს, როდესაც სავაჭრო ცენტრში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ.
დილით, კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი გავრცელდა. როგორც დაღუპული გიორგის კლასელი გვიყვება, როდესაც ბებიას ეს ამბავი გაუგია გული გაუსკდა. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.
„ბებიაც დაიღუპა ჩემი კლასელის გიოს ამბავი, რომ გაიგო გული გაუსკდაო ამბობენ. არ ვიცი, როგორ უნდა მივუსამძიმრო გიოს მეუღლეს და დედას, 3 მიცვალებულია ერთ ოჯახში, საშინელებაა. ბავშობიდან ერთად მოვდივართ და ასეთი ადამიანი თუ გამოგვაკლდებოდა, ვერ წარმოვიდგენდით. არ ვიცი, როგორ გადავიტანო. შოკში ვართ, არასოდეს, ჩხუბიც კი არ მოსვლია არავისთან“,- უთხრა გარდაცვლილი ბიჭის კლასელმა “პრაიმ ტაიმს”, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ჩვენს რესპონდენტს არასწორი ინფორმაცია ჰქონდა.
ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, 28 აპრილს, წმინდაწყლის უბანში მოხდა. როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.