იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მაკა ტაბაღუა მძიმე სენს ებრძოდა.
„მაკუ, ვერაგმა დაავადებამ მაინც დაგამარცხა, იმდენი იბრძოლე, ჩემო კეთილო და თბილო მეგობარო. ყველას გული დაგვწყვიტე, ჩემო თბილო კეთილო გოგო, სულ ჩემს გულში იქნები…“;
„ვუსამძიმრებ ოჯახს და სრულიად საქართველოს, ამდენი გადაკარგული, დაღლილი შვილის გარდაცვალებას…“;
„როგორ მოხშირდა ემიგრანტების გარდაცვალება, უფალო, მალე დაგვაბრუნე ჩვენს ქვეყანაში…“ – წერენ სოცქსელის მომხმარებლები.
წყარო: პრაიმ ტაიმი