18 წლის ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი იტალიაში მიმდინარე საერთაშორისო კონკურსის Brescia Classica /3rd International Piano Competition სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა და შუბერტის ნაწარმოების საუკეთესო შემსრულებელად დასახელდა. ამის შესახებ პიანისტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს : “იტალიაში გავხდი სპეციალური პრიზის მფლობელი, ასევე შუბერტის ნაწარმოების საუკეთესო შემსრულებელი, ერთ-ერთმა ჟიურის წევრმა , იორგენს მარტინსმა მიმიწვია საფრანგეთში კონცერტის გასამართად, ხოლო დიდმა გუსტავ ალინკმა მიმიწვია ესპანეთსა და ბარსელონაში, უფრო დიდ და რთულ მარიან კანალსის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე . იქამდე კიდევ ბევრი კონცერტია. ვაგრძელებთ…
ამჯერად გელოდებით ბათუმში 14 აგვისტოს” – წერს სანდრო გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
ქართველ პიანისტს მიღწეულ წარმატებას სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანი ულოცავს.