LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ვერანაირი უბედურება შენ ვერ შეგეხება“ – მამა ვიტალის რჩევით, რა ლოცვები გვიცავს დილაობით

“ვერანაირი უბედურება შენ ვერ შეგეხება“ – მამა ვიტალის რჩევით, რა ლოცვები გვიცავს დილაობით

დაპოსტა 2025/04/17-ში
A A
262
ნახვა
გაზიარება

მამა ვიტალი, გახლდათ ცნობილი სასულიერო მოღვაწე, მის საფლავთან ახლაც უამრავი ადამიანი მიდის და მას დახმარებას სთხოვს.

1992 წელს, როცა საქართველოში ძმა ძმას ტყვიას ესროდა, როცა ცოდვა იყო გამრავლებული და მადლი – არ გარდამეტებული, თბილისში ერთმა სქემარქიმანდრიტმა დიდი ღვაწლი აიღო: მთელ დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა, ისედაც მცირედი საკვების მიმღები პურსა და წყალზე გადავიდა, ხოლო როცა მოსაღამოვდებოდა, ანთებდა უამრავ სანთელს, მუხლს მოიდრეკდა ცივ ქვაზე, რომელიც საგანგებოდ ლოცვისათვის შეეტანა სენაკში და უფალს ავედრებდა საქართველოს, შესთხოვდა, სიმშვიდის სული გარდამოევლინა ქართველთა ზედა. იგი არ გახლდათ ხორციელი ნათესავი ქართლოსიანთა, რუსი იყო, მაგრამ ჭეშმარიტად დიდი მოყვასი ივერიისა.

მამა ვიტალი (სიდორენკო) კრასნოდარის მხარეში დაიბადა 1928 წელს. როცა მისი დედა, ალექსანდრა (შემდგომში – მონაზონი ანდრონიკა), ორსულად იყო მასზე, უფალს ევედრებოდა: „ღმერთო, ისეთი შვილი მომეცი, შენც სათნო გეყოს და ხალხსაცო“. ერთხელ ძილში ორი მზე უხილავს და ხმაც გაუგია: „ერთი მზე შენს წიაღშიაო“. დაიბადა ყრმა. მერვე დღეს, ტაძრად მიყვანისას, მოძღვარმა, წესისამებრ, საკურთხეველში შეიყვანა იგი. საოცარი მადლი გარდამოვიდა ჩვილისგან. შეშინებულმა მოძღვარმა ბავშვი წმიდა ტრაპეზზე დააწვინა, მერე კი, გონს რომ მოვიდა, მშობლებს დაუბრუნა და უთხრა, დიდი ადამიანი გახდებაო. გადმოგვცემენ, ნათლობისას ყრმა ემბაზში ფეხზე იდგა და იღიმებოდაო, ხორცის ჭამა სულ პატარას აღუკრძალავს, ხოლო ოთხშაბათ-პარასკევს რძესაც არ აკარებდა პირს. კითხვა რომ უსწავლია, მისი საყვარელი წიგნი წმინდა სახარება გამხდარა. ზარების რეკას რომ გაიგებდა, სამუშაოს მიატოვებდა და ტაძრისკენ გარბოდა.

მეშვიდე კლასში ყოფილა. ნეკრასოვის „რკინიგზის“ წაკითხვა უთხოვიათ, მას კი ასე წაუკითხავს: „სამყაროს მართავს მეფე დაუნდობელი. ეს მეფე სტალინიაო“. მის რელიგიურ „დანაშაულს“ პოლიტიკურიც მიემატა და სკოლიდან გარიცხეს.

16 წლის ვიტალიმ საბჭოთა პასპორტი დახია, რადგან მხოლოდ ზეცის მოქალაქეობა სურდა. ბერობის სურვილი მტკიცედ ჩაწვნოდა სულში.

ერთხანს წმიდა სერგის ლავრაში ცხოვრობდა, ომის შემდეგ რომ გაიხსნა, მაგრამ იქ მისი უსაბუთოდ გაჩერება არ მოხერხდებოდა, ამიტომ მამებმა გლინის უდაბნოში წასვლა ურჩიეს. იმხანად იქ დიდი მამები სერაფიმე რომანცევი, სერაფიმე ამელინი, ანდრონიკე ლუკაში და სხვანი მოღვაწეობდნენ. მათგან ისწავლა ვიტალიმ სიმდაბლე, მორჩილება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული. „რაში ჩანს სულიერი წარმატება? – სიმდაბლეში. ვინც რარიგად დამდაბლდება, ისევე წარემატება სულიერად“, – ასწავლიდა მამა ანდრონიკე და ვიტალიც საქმით აღასრულებდა. მერე და მერე მისი გლინის უდაბნოში დამალვაც გაჭირდა და მოძღვრის კურთხევით ტაგანროგში გადავიდა. იქ გარს შემოიკრიბა მორწმუნენი, რომლებიც მერე მისი სულიერი შვილები გახდნენ. მათთან ერთად ფეხით მოივლიდა და მოილოცავდა ხოლმე რუსეთის სიწმინდეებს. ხშირად იჭერდნენ, სცემდნენ, შეურაცხყოფნენ. ამ შეჭირვებაში ტუბერკულოზი დამართნია. საავადმყოფოში ღამღამობით წამოდგებოდა თურმე და მძიმე ავადმყოფებისთვის ლოცულობდა, მის გვერდით რომ იწვნენ.

მოხდა სასწაული – ვიტალი გადარჩა.

ხრუშჩოვის პერიოდი იდგა. ჩანდა, გლინის უდაბნოს მალე დახურავდნენ, ამიტომ მამებმა ვიტალი ბერად აღკვეცეს და აფხაზეთის მთებში გაუშვეს. იმხანად იქ მრავალი ბერი მოღვაწეობდა. ძალზე შეუყვარდათ ძმებს ვიტალი, მაგრამო, – ამბობდნენ მასზე – ერთი ნაკლი აქვს – ყველაფრის გაცემა უყვარსო. ეს იყო ის „ნაკლი“, სიცოცხლის ბოლომდე რომ არ მოსცილებია.

ისეთ სიმდაბლეს მიაღწია, ყველაფრისთვის უღირსად მიიჩნევდა თავს, ამიტომ საჭმელს, სასმელს, საწოლს, სამოსს ყველაზე უბრალოსა და შეურაცხს ეტანებოდა.

დიდი იყო ძმათა მიმართ მისი სიყვარულიც. ერთხელ ერთ ძმას, ძალზე მოშორებით რომ ცხოვრობდა, პურის გამოცხობა უთხოვია. მამა ვიტალის პური გამოუცხვია, მაგრამ ფეხსაცმელი ვერ უპოვია – ძმებს ჩაეცვათ და სოფელში წასულიყვნენ საქმეზე. ფეხები ნავთით დაუზელია და რამდენიმე კილომეტრი ქვიანი და თოვლიანი გზა ფეხით გაუვლია. მაგრამ ძმას უუკადრისებია მისი მიტანილი პური. მამა ვიტალი ხმაამოუღებლად დაბრუნებულა უკან. თანამესენაკენი აღშფოთდნენ თურმე: „აღარ მიხვიდე მასთანო“. „ჩემს მამებს ასე არ უსწავლებიათო“, – მიუგია.

მთებში უკვე სახიფათო იყო დარჩენა – მილიციამ რამდენჯერმე დაარბია იქაურობა. ბერებმა აკურთხეს მამა ვიტალი და ისიც თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც იმხანად მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა მოღვაწეობდა (მეუფე ზინობის აღკვეცილია ბერად უწმიდესი და უნეტარესი, პატრიარქი ილია II). ვიტალიმ ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაიწყო მსახურება. 1976 წელს მღვლად აკურთხეს. თუმცა არ უნდოდა, მაგრამ მეუფე ზინობის კურთხევით მოიხსნა ჯაჭვები, რომელსაც ჩვიდმეტი წელი ფარულად ატარებდა და მოძღვრობის ჯვარი აღიღო.

გაძნელდა მისი უსაბუთოდ დაფარვა: „აირჩიე – ან ციხე, ან პასპორტიო“. რა იყო მისთვის ციხე, მაგრამ მოყვასის სიყვარულმა სძლია…

დიდუბეში, ერთ პატარა ქოხში დასახლდა. მიტროპოლიტ ზინობის კურთხევით, შეეძლო აქვე შეეწირა უსისხლო მსხვერპლი ან მონაზვნები აღეკვეცა. მალე მისი სახლი მონასტრად იქცა.

საქართველოს სიყვარული მამა ვიტალის მეუფე ზინობისგან გადაედო – გარდაცვალების წინ უხმო და აკურთხა თურმე, უწმინდესის გვერდით ყოფილიყო და არასოდეს დაეტოვებინა საქართველო…

ძალზე ჰყვარებია მამა ვიტალის ქართული ღვთისმსახურება, გალობა, დიდად აფასებდა თურმე ქართველ წმინდანებს. დიდი სინოდიკი ჰქონია და ყოველ წირვას ქართველების მოხსენიებით იწყებდა, რუსებს კი ამის მერეღა მოიხსენიებდა ხოლმე. ძალზე უხაროდა საქართველოში რწმენის აღორძინება, „რუსეთს კი სძინავსო“, – იტყოდა სინანულით. მისთვის საქართველო ყოველთვის „წმინდა ივერია“ იყო.

ბოლოს ნუგეშის სიტყვა დაუტოვებია: „მოდით ჩემს საფლავთან, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო“, – ამიტომაც არის, რომ ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში, საკურთხევლის წინ, მის საფლავზე არასოდეს წყდება მლოცველთა დენა. ისიც მრავალს შეეწევა, მრავალსაც გამოცხადებია და ნუგეში უცია. ერთ ეპისკოპოსს ეჭვი შეჰპარვია, ნუთუ მართლა ასეთი მოღვაწეაო, და ზეცაში, იოანე ნათლისმცემელსა და სერაფიმე საროველთან ერთად უფლის ტრაპეზის წინ მომსახურე უხილავს.

წიგნის „მამა ვიტალის ცხოვრების“ მიხედვით
ჟურნალი „კარიბჭე“, №11, 2004 წ.

***

მამა ვიტალი სიდორენკოს რჩევა,  ლოცვითი კანონის შესახებ:

„დილით სახლიდან გასვლის წინ წავიკითხოთ 26-ე, 50-ე და 90-ე ფსალმუნები, მათ შორის კი დასაწყისში და დასასრულს წარმოვთქვათ – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ…“.

„თუნდაც ახლოს ყუმბარა აფეთქდეს, ტყვია გავარდეს ან ხანძარი გაჩნდეს,- ვერანაირი უბედურება შენ ვერ შეგეხება…”

გაზიარება105

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 11 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 10, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6593 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6593 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6607 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

იმერეთში კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

by მეგა TV
ივნისი 10, 2026
0
იმერეთში კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვების ობიექტ „სამიკიტნოს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ჭიათურაში კვების ობიექტი „სამიკიტნო” (მის: ჭიათურის რაიონი, სოფ. კალაური, ინდმეწარმე ლ. მ.) გეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას...

დაწვრილებითDetails

სასწრაფოს ექიმებმა მამაკაცი გადაარჩინეს

by მეგა TV
ივნისი 10, 2026
0
სასწრაფოს ექიმებმა მამაკაცი გადაარჩინეს
მთავარი

"1030 ბრიგადა სხვა გამოძახებაზე მიდიოდა, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან უჩვეულო ხალხმრავლობა და გაჩერებული ტრანსპორტი შენიშნეს. ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში მიწაზე იწვა, მის გარშემო კი პანიკაში მყოფი ადამიანები იყვნენ შეკრებილნი. ექიმი...

დაწვრილებითDetails

კაცი, რომელმაც მეზობელი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივნისი 10, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე დამხმარე ნაგებობაში გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს. 55 წლის კაცს, ედიშერ შამუგიას მკვლელობის შემდეგ, მოხუცმა სავარაუდოდ თავი...

დაწვრილებითDetails

ცაგერის სოფელ ზოგიშის გზაზე კლდე ჩამოიშალა

by მეგა TV
ივნისი 10, 2026
0
ცაგერის სოფელ ზოგიშის გზაზე კლდე ჩამოიშალა
მთავარი

ცაგერის სოფელ ზოგიშის გზაზე კლდე კვლავ ჩამოიშალა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი ზოგიში ავრცელებს. როგორც ადგილობრივები წერენ ეს პირველი შემთხვევა არ არის და პრობლემების მას შემდეგ დაიწყო, რაც მთაზე სამუშაეობი...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია

by მეგა TV
ივნისი 10, 2026
0
ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
მთავარი

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - პოლიციამ 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ...

დაწვრილებითDetails

ტრაგიკულად დაიღუპა იმერელი პოეტი გერმანე საზანოელი

by მეგა TV
ივნისი 10, 2026
0
ტრაგიკულად დაიღუპა იმერელი პოეტი გერმანე საზანოელი
მთავარი

ტრაგიკულად დაიღუპა იმერელი პოეტი გერმანე საზანოელი (თურქაძე). ინფორმაცას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ახლობლები ავრცელებენ და ემშვიდობებია. როგორც ცნობილია პოეტი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. "ფოტომოგონებები ბევრია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, იმისთვის, რომ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში მეზობელმა მეზობელი მოკლა

by მეგა TV
ივნისი 10, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა – სისხლიანი ანგარიშსწორება დღეს დილით, სოფელ ოქტომბერში მოხდა. “tv პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლის კაცს, ედიშერ შამუგიას 70 წლის მეზობელმა სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით...

დაწვრილებითDetails

ქართველი ემიგრანტი აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დაკავების ცენტრში გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 10, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, - ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, 43 წლის მამუკა ართმელაძე...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი ექიმი ნუგზარ მაღლაკელიძე

by მეგა TV
ივნისი 10, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი ექიმი ნუგზარ მაღლაკელიძე
მთავარი

ცნობილი ქუთაისელი ექიმი ინფექციონისტი, ნუგზარ მაღლაკელიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ ავრცელებს. „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინფექციონისტის, პროფესორ ნუგზარ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"