ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
თვითმხილველთა თქმით, მამაკაცი ქუჩას კვეთდა რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა და შემთხვევის ადგილზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე გარდაიცვალა.
გამოძიება 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინაა.
ქუთაისში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა
ქუთაისში , ცენტრალურ მოედანზე ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ფოტო : Topnews.com.ge









