LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისი დღეს უფუნქციოდაა დარჩენილი – კოალიცია “ძლიერი საქართველო” ქუთაისში არსებულ პრობლემებზე

პროკურატურა ბადრი ჯაფარიძის მიმართაც 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

დაპოსტა 2025/04/05-ში
A A
18
ნახვა
გაზიარება

პროკურორ მარი მეშველიანის განცხადებით, ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.

პროკურორის განმარტებით, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ედება დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, ის 25 მარტს კომისიის სხდომაზე იყო მიწვეული, თუმცა, არასაპატიო მიზეზის გარეშე უარი განაცხადა ახსნა-განმარტების მიზნით საკანონმდებლო ორგანოში მისულიყო.

მეშველიანის თქმით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს.

როგორც პროკურორი განმარტავს, კერძოდ კი, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

პროკურორის თქმით, მას კავშირები აქვს საზღვარგარეთ და მოსალოდნელი სასჯელის შიშით, შეიძლებოდა ის მიმალულიყო და მისი საგამოძიებო უწყებაში გამოცხადება ვერ გამორიცხავს მომავალში მიმალვის საფრთხეს.

რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენას, როგორც პროკურორი განმარტავდა, ბრალდებულმა მიზანმიმართულად დაარღვია კანონი. ასევე, ჯაფარიძისთვის კანონთან კონფლიქტი პირველი არ არის.

მეშველიანის თქმით, ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა იქნა გათვალისწინებული და გირაოს 50 000 ლარის გადახდას ის შეძლებს.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დათანხმდა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, პროკურორმა მიმალვის საფრთხე შაბლონურად წაიკითხა და დასაბუთებული არ არის.

სამუშიას თქმითვე, ჯაფარიძეს წინა საქმეზეც გირაო ჰქონდა შეფარდებული, ის საქართველოს ფარგლებს გარეთ ხშირად დადიოდა, თუმცა, უკან ბრუნდებოდა და არსად მიმალულა. მითუმეტეს, იმის ფონზე, როცა იმ საქმეზე მკაცრი სასჯელი ემუქრებოდა.

ადვოკატებისთვის არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეა პროკურატურის მხრიდან დასაბუთებული.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად დაიბარეს.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა და 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

“რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა”- კახა კალაძე

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება. პრემიერმა თქვა, რომ მზად არის თუნდაც ბრიუსელში ჩავიდეს და მოისმინოს არგუმენტები, რა არის პრობლემა, კანონები რატომ წარმოადგენს პრობლემას - დღემდე ერთი არგუმენტი არ...

დაწვრილებითDetails

ლევან გაბედავას საძებრად ქართველების მობილიზებამ ამერიკელი პოლიციელებიც გააოცა

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ამერიკაში, ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

წალენჯიხელ ლევან გაბედავას, რომელიც აშშ-ში სამუშაოს საძებრად იყო ჩასული და გაუჩინარდა, ადგილობრივი ქართველები შეუსვენებლად ეძებდნენ და საბოლოოდ, მისი ცხედარი (ლევანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა) ნიუჯერსის ტყეში, ხეზე იპოვეს და ეს მას...

დაწვრილებითDetails

” უსამართლო გადაწყვეტილება დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს” – ნინო წილოსანი

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ალეკო ბერბიჭაშვილი მთელი ოპოზიციისა და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა-ნინო წილოსანი
მთავარი

იტალია, ავსტრია, თუ სხვები, კარგად ათვითცნობიერებენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მიღებული, დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება სრულიად დეზინფორმაციული რიტორიკის ფონზე არის მხოლოდ და მხოლოდ მიზანმიმართული...

დაწვრილებითDetails

ელენე ხოშტარიას განცხადებით, მისი და პარტია „დროას“ ანგარიშები დააყადაღეს

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, მისი და პარტია „დროას“ ანგარიშები დააყადაღეს. როგორც ხოშტარია „ფეისბუქზე“ წერს, დაყადაღების შედეგად მხოლოდ „17 ლარი მოიჭრა“. „დამაყადაღენ. მეც და „დროას „ანგარიშებიც. ვაი, თქვენს პატრონს! შემოწირულობები...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
მთავარი

სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ბიჭის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. როგორც განცხადების ავტორი ნიკა ბაიდაური წერს, გუშინ, დღის პირველი საათის შემდეგ ვერ უკავშირდებიან ახალგაზრდა ბიჭს. „დაიკარგა ადამიანი. გუშინ დღის პირველ  საათზე გავიდა...

დაწვრილებითDetails

ჩოხატაურში, სოფელ ზოტში ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა 8 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ჩოხატაურში, სოფელ ზოტში ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა 8 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა
მთავარი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა 8 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა, რის გამოც ამ ეტაპზე გადაადგილება შეზღუდულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გზის...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც კარიერული წინსვლა და მნიშვნელოვანი წარმატება ელოდება

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
08/08/2024 მნიშვნელოვანია იყოთ  ფრთხილად. „ნომერი 8 ასოცირდება ფულთან“ – რა უნდა გააკეთოთ დღეს, ბარაქა და იღბალი რომ მოიზიდოთ
მთავარი

7 აგვისტომდე პლანეტა მარსი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. ეს გავლენა კი ყველაზე შესამჩნევი კარიერული თვალსაზრისით იქნება. აღსანიშნავია, რომ პლანეტა მარსი ცოტახნის წინ ქალწულის ნიშანში შევიდა, სადაც 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე, სადაც ძლიერმა წვიმამ ქვა-ღორღი ჩამოიტანა

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე, სადაც ძლიერმა წვიმამ ქვა-ღორღი ჩამოიტანა
მთავარი

ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩოხატაური - ბახმაროს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ქვა - ღორღის მასა ჩამოიტანა, რამაც საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ეგვიპტის,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანს საბედისწერო შემოტრიალება და წინსვლის ბიძგი ელის

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

მთვარისა და მერკურის ასპექტი მოგიტანთ სიცხადეს, სიმარტივეს და მოქმედების ძალას. ეს ასტროლოგიური ასპექტი ხელს უწყობს ნაცნობი საგნების ახალი კუთხით დანახვას, რაც იწვევს ცვლილებისა და წინსვლის სურვილს. ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი განსაკუთრებით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"