LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
15 დეკემბერს, 2024 წლის ბოლო სავსე მთვარე – ასტროლოგის რჩევა

2024 წლის აპრილის თვის ჰოროსკოპი

დაპოსტა 2025/03/31-ში
A A
128
ნახვა
გაზიარება

2024 წლის აპრილის დასაწყისს ძნელია, ხელსაყრელი პერიოდი ეწოდოს, თუმცა, თვის მეორე ნახევარი უამრავ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში.

ვერძი

აპრილში მოსალოდნელი შეფერხებების დასაძლევად დიდი ძალისხმევა მოგიწევთ. ყველაფრის მიუხედავად, ახლა თქვენი დევიზია წინსვლა!

შეყვარებულთა ურთიერთობა სტაბილიზაციას უახლოვდება, თუმცა ჯერჯერობით, ჰარმონიულს ვერ ვუწოდებთ. თუ მარტში თქვენ შორის რაიმე გაუგებრობა იყო, მისი „ექო“ შესაძლოა, აპრილშიც ისმოდეს.

აპრილში ფინანსური კრიზისი მოსალოდნელი არ არის. სავარაუდოდ, თვის მეორე ნახევარში მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებთ. ხელსაყრელი დროა დამსაქმებელთან ხელფასის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებებისთვის.

ეს თვე ასევე შესაფერისია ახალ სამსახურში ან ახალ პოზიციაზე გადასასვლელად. შესაძლოა, შემოსავლის დამატებით წყაროს მიაგნოთ. მთავარია, მოთმინება არ დაკარგოთ და მოვლენები არ დააჩქაროთ.

თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მთავარია, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და პრობლემები მათი წარმოქმნისთანავე მოაგვაროთ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 16, 21, 26

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 14, 19, 24, 28.

კურო

კუროების უმეტესობისთვის აპრილი რთული და წინააღმდეგობრივი პერიოდი იქნება. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, მაგრამ „სათადარიგოთა სკამზეც“ დიდხანს ნუ დარჩებით.

შეყვარებულთა ურთიერთობას გამოცდა ელის. სავარაუდოდ, მაისში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ და ის დადებითი იქნება.

მნიშვნელოვანი შემოსავლები მოსალოდნელი არ არის, თუმცა არც ცარიელი ჯიბით დარჩენა გემუქრებათ. პრობლემების დროს შეგიძლიათ, უახლოესი ადამიანების და დამატებითი შემოსავლების იმედი გქონდეთ.

თავმდაბლობა, თავაზიანობა, მოთმინება და პასუხისმგებლობა რიგითი თანამშრომლებისთვის, მენეჯერებისა თუ ბიზნესის მფლობელებისთვის თანაბრად სასარგებლოა. თუ დაპირისპირების აცილებას შეძლებთ, მიზნის მიღწევა გაგიადვილდებათ.

დროდადრო შეიძლება საშინელი დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა იგრძნოთ. ეს განსაკუთრებით ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე კუროებს ეხებათ.

ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 11, 14, 20, 25, 30

არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 13, 16, 23, 27

ტყუპები

ტყუპებო, მოვლენები, რომლებიც უახლოეს მომავალში გელით, თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს. ორიოდე თვე გავა და ამაში თავად დარწმუნდებით. მომავალი გამარჯვებებისთვის რომ ძლიერი საფუძველი შექმნათ, მანამდე ძველ პრობლემებს უნდა გაუმკლავდეთ.

არსებული კავშირების გაძლიერებაზე უნდა იზრუნოთ, ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში კი სიფრთხილე გამოიჩინოთ. საეჭვოა, ამან სტაბილურ და სერიოზულ ურთიერთობამდე მიგიყვანოთ.

ფინანსური თვალსაზრისით, ხელსაყრელი დროა – აპრილში სტაბილური ხელფასის გარდა, არაოფიციალური წყაროებიდან დამატებითი შემოსავალიც გელით. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ საყვარელი ადამიანების ან სპონსორების იმედიც გქონდეთ.

აპრილში წარმატებას მიაღწევენ მშენებელი, მიწასთან და უძრავ ქონებაზე მომუშავე ტყუპები. თქვენი პოზიციები ყველა გაძლიერდება, მათ შორის – ფინანსური მიმართულებითაც.

აპრილის ბოლოს ყურადღება მიაქციეთ სრულფასოვან ძილს და სუფთა ჰაერზე დასვენებას.

ხელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 17, 21, 26

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 15, 19, 24, 28

კირჩხიბი

კირჩხიბებს წინ აქტიური, მაგრამ ამავდროულად, ქაოსური და მოუსვენარი პერიოდი ელით. ეცადეთ, მოვლენები არ დააჩქაროთ. უმჯობესია, საკუთარ მიზნებს გადახედოთ და შესაბამისი ცვლილებები შეიტანოთ. როგორც ამბობენ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

აპრილში პირად ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი სამსახური გახდება, ამიტომ საყვარელი ადამიანებისა და მეუღლეების პრეტენზიების მოსასმენად უნდა მოემზადოთ.

ახალ ნაცნობებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში 25 აპრილამდე გამოჩნდებიან, სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. ამ ადამიანებისგან სერიოზულ ურთიერთობას არ უნდა ელოდოთ.

აპრილში შესაძლოა, თქვენი შემოსავალი გაიზარდოს და ფინანსური სტაბილურობის პერსპექტივა გაჩნდეს. სხვა რეგიონებსა და ქვეყნებში მცხოვრებ კოლეგებთან მოლაპარაკებების შედეგს, სავარაუდოდ, მაისში მიიღებთ.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ აპრილის ყველა სადავო სიტუაციაში გადამწყვეტი როლი მეგობარს ან ხელისუფლებაში მყოფ ადამიანს ეკისრება და მათი გავლენა მხოლოდ დადებითი იქნება.

ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ნერვულ სისტემაზე ზრუნვა მაინც გჭირდებათ. ეცადეთ, ფეხით ხშირად იაროთ და ბუნებაში, წყალთან ახლოს დაისვენოთ.

ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 10, 14, 20, 25, 30

არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 12, 16, 23, 27

ლომი

წინსვლის მიუხედავად, აპრილში უამრავ პრობლემას შეეჯახებით და სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ.

ცვლილებების პლანეტა პლუტონი ლომებს ურთიერთობების მოსალოდნელი გაწყვეტისა და განქორწინებების შესახებ აფრთხილებს. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები ადამიანებთან დამოკიდებულებაში. თუ ამისთვის მზად არ ხართ, შეიძლება სიტუაცია უკონტროლო გახდეს.

ფინანსური საკითხები შეიძლება მოლაპარაკებების პროცესში დაბრკოლებად იქცეს, რაც გავლენას მოახდენს როგორც სამუშაოზე, ისე პირად ცხოვრებაზე. ყველაფრის მიუხედავად, მაისამდე სადავო საკითხების უმეტესი ნაწილი მოგვარდება.

2-იდან 25 აპრილამდე დაგეგმილი მოგზაურობებისთვის მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოემზადოთ და სიახლეებისთვის ნიადაგი შეამზადოთ.

ზოგჯერ ენერგიის ისეთ მოზღვავებას გრძნობთ, რომ ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ, ზოგჯერ კი ლოგინიდან ადგომა გეზარებათ. უსმინეთ საკუთარ სხეულს. ვიტამინები, დილის ვარჯიშები და, რაც მთავარია, ჯანსაღი ძილი დაგეხმარებათ, რომ თავი უკეთ იგრძნოთ.

ხელსაყრელი დღეები: 4, 8, 12, 17, 22, 27

არახელსაყრელი დღეები: 2, 6, 10, 14, 20, 25, 30

ქალწული

ახალი მთვარისა და მთვარის დაბნელების ტანდემი გაიძულებთ, რომ შეჩერდეთ და განვლილ გზას გადახედოთ. დრო, სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და „ზურგი“ გაიძლიეროთ.

აპრილის ტენდენცია ძველ მეგობრებთან და ყოფილ შეყვარებულებთან ურთიერთობის აღდგენაა. ბევრი ქალწული შეძლებს რომანტიკული ურთიერთობის განახლებას, თუმცა საბოლოო სიტყვა თქვენს პარტნიორს ეკუთვნის.

გახსოვდეთ. რომ 25 აპრილამდე ახალი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დროა. საეჭვოა, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში რომანტიკულმა ურთიერთობებმა სიამოვნება და კმაყოფილება მოგანიჭოთ.

აპრილში დიდი ფინანსური ხარჯები გელით. შესაძლოა, ვალების ან კრედიტებს აღებაც მოგიწიოთ, თუმცა ეს დროებითი სირთულეებია და მალე მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებთ. განქორწინებული მეუღლეები ქონებრივ დავას, ბოლოს და ბოლოს, დაასრულებენ.

პროფესიულ საქმიანობაში შეცდომების თავიდან ასაცილებლად მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ აპრილში, თქვენი მიღწევების გარდა, შეცდომებიც თვალშისაცემი იქნება. თუ შესაძლებელია, უმჯობესია, მივლინებები მაისისთვის გადადოთ.

თავს მიხედეთ! ახლა თავი უნდა შეიკავოთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან, ექსტრემალური გართობისგან და ნებისმიერი ტრავმული აქტივობისგან.

ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 15, 20, 24, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 18, 22, 26

სასწორი

ორი მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც აპრილში გაკლიათ, მოთმინება და ყურადღებაა – ეცადეთ, ეს გამოასწოროთ.

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სირთულეები. სავარაუდოდ, საყვარელი ადამიანი თქვენს ზოგიერთ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შეიძლება ბევრ საკითხში მართალია.

შვილებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია კონფლიქტი, მაგრამ თქვენი მზრუნველი ბუნება არ დაუშვებს სიტუაცის გართულებას.

ფინანსური თვალსაზრისით ეს პერიოდი შეიძლება მოსამზადებელ პერიოდად ჩაითვალოს. ძირითადი მოვლენები აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გელით. სავარაუდოდ, საუბარია ფინანსურ ჯილდოზე, ბიზნესპარტნიორების ფინანსურ დახმარებაზე ან სესხებზე.

აპრილში ბევრი რამ სასწორის მოლოდინებს არ შეესაბამება – ეს ძირითადად ბიზნესპარტნიორს ეხება, რომელიც არათანმიმდევრულად მოქმედებს ან გადაწყვეტილების მიღება უჭირს. შეფერხებების მიუხედავად, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება.

მნიშვნელოვანია ზომიერების გრძნობა შეინარჩუნოთ. ნუ გადაიღლებით, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.

ხელსაყრელი დღეები: 4, 8, 13, 16, 23, 27

არახელსაყრელი დღეები: 2, 6, 11, 14, 19, 25, 29

მორიელი

შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდი – მორიელების უმეტესობისთვის აპრილი ამ ლოზუნგით ჩაივლის. ამ თვეში უმარტივესი ამოცანების შესრულებაც კი ჩვეულებრივზე მეტ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ არ უნდა აჩქარდეთ.

მარტოხელა მორიელებს აპრილის მეორე ნახევარში, ასევე მაისში, ახალი ნაცნობობა ელით. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ ძველ სიყვარულთან ურთიერთობა აღადგინოთ – ყველაფერი ბევრად უფრო ჰარმონიული და საინტერესო იქნება, ვიდრე ადრე.

ფინანსური თვალსაზრისით, აპრილი შეიძლება ნეიტრალურ დროდ ჩაითვალოს – არც მნიშვნელოვან შემოსავალს და არც განსაკუთრებულ ხარჯებს არ უნდა ელოდოთ.

გამორიცხული არ არის, რომ აპრილის ბოლოს წარსულის საქმიანი კავშირები განაახლოთ. ამ პერიოდში მიღებულ წინადადებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან მათ კარგი ფინანსური პერსპექტივები ახლავთ.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე მორიელები მთვარის დაბნელებისა და ახალი მთვარის პერიოდში (7-იდან 9 აპრილამდე) ფრთხილად უნდა იყვნენ და ჯანმრთელობაზე გამორჩეულად იზრუნონ.

ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 15, 20, 24,28

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 18, 22, 26

მშვილდოსანი

მიუხედავად იმისა, რომ აპრილში ენერგიით სავსე ხართ და მოქმედების ძლიერი სურვილი გაქვთ, ძალები უნდა დაზოგოთ, რადგან ერთდროულად რამდენიმე „ფრონტზე ბრძოლა გელით. “

შეყვარებულებისთვის საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი პერიოდია, რისი მიზეზიც ემოციური არასტაბილურობა გახლავთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს ფაქიზად და სიყვარულით მოეპყროთ და საპასუხო რეაქცია სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

აპრილში უფულოდ ყოფნა არ გემუქრებათ, თუმცა ხარჯიც დიდი გელით. ის, ძირითადად, სამუშაოს და უახლოესი ადამიანების საჭიროებებს უკავშირდება.

თვის ბოლოს ბევრი მშვილდოსანი იმედის მომცემ შეთავაზებებს მიიღებს. სანამ დათანხმდებით, ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ და თამამად იმოქმედოთ.

აპრილი შესაფერისი დროა სეზონური გარდერობისა და იმიჯის განახლებისთვის.

ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 13, 18, 23, 27

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 11, 20, 25, 29

თხის რქა

აპრილში პირად ფრონტზე უპირობო გამარჯვებები გელით, მაგრამ პროფესიულ ასპარეზზე შეცდომების თავიდან ასაცილებლად მშვიდად და ფრთხილად უნდა იმოქმედოთ.

მარტოხელებს აპრილის ბოლოს საინტერესო რომანის დაწყება ელოდებათ.

აპრილში ფინანსური გარღვევის იმედი ნუ გექნებათ, მაგრამ გონივრული დაგეგმვით შეიძლება წარუმატებლობა თავიდან აიცილოთ. ბევრი თხის რქისთვის ძირითადი ხარჯები პირად ცხოვრებას უკავშირდება.

საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულებმა მუშაობის დროს მაქსიმალური სიზუსტე და ყურადღება უნდა გამოიჩინონ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომამ შეიძლება მთელი სამუშაო გაანადგუროს და მომავალში პრობლემები შეგიქმნათ.

ამ თვეში ნებისმიერი საქმე აუჩქარებლად უნდა აკეთოთ. რაც მთავარია, სრულფასოვანი ძილისა და დასვენების შესახებ არ დაივიწყოთ.

ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 10, 14, 19, 24, 29

არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 12, 17, 21, 27.

მერწყული

აპრილის მოვლენებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს, რომლებიც თქვენს მომავალზე აისახება. სწორედ ამიტომ, ვარსკვლავები მერწყულს მოუწოდებენ, თავდაჯერებულად იმოქმდოს და გაუმართლებელი რისკისა და აჩქარებისგან თავი შეიკავოს.

2-იდან 25 აპრილამდე მერკური რეტროგრადული იქნება, ამიტომ ახალ ნაცნობობას ან უცნობი ადგილების მონახულებას უნდა მოერიდოთ. სამაგიეროდ, ხელსაყრელი დროა კავშირების გასააქტიურებლად.

მერწყულების უმეტესობას აპრილში საბუთებთან დაკავშირებული საქმეების მოგვარება მოუწევს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

აპრილში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ამის მიუხედავად, შეეცადეთ ზედმეტი აურზაური და ნერვიულობა თავიდან აიცილოთ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 18, 22, 26

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 10, 15, 20, 24, 30

თევზები

დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს სჯობია – თევზების უმეტესობისთვის აპრილი ამ დევიზით ჩაივლის. ეცადეთ, სასურველი რეალობაში არ აგერიოთ და ყველაფერი კარგად იქნება.

ოჯახში მყარი და ჰარმონიული ურთიერთობებია – მეუღლეები ფინანსურ პრობლემებს ერთად ებრძვიან და საერთო ინტერესები აქვთ.

მარტოხელა თევზებს აპრილის ბოლოს ან მაისის პირველ ნახევარში საინტერესო ნაცნობობა ელის, რომელიც მალე დიდ სიყვარულში გადაიზრდება.

თუ დიდ შესყიდვებს (მანქანა, უძრავი ქონება) გეგმავთ, ნუ აჩქარდებით – ამისთვის საფუძვლიანად უნდა მოემზადოთ.

რეტრო მერკური თქვენი ცის ფინანსურ სექტორშია, ამიტომ ფულთან დაკავშირებულ ყველა საქმეში კოლოსალური დატვირთვაა მოსალოდნელი. იზრდება შეცდომებისა და არასწორი გამოთვლების რისკი, ფინანსურ სექტორში მომუშავე თევზები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.

მარსის ძლიერი ენერგია დაგეხმარებათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები თავიდან აიცილოთ, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი პირობით – ჯანსაღი ცხოვრების წესი არ უნდა დაივიწყოთ!

ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 11, 15, 19, 25, 29

არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 13, 17, 21, 27.

წყარო: funtime

გაზიარება51

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა
მთავარი

ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა - ინფორმაციას ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლა ავრცელებს: "ჩვენი სამუსიკო სკოლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა-თბილისის კონსერვატორიიდან საჩუქრად გადმოგვეცა საკონცერტო როიალი,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
“ჩემი დაკავება აბსურდულია” – ჯუანშერ ბურჭულაძე
მთავარი

პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა, თუმცა "გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით", ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს. ახალი ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა...

დაწვრილებითDetails

სოფელ გიორგიწმინდაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა
მთავარი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში გვიან ღამით საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც "მთავარი ამბები კახეთიდან" წერს, ოჯახის წევრებმა ტერიტორიის დატოვება დროულად მოახერხეს, თუმცა, შემთხვევის შედეგად ოჯახის ერთ-ერთ წევრს ხელი მოსტყდა და ქირურგიული...

დაწვრილებითDetails

ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმების მიუხედავად, 3 წელს ციხეში მოიხდის – ასევე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დაეკისრება ჯარიმა 1 მლნ ლარის ოდენობით

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ჯუანშერ ბურჭულაძე, სავარაუდოდ, ნატო-ში ელჩის თანამდებობას დაიკავებს
მთავარი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი ნათესავი, ასევე მსჯავრდებული ვასილ მხეიძე, საპროცესო შეთანხმების მიუხედავად, სასჯელის ნაწილს ციხეში მოიხდიან. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ასევე დაეკისრებათ ჯარიმა....

დაწვრილებითDetails

ქუთაისი 14 მიკროავტობუსსა და 34 ავტობუსს შეიძენს

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
მთავარი

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 თებერვლის N283 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით დამატებით, 10 000 000 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით...

დაწვრილებითDetails

დარღვევები გამოვლინდა რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტში

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ვნერვიულობ რომ მშვირები არიან იმ პერიოდში – უნდა იყოს თუ არა საჯარო სკოლებში უფასო კვება
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დარღვევები გამოვლინდა აჭარასა და...

დაწვრილებითDetails

ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირების დ. დ-ის (ვანი, სოფელი ციხესულორი), ზ. ხ-ის (ვანი, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე),...

დაწვრილებითDetails

შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ახალი წესების ამოქმედება ნაწილობრივ გადავადდა.

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
“სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები ვერ ისარგებლებენ მცირე მეწარმის სტატუსით”-სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შესახებ ახალი კანონ პროექტი დადგინდა
მთავარი

საქართველოში შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ახალი წესების ამოქმედება ნაწილობრივ გადავადდა. მთავრობის №41 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, გარკვეულ შემთხვევებში ახალი ნორმების მოქმედების შეჩერების ვადამ 2027 წლის 1-ელ მარტამდე გადაიწია. აღნიშნული გადავადება ეხება იმ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავად ავრცელებს. მათივე ცნობით, ემი დიაზი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება....

დაწვრილებითDetails

მაღალი დარიცხვები წყლის გადასახადზე – რა გადაწყვეტილება მიიღო “სემეკმა”

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„მკაცრი რეაგირება იქნება,“ - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც საუბარია, GWP-ს მიერ აბონენტებისთვიოს მაღალი დარიცხვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. კომისიის ცნობით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"