LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვინ იყო ,,სოხუმსკის” ძმა და რა ინფორმაცია ვრცელდება მასზე

ვინ იყო ,,სოხუმსკის” ძმა და რა ინფორმაცია ვრცელდება მასზე

დაპოსტა 2025/03/15-ში
A A
4.7k
ნახვა
გაზიარება

“თაიმერი” ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც განხილულია თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გუშინდელი თავდასხმა ლევან ჯანგველაძეზე, რომელიც ამ უკანასკნელის ლიკვიდაციით დასრულდა.

 

სტატიაში ასევე მიმოხილულია ლევანის ძმის, კრიმინალური სამყაროს ვერტიკალში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, “მერაბ სოხუმსკის” განვლი გზა და ძმის მკვლელობაზე მისი გარემოცის შესაძლო რეაქცია.

 

ვაქვეყნებთ “თაიმერის’ სტატიას:

ნაცნობი და უცნობი დეტალები ლევან ჯანგველაძის მკვლელობაზე

 

ჭავჭავაძის 9 ნომერთან, ზებრა გადასასვლელზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობიდან რამდენიმე საათში უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ ის დაქირავებული კილერის სამიზნე გახდა. როგორც შეკვეთილი მკვლელობების უმრავლეს შემთხვევებში ხდება, 58 წლის ლევან ჯანგველაძეს, რომელიც თბილისში რამდენიმე დღით, ახლობლის დაკრძალვაზე იყო ჩამოსული და დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა, სიფრთხილის ზომებმა ვერ უშველა: კილერმა შეკვეთა შეასრულა და ადგილიდანაც გაუჩინარდა.

 

რამდენად მოინდომებენ ქართველი სამართალდამცველები მკვლელის გაშიფვრას და დაკავებას, რა მასშტაბით აღმოჩნდებიან ისინი ჩართული მოსალოდნელ “დიდ ომში”, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდი რეზონანსი მოჰყვება კრიმინალურ სამყაროში ლევან ჯანგველაძის მკვლელობას.

 

ფართო რეზონანსი კი გარდაუვალია. არამარტო იმიტომ, რომ ლევანი მერაბის ძმა იყო, არამედ იმიტომაც, რომ ბოლო დროს ბიზნესით დაკავებული ლევან ჯანგველაძე კრიმინალურ სამყაროში კარგად იყო ცნობილი და ეს ცნობადობა არ უკავშირდებოდა მხოლოდ ძმის “ტიტულსა” და სახელს: ადრინდელ წლებში ის დამოუკიდებლადაც მოქმედებდა, თუმცა, ძმისა და მისი მეგობრის ტარიელ ონიანის “ხაზისთვის” არასდროს გადაუხვევია და არანაკლებ სკანდალურ საქმეებშიც იყო გარეული, ვიდრე მისი ძმა, რომელსაც ‘ცრუ ავტორიტეტების მტრად” მოიხსენიებენ.

 

ბოლო წლების განმავლობაში ლევანი განსაკუთრებულად მეგობრობდა “კანონიერ ქურდ” დათო კაკულიასთან – ერთი პერიოდის განმავლობაში ისინი ნიცაში ერთად მოქმედებდნენ, თუმცა, საბოლოოდ ლევანმა ძმის მსგავსად “ტიტულის” მიღებას ბიზნესმენის იმიჯი არჩია.

 

მერაბიც და ლევანიც იმდენჯერ და ისეთი სიხშირით უპირისპირდებოდნენ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტულ და გავლენიან ლიდერებს, რომ გამოთქმა “მტერი არ ჰყოლია” უადგილო იქნებოდა როგორც ერთთან, ასევე მეორესთან მიმართებაში. მტერიც არის და მტერიც, მით უმეტეს, კრიმინალურ სამყაროში ბოლო დროს დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, მერაბ ჯანგველაძის მტრობა ავტომატურად ნიშნავდა ლევან ჯანგველაძის მტრობას და პირიქით, ხოლო თუ მერაბ ჯანგველაძის მტრებს მივადგებით, მათგან მხოლოდ “იაპონჩიკის“, “დედ ჰასანისა” და “შაქრო მალადოის“, იგივე ზახარ კალაშოვის ხსენებაც იქნება საკმარისი, მით უმეტეს, ეს მტრობა გამწვავდა და ძმების მტრების რიცხვი გაიზარდა “დედ ჰასანის” მკვლელობის შემდეგ.

 

დაკვეთილი მკვლელობის განხორციელებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ დამკვეთებმა და, შესაბამისად, კილერმაც იცოდნენ, როდის ჩამოდიოდა ლევან ჯანგველაძე თბილისში, რამდენ ხანს რჩებოდა დედაქალაქში და სად აპირებდა გადაადგილებას – ასეთი დონის მკვლელობა შემთხვევით არ ხდება: საგანგებოდ უნდა შეირჩეს კილერი, მკვლელობის იარაღი, შემდეგ უკვე უნდა დამტკიცდეს კილერის გეგმა, უნდა იყოს გათვალისწინებული როგორც დამკვეთთა კონფიდენციალურობა, ასევე კილერის “გასვლის” გეგმა (დამკვეთებს კილერის ჩავარდნა ხელს არ აძლევთ, ისევე როგორც, თავად კილერი არ არის კამიკაძე და გადარჩენითა და მიმალვითაა დაინტერესებული).

 

შემდეგ იგეგმება მკვლელობის ლოკაცია, გარემოებების გათვალისწინებით. ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი პირადი დაცვაა. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, ობიექტისა და მისი დაცვის ყურადღების მოდუნებას ელოდებიან და შემდეგ ამით სარგებლობენ. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა: თბილისში ახალჩასულ ლევან ჯანგველაძეს პირველ დღეებში არავინ შეხებია, როცა სავარაუდოდ, მან სატესტო მარშრუტებიც გაიარა (ასეთი მარშრუტებით დაცვა საფრთხის დონეს ამოწმებს ხოლმე, მათ შორის, ღამის საათებშიც) – გაჩნდა აღქმა, რომ ამ საიდუმლო ვიზიტის შესახებ უმცროსი ჯანგველაძის მტრებმა არაფერი იციან და ამ კუთხით დედაქალაქი უსაფრთხოა, საბოლოოდ კი თავდასხმა სწორედ მაშინ მოხდა, როცა ლევანიც და მისი დაცვაც შედარებით მოდუნებული უნდა ყოფილიყო.

 

დაცვის მთავარი ყურადღება და მობილიზება ასეთ დროს, როგორც წესი, მაშინ იზრდება, როცა ობიექტი მანქანაში ჯდება ან მანქანიდან გადმოდის, რადგან სნაიპერისთვის მოხერხებული სწორედ ეს ეპიზოდებია: დღის შუქზე, შუაგულ ვაკეში, სათვალთვალო კამერებით გაძეძგილ ადგილას, ხალხმრავალ ზონაში, ზებრაზე ქვეითად გადაადგილების დრო კი ნამდვილად არაა ის დრო, როცა შეიძლება, თავდასხმას ელოდე.

 

მაგრამ პარადოქსული სწორედ ის არის, რომ დამკვეთებმა სნაიპერი კი არა, ახლო მანძილიდან მსროლელი კილერი გამოიყენეს. შესაძლოა, ორივე ვარიანტი იყო განხილული და რეპეტიაცაგავლილი, საბოლოოდ კი მაინც მეორეზე შეჩერდნენ. დამატებით ამაზე არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ ასეთი მკვლელობა ბევრად ძვირი ჯდება და მისი ჩადენისას სულ მცირე შეცდომაც კი, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს როგორც კილერისთვის, ასევე დამკვეთებისთვის.

 

როგორც ჩანს, კილერი ლევან ჯანგველაძეს იქვე, იმ მიდამოებში ელოდა, სადაც უნდა გაევლო. გატყდა თუ არა ციხე შიგნიდან, ანუ გასცა თუ არა ლევან ჯანგველაძე მისმავე გარემოცვამ, ამას, სავარაუდოდ, ვერც ვერასდროს გავიგებთ. ჯერ ერთი, ვიწრო და ჩაკეტილი წრეა, მეორეც, როგორც წესი, ასეთი ინფორმაცია ამ წრის გარეთ არც ჟონავს ხოლმე. მაგრამ თუ გაირკვა რომ ასეა, მარშრუტის გამცემის ადგილას ყოფნას არავის ვუსურვებდით.

 

მკვლელობის შემსწრე ერთ-ერთმა თვითმხილველმა ‘თაიმერს” უთხრა, რომ ყურადღება გაამახვილა კაპიუშონიან კაცზე, რომელიც სროლის ჩაცხრომის შემდეგ, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა მიწისქვეშა გადასასვლელისკენ. მისივე თქმით, მასზე ყურადღება იმიტომ გაამახვილა, რომ, გამვლელები, ფაქტობრივად ყველა, შემთხვევის ადგილისკენ მიდიოდა მას შემდეგ, რაც სროლა შეწყდა, ის კი საპირისპირო მიმართულებით მიიჩქაროდა.

 

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯანგველაძის დაცვამ სროლას სროლითვე უპასუხა (თუმცა ამ დროს ლევან ჯანგველაძე უკვე სასიკვდილოდ იყო დაჭრილი, რამდენიმე ზუსტი გასროლის შემდეგ), ნაკლებ სავარაუდოა, წყაროს კილერი შეენიშნა. შესაძლოა, ის კაცი უფრო “ფიქსატორი” ყოფილიყო, რომელსაც სამიზნე ობიექტის ლიკვიდაციის ამსახველი ფოტოს გადაღება ევალება და თავის მართლების შანსიც მეტი აქვს: პოლიციამ რომც გააჩეროს და ტელეფონში ფოტო უნახოს, შეუძლია თქვას, ჩემთვის მივდიოდი, სროლა ატყდა, გზაზე ცხედარი დარჩა და, როგორც სკანდალური ამბავი, გადავიღეო – ვერც ვერავინ შეედავება (სხვათა შორის, სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა ზებრასთან დაღუპული ლევან ჯანგველაძის ფოტო, ისევე, როგორც ეს კესარია აბრამიძის მკვლელობის დროს მოხდა.

 

მაგრამ დანით დაჩეხილი კესარიას ცხედარი, სავარაუდოდ, პოლიციელებმა გადაიღეს, შუა ვაკეში დაგდებული ცხედარი კი შეიძლებოდა, ნებისმიერს გადაეღო. ასეა თუ ისე, ფაქტია, ცხედრის ფოტოს გავრცელება, თუნდაც შიდა ჩატებში, მხოლოდ დამკვეთთა ინტერესებში შედიოდა).

 

მერაბ ჯანგველაძე – ვინ არის ის და რატომ იქცა ლეგენდად სიცოცხლეშივე

 

მერაბ ჯანგველაძე სოხუმში, 1961 წლის 20 ნოემბერს დაიბადა. ლევანი მასზე 4 წლით იყო უმცროსი. მერაბ ჯანგველაძე პირველად 19 წლისა დააპატიმრეს – 6 თვით, თუმცა გათავისუფლებიდან მალევე, 1981 წელს ჯერ 1,5 წლით, ხოლო 1986 წელს უკვე 4 წლით გაგზავნეს ციხეში. სწორედ ამ სასჯელის მოხდის დროს, ვახო და ვალტერ “სოხუმსკების” ინიციატივით, 24 წლის მერაბ ჯანგველაძემ “უმაღლესი ტიტული” მიიღო და თავადაც ‘სოხუმსკი” გახდა.

 

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მერაბ ჯანგველაძე მალევე გახდა საკმაოდ წონადი ფიგურა ტარიელ ონიანსა და ‘დედ ჰასანს” შორის დაწყებულ დაპირისპირებაში, რასაკვირველია, როგორც ქართული კლანისა და პირადად, ტარიელ ონიანის მხარდამჭერი. სწორედ იმ დროს დაიწყო ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის მეგობრობა, რომელიც დღემდე ურყევად გრძელდება.

2013 წელს რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მოისმინეს სატელეფონო საუბარი ტარიელ ონიანსა და მერაბ ჯანგველაძეს შორის, სადაც ისინი ‘დედ ჰასანის” მკვლელობის საქმეს განიხილავდნენ და კმაყოფილებასაც არ მალავდნენ მოვლენების ასე განვითარების გამო.

 

ამის მიუხედავად, მერაბ ჯანგველაძის დაპატიმრების საბაბი სამართალდამცველებს არ ჰქონდათ, რადგან ის მუდამ ახერხებდა ალიბის წარმოდგენას. ასე იყო იმ არშემდგარი ‘სხოდკის” დროს, სადაც ტარიელ ონიანისა და “დედ ჰასანის” დაპირისპირება უნდა განხილულიყო, თუმცა რუსმა სამართალდამცველებმა თავყრილობის შესახებ წინასწარ იცოდნენ და “სხოდკის” მონაწილე ყველა “კანონიერი ქურდი”, მათ შორის მერაბ ჯანგველაძე ადგილზე დააკავეს. სწორედ მერაბს ეკუთვნის ფრაზა, რომელიც მან სამართალდამცველებს გასცა შეკითხვაზე, ადასტურებდა თუ არა, რომ ‘სხოდკაზე” იყო მოსული: “არც არაფერს უარვყოფ და არც არაფერს ვადასტურებ”.

 

საბოლოოდ, მერაბ ჯანგველაძე 2013 წელს მაინც დააკავეს და ფულის გათეთრებისა და ძარცვის ბრალდებასთან ერთად, ქართველი ბიზნესმენის რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეში მონაწილეობის ბრალდებაც წაუყენეს, თუმცა ეს ბოლო ბრალი ვერ დაუმტკიცეს და მხოლოდ 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯანგველაძე 2018 წლის თებერვალში გათავისუფლდა და მას შემდეგ არ დაუკავებიათ, თუმცა, ყაზახეთში ის დაუსწრებლადაა გასამართლებული და 20 წლიანი პატიმრობაც მისჯილი აქვს.

 

სწორედ 2018 წლის დასაწყისიდან იყო მოლოდინი, რომ კრიმინალურ სამყაროში დიდი ომი და წმენდა დაიწყებოდა, მაგრამ როგორც ჩანს მერაბ ჯანგველაძეს, რომელიც ფიზიკური მონაცემებითა და გამძლეობით დიდად არც მანამდე გამოირჩეოდა, ასაკში შესვლასთან ერთად, ჯანმრთელობის პრობლემებიც გაუჩნდა: მას გული აწუხებს და ერთხელ უკვე გადატანილი აქვს ინსულტის მსუბუქი ფორმა.

 

ცხადია, თბილისში მისი ძმის მკვლელობა მისი ჯანმრთელობისთვის დამატებითი გამოცდა იქნება, თუმცა, ამის მიუხედავად, კრიმინალური სამყაროს დამკვირვებლები ცალსახად თანხმდებიან, რომ ონიანი-ჯანგველაძის პასუხი ლევან ჯანგველაძის მკლელობის გამო, სასტიკი და დაუნდობელი იქნება.

გაზიარება1882

დაკავშირებული -პოსტები

დღეს თავისუფალი პრესის დღეა

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
მთავარი

3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საბერძნეთში ჰაერში სროლის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე მოხდა. როგორც ბერძნული მედია წერს, დაკავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.   ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.   დაკავებულის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 3 მაისს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 მაისს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.   ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:   გაგრა +16 - წვიმა   სოხუმი +16 - წვიმა   ზუგდიდი +17 - წვიმა...

დაწვრილებითDetails

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება, მაგრამ მნიშვნელოვანია არ იჩქარო გადაწყვეტილებებში. სამსახურში შეიძლება ახალი იდეა გაგიჩნდეს — ჩაინიშნე, მოგვიანებით ძალიან გამოგადგება.   კურო ფინანსურ თემებზე ფოკუსი იზრდება. კარგი დღეა ბიუჯეტის გადახედვისთვის ან...

დაწვრილებითDetails

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....

დაწვრილებითDetails

2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათშორისაა მზია ამაღლობელი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

,, პრესის დაცვის შესახებ  რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი საღამო - 9კმ. მიწისძვრის სიმძლავრე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ,  უახლოეს დღეებში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. „თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"