ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე მდებარე ძველი ქარხნის შენობაში ხანძარი იყო. შენობაში “საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯი, ტექნოლოგიური აკადემია და სხვადასხვა საწარმოა განთავსებული.
როგორც ცნობილია ხანძარი 4 სართულიანი შენობის სახურავზე გაჩნდა, სადაც მუშები მუშაობდნენ. როგორც თვითმხილველები ამბობენ შენობის მეოთხე სართულს ახალი მეპატრონე ჰყავს და ის სარემონტო სამუშაოებს ატარებს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებული, შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია დროულად მოუხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.