იტალიის ქალაქ ნეაპოლის მიდამოებში, კამპი ფლეგრეისა და პოცუოლის ზონაში, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, სიმძლავრე 4.4 მაგნიტუდა იყო, ხოლო ეპიცენტრი ზღვაში, პოცუოლის სანაპიროდან ორ კილომეტრში დაფიქსირდა, თუმცა ბიძგები მთელ ქალაქში და მეტროპოლიტენში იგრძნობოდა.
centrometeoitaliano.it-ის ინფორმაციით, შეშინებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა. განსაკუთრებული ზიანი ბანიოლის ზონას მიადგა, სადაც რყევის შედეგად, შენობებს ნაწილები ჩამოინგრა და გზაზე მდგარ მანქანებს დაეცა. ჩამოინგრა ერთ-ერთი სახლის სხვენიც, რის შედეგადაც დაშავდა ერთი ქალი.