LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვიღაცები მეტიჩრობით გამოხტებიან სხვადასხვა უწყებებიდან, წაიკითხონ, გაიაზრონ და შემდეგ იქნება პროტესტი მართალი თუ აღმოაჩენენ, რომ იქ სადმე წერია ევროკავშირზე უარის თქმა – მამუკა მდინარაძე

მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება – მამუკა მდინარაძე

დაპოსტა 2025/03/11-ში
A A
41
ნახვა
გაზიარება

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფსიქიკას, მათ ჯანმრთელობას, აზიანებს გენოფონდს და არაფერი შეიძლება იყოს უფრო ანტიეროვნული, ანტიქართული, ვიდრე ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკის’’ შედეგად გამოწვეული ძალიან მძიმე შედეგები , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან ერთად შეიმუშავეს ანტინარკოტიკული რეფორმა, რომლის შემუშავებაშიც აქტიურად იყო ჩართული როგორც “საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე საპარლამენტო ოპოზიციაც”.

“შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელსაც ვიწყებთ. ასევე, განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღინიშნოს, რომ ანტინარკოტიკული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი გახლავთ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. რა თქმა უნდა, რეფორმის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული საპარლამენტო უმრავლესობა და ასევე საპარლამენტო ოპოზიციაც. ამ თემაზე არის აბსოლუტური ერთსულოვნება და გვაქვს იმედი, რომ საზოგადოებაც ბოლომდე დაუდგება გვერდით ანტინარკოტიკულ რეფორმას და საზოგადოებრივი მხარდაჭერით ჩვენ უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში პირველი პოზიტიური შედეგები გვექნება.

მინდა, გაგაცნოთ რეფორმის საკანონმდებლო მიმართულების ძირითადი საკითხები:

ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.

„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.

2025 წლის პირველი ივნისიდან – იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

ცვლილებები, გამკაცრების მიმართულებით, შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა შესაბამის ნორმებსაც.

აქვე, მივმართავთ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ გაიზიარონ ეს მიდგომები და სახელმწიფოს ამოუდგნენ გვერდში ანტინარკოტიკული კამპანიის წარმოებაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში.

მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი – ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად!“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში
მთავარი

აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი 4 -9 მაის. მსოფლიოს 2გზისა (ვერცხლი;ბრინჯაო) და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორის, ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის სახელობის ტურნირი მე-15-ედ ჩატარდება! ქუთაისის საკრივო სკოლას მრავალი გამორჩეული სპორტსმენი...

დაწვრილებითDetails

“საბჭოური დეზინფორმაციაა, რასაც ევროპარლამენტის წარმომადგენლობა ავრცელებს”- კობახიძე

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე და მისი კოლეგები საკუთარი საბჭოთა წარსულისგან ვერ გათავისუფლდნენ - საბჭოური დეზინფორმაციაა ის, რასაც ევროპარლამენტის წარმომადგენლობა ავრცელებს, - ასე უპასუხა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ...

დაწვრილებითDetails

“ტრაგედია კლასელების შეკრების დროს”- ბათუმში მამაკაცი 43-ე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
“ტრაგედია კლასელების შეკრების დროს”- ბათუმში მამაკაცი 43-ე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა
მთავარი

ბა­თუმ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა უბე­დურ­მა შემ­თხვე­ვამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლა­ქის ერთ-ერთი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის 43-ე სარ­თუ­ლი­დან ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გად­მო­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თავ­და­პირ­ვე­ლად ორ­გა­ნი­ზა­ცია "ალ­ტერ­ნა­ტი­ვამ“ გა­ავ­რცე­ლა....

დაწვრილებითDetails

“მედიის თავისუფლებაც ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულებაა, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ფეხქვეშ გათელეს” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

მედიის თავისუფლება ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულებაა, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ფეხქვეშ გათელეს - ეს ჯერ დიდი ბრიტანეთის მხრიდან მოხდა და ახლა ამ ყველაფერს კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები აკეთებენ! - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში...

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გაგა კირკიტაძე დაინიშნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახლად დანიშნულ მინისტრის მოადგილეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გაგა კირკიტაძე...

დაწვრილებითDetails

აპრილში, ქუთაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 106 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
ხილულ გამონაბოლქვზე ქუთაისში 34 ავტომობილის მძღოლი დააჯარიმეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 665 ფაქტი გამოავლინეს. 369...

დაწვრილებითDetails

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა…“ – ავარია ახალციხე-ვალეს გზაზე

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა
მთავარი

ახალციხე-ვალეს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. როგორც რეგიონალური მედია „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება...

დაწვრილებითDetails

საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
“საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს რკინიგზაში მასშტაბური განახლების პროცესი იწყება. "ისტორიული განახლების" პროექტი, ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის მნიშვნელოვნად განახლებას ითვალისწინებს, რაც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება. საქართველოს რკინიგზა 50-მდე ლოკომოტივისა და 1...

დაწვრილებითDetails

„გლოვობს ჩემი ბათუმი სიკეთით სავსე ოქროს ბიჭს…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
„გლოვობს ჩემი ბათუმი სიკეთით სავსე ოქროს ბიჭს…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

ბათუმში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. ქალაქი ემშვიდობება ახალგაზრდა ნიკა ბასილაძეს, რომლის ნაადრევმა გარდაცვალებამ საზოგადოება დაამწუხრა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „ნიკაა. ისევ გლოვობს ჩემი ბათუმი კიდევ ერთ ახალგაზრდას, ნიკუშა ღმერთმა...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთის სატყეო უბანზე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა ჯამში 16 კუბური მეტრი სამასალე და 55 კუბური მეტრამდე საშეშე მერქანი უნებართვოდ მოწყობილ ბაქანზე განათავსა. გარემოსდაცვითი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"