LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რას ნიშნავს ყვავის „ყრანტალი“ და რომელი ცხოველის შეხვედრაა ყველაზე იმედისმომცემი გზავნილი სამყაროსგან

რას ნიშნავს ყვავის „ყრანტალი“ და რომელი ცხოველის შეხვედრაა ყველაზე იმედისმომცემი გზავნილი სამყაროსგან

დაპოსტა 2025/03/10-ში
A A
700
ნახვა
გაზიარება

უძველესი დროიდან არსებობს ტრადიცია, რომ ცხოველი გზაზე შემთხვევითი არ ხვდება ადამიანს. თითოეული მათგანი კონკრეტული გზავნილია სამყაროსგან. მათთან გზაზე შეხვედრა კი მინიშნებაა თქვენს მომავალზე. თუ რას მოასწავებს და როგორ აიხსნება მინიშნება, რომელსაც სამყარო გზაზე შემხვედრი: ბუს, ყვავის, გველის, კურდღლის, ჭრიჭინას, ხვლიკისა და ირმის სახით გიგზავნით, თემაზე ეზოთერიკოსი საუბრობს.

– ბუს რამდენიმე უძველეს ღვთაებას უკავშირებენ, რომელთაგან ყველაზე ძლევამოსილი ათენაა – სიბრძნის ბერძნული ქალღმერთი. და ეს უნიკალური ფრინველი თუ გზაზე „შემოგეფეთათ“, მაქსიმალურად გაამახვილეთ ყურადღება. ეს დიდი ცვლილებების მანიშნებელია, რომელიც შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც. თუმცა, ძირითადად, მაინც პოზიტიურია ბუს შეტყობინება და გპირდებათ, რომ მომავალში რაღაც კარგი აუცილებლად მოხდება.

რაც შეეხება ყვავს, ის მართლაც, არ გახლავთ მაინცდამაინც საყვარელი არსება, მით უმეტეს, რომ მრავალ კულტურაში ის ავადმყოფობისა და სიკვდილის (მხოლოდ შავად შებუმბლული) სიმბოლოა. თუმცა მის ღვთაებრივ მფარველებს შორის აპოლონი და ჰერაც გახლავთ. ჰოდა, თუ „საძაგელი ყვანჩალა“ გზაზე გადაგეყარათ, ძალიანაც ნუ დაფეთდებით. მართალია, მოულოდნელად აეხდება ფარდა კონკრეტულ ამბავს და სიმართლე გამჟღავნდება, მაგრამ ეს თქვენ ჭკუის სასწავლებლად გამოგადგებათ და თან, ცოდნასაც შეიძენთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაც შეიტყვეთ, თქვენთვის ნამდვილი დარტყმა აღმოჩნდა, გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ, რთულ გაკვეთილს მომავალში ყოველთვის მოსდევს მნიშვნელოვანი მეცნიერული აღმოჩენები და მიღწევები.

– ყვავი ქალაქშიც ბევრია, ბუს ალბათ ტყეში თუ ვნახავთ, მაგრამ ქვეწარმავალი ყველგან გვხვდება, განსაკუთრებით ზაფხულში. რას გვატყობინებენ ისინი?

– ყოველ ზაფხულს პანიკაა ხოლმე თბილისში: ამ ქუჩაზე, იმ ეზოსა თუ სახლშიც კი გველი ნახესო… თუმცა გველგესლას დაინახავთ, გიურზას თუ რომელიმე სხვა წარმომადგენელს გველების ოჯახიდან, სულ ერთია, ყველა მათგანი მნიშვნელოვანი გზავნილია სამყაროსგან. ეს რეპტილიები დედაბუნების გამოხატულებაა და პირდაპირ კავშირშია მასთან. ამიტომ მათთან შეხვედრა შეხსენებაა იმისა, რომ თქვენ დიდი ძალა და პოტენციალი გაქვთ, რომელიც კონსტრუქციულად უნდა გამოიყენოთ. ნუ იქნებით ეგოისტი, თქვენი ძალა კეთილ საქმეს მოახმარეთ. რაც შეეხება ხვლიკს, რომელსაც ყველგან შეიძლება გზად გადაგეყაროთ, სიზმრის სამყაროსთან ასოცირდება. ამიტომ, რა ჯიშის ხვლიკიც უნდა ნახოთ გზაზე, მიიღეთ როგორც სიგნალი იმისა, რომ მეტი ყურადღება დაუთმოთ სიზმრად ნანახს. ხოლო, თუ თავად არ შეგიძლიათ სიზმრის ახსნა, მიმართეთ შესაბამის საშუალებებს ან სპეციალისტს, რადგან როგორც ხვლიკი განიშნებთ, გზავნილი საყურადღებოა.

– რომელი მწერია გზავნილი სამყაროსგან?

– ჭრიჭინა, რომელიც ზღაპრულ ფერიადაც კი შეიძლება აღიქვათ. მისი სიმბოლიკა ერთმნიშვნელოვნად დადებითია და ამიტომაც, ამ პატარა აბეზართან შეხვედრა უცილობლად დასტურია იმის, რომ სწორ გზას ადგახართ. ეზოთერიკოსების აზრით კი, თუ ეს მწერი თქვენში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, ეს ნიშნავს, რომ გზავნილი „იმიერ სამყაროდანაა“.

გარდაცვლილ ახლობელს ასეთი სახით სურს, დაგამშვიდოთ და იმაში დაგარწმუნოთ, რომ ისევ თქვენ გვერდითაა და მისთვის სულ ერთი არ ხართ.

კურდღლი ყველაზე დადებითი ნიშანია მათ შორის, რაც კი შეიძლება გზაზე დაინახოთ. კურდღელი არა მხოლოდ უმშვენიერესი არსებაა, ასევე, სიმბოლოა: გაზაფხულის, ბედნიერების, ნაყოფიერებისა და სიუხვის. ჰოდა, როცა გზაზე მიმავალს წინ კურდღელი გადაგირბენთ, ან თუნდაც, წამიერად მოჰკრავთ მას თვალს, ჩათვალეთ, რომ უკვე ძალიან იღბლიანი ხართ – ეს ნიშანია საუკეთესო ცვლილებებისა! როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ცხოველი ნაყოფიერების სიმბოლოცაა, ამიტომ თუ ქალმა დაინახა ის თავის გზაზე, მალე აუცილებლად დაფეხმძიმდება.

გაზიარება280

დაკავშირებული -პოსტები

2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათშორისაა მზია ამაღლობელი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

,, პრესის დაცვის შესახებ  რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი საღამო - 9კმ. მიწისძვრის სიმძლავრე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ,  უახლოეს დღეებში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. „თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიურია და წარმატების მიღწევის შანსი მაღალია. მნიშვნელოვანია, ენერგია სწორად გადაანაწილოთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ.   ♉ კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლე ან შეხვედრაა...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელთათვისაც მაისი განსაკუთრებით წარმატებული თვე იქნება

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის მაისი, ასტროლოგიური თვალსაზრისით, დატვირთული თვეა. პერიოდი მოიცავს სავსემთვარეობებს, პლანეტების სხვადასხვა ხელსაყრელ პოზიციაზე განლაგებას, რეტროგრადულ პლუტონსა და ახალმთვარეობას. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მაისი ზოდიაქოს 7 ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი...

დაწვრილებითDetails

“სელფი” ქუთაისს “გვირილობას” ულოცავს

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
“სელფი” ქუთაისს “გვირილობას” ულოცავს
მთავარი

"სელფი მობაილი" ქუთაისს "გვირილობას" ულოცავს. "ჩვენი ქუთაისის გუნდისთვის, რომელიც ყოველდღიურად თქვენ გვერდითაა, ეს დღესასწაული  განსაკუთრებულია, ამიტომ გვინდა ეს დღე კიდევ უფრო პოზიტიური გავხადოთ. დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებლებს საჩუქრები მოვუმზადეთ: • არსებულ აბონენტებს, აპლიკაციაში MyCellfie, 2 მაისს...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს უქმეებზე

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6916 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

ქვისცვენის გამო, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
ქვისცვენის გამო, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
მთავარი

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, (ქ.ონის შესასვლელი) ქვისცვენის გამო დროებით იკრძალება ყველა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"