LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ზრდის თუ არა ტატუ კანის კიბოს განვითარების რისკს – კვლევა

ზრდის თუ არა ტატუ კანის კიბოს განვითარების რისკს – კვლევა

დაპოსტა 2025/03/10-ში
A A
130
ნახვა
გაზიარება

ტყუპებზე განხორციელებული კვლევა აჩვენებს, რომ ტატუს გაკეთებას, შესაძლოა, პოტენციურ სინანულზე უფრო სავალალო შედეგიც მოჰყვეს. კვლევის თანახმად, ტატუს მქონე დედმამიშვილებს უფრო ხშირად უვითარდებათ კანის კიბო ან ლიმფომა, ვიდრე ტატუს არმქონე ტყუპისცალებს.

სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკოსმა, სინია ბედსტედ კლემენსენმა და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს კვლევის ორი სხვადასხვა დიზაინი კიბოს დიაგნოზისა და ტატუსთან დაკავშირებული კანონზომიერების ანალიზისთვის.

კოჰორტული კვლევისთვის შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს 2 367 ტყუპი. აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტატუს მქონე ინდივიდებს კანის კიბოს განვითარების ოთხჯერ უფრო დიდი რისკი აქვთ.

კვლევის შედეგად, სადაც 316 ინდივიდი საკუთარ ტყუპისცალს შეადარეს, გამოვლინდა, რომ ტატუს მქონე პირებში კიბოს განვითარების რისკი 33-დან 62-პროცენტამდე უფრო მაღალი იყო.

ეს განსხვავება კიდევ უფრო მკვეთრად იყო გამოკვეთილი იმ პირებში, რომელთაც ხელის გულის ზომაზე უფრო დიდი ტატუ ჰქონდათ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისეთი სიმსივნეები, როგორიც ლიმფომაა, ძალიან იშვიათია. აქედან გამომდინარე, რისკის ამგვარი ზრდა დაბალი ნიშნულიდანაა.

მეორე მხრივ, ეს ყოველივე არ ნიშნავს იმას, რომ ტატუს ქონა იწვევს კიბოს. შესაძლებელია, რომ ტატუს მქონე ადამიანებს კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკი იმ ფაქტორების გამო აქვთ, რამაც მათ ტატუს გაკეთება გადააწყვეტინა (ცხოვრების სტილი).

მიუხედავად ამისა, ადრე ჩატარებულმა კვლევამაც გამოავლინა ტატუს მქონე ინდივიდებში ლიმფომის გაჩენის უფრო მაღალი რისკი.

“ჩვენს კვლევას არ გამოუვლენია აშკარა კავშირი კიბოსა და მელნის კონკრეტულ ფერებს შორის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტატუს ფერის ფაქტორი საინტერესო არ არის. სხვა კვლევებიდან შევიტყვეთ, რომ მელანი შესაძლოა პოტენციურად საზიანო ნივთიერებებს შეიცავდეს, მაგალითად, წითელი მელანი უფრო ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ჩვენ ამ საკითხის უფრო საფუძვლიანად გამოკვლევა გვსურს”, — ამბობს კლემენსენი.

სხეულის მოხატვა მრავალი ათასწლეულის განმავლობაში სარგებლობდა პოპულარობით უამრავ კულტურაში, თუმცა ეს პრაქტიკა ბოლო ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ამის მიუხედავად, ტატუს ქონით გამოწვეული გრძელვადიანი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ მეცნიერებს ჯერაც არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია.

“მელნის ნაწილაკები ლიმფურ კვანძებში გროვდება. ვეჭვობთ, რომ ორგანიზმი მათ უცხო სხეულად აღიქვამს. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ იმუნური სისტემა მუდმივად ცდილობს უპასუხოს მელანს, ჩვენ კი არ ვიცით ასუსტებს თუ არა ეს მუდმივი წნეხი ლიმფური კვანძების ფუნქციონირებას”, — განმარტავს ჰენრიკ ფერდენსენი, ოდენსეს უნივერსიტეტის ჰემატოლოგი.

ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ იმუნური სისტემა მუდმივად ცდილობს უპასუხოს მელანს, ჩვენ კი არ ვიცით ასუსტებს თუ არა ეს მუდმივი წნეხი ლიმფური კვანძების ფუნქციონირებას.

2016 წელს ევროკომისიისთვის წარდგენილი მოხსენების მიხედვით, ტატუს გაკეთების დროს გამოყენებული მელნის უმრავლესობა კოსმეტიკური გამოყენებისთვისაც კი არ არის აპრობირებული, ზოგი მათგანი კი დაშლის დროს კარცინოგენულიც კია.

თუ ტატუს გაკეთებას გადაწყვეტთ, სასურველია მელნის ტიპებში კარგად იყოთ გარკვეული და შეამოწმოთ გაქვთ თუ არა ისეთი დაავადება, რომელიც შესაძლოა ტატუს გაკეთებამ გაამწვავოს, მაგალითად, ფსორიაზი.

მსგავსი კვლევები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის პოტენციური რისკის შესახებ, თუმცა მათ გარკვეული შეზღუდვებიც აქვს.

მაგალითად, შედარებები მხოლოდ იმ ადამიანებთან შეიძლება გაკეთდეს, რომლებიც კიბოს გადაურჩნენ. შედეგების აწონ-დაწონისას ასევე უნდა გავითვალისწინოთ ტყუპების შედარებით მცირე რიცხვი და კიბოს დიაგნოზის დაბალი ნიშნული.

“იმუნურ სისტემაზე გავლენის მასშტაბები უკეთ უნდა გამოვიკვლიოთ, რათა უფრო სიღრმისეულად გვესმოდეს რა მექანიზმებთან გვაქვს საქმე”, — აცხადებს კლემენსენი.

წყარო: პრიამ ტაიმი

გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია კაცის ვინაობა, რომელიც შვილმა მოკლა – რა დეტალები ხდება ცნობილი

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მოკლული მამაკაცი 70 წლამდე ასაკის ფილიპე ლაგაზიძეა. მამაკაცი მეუღლესთან ერთად სოფელში მოქმედ მატყლის საამქროში მუშაობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცის მეუღლე პურის საცხობში...

დაწვრილებითDetails

უბედურება დატრიალდა ჩემს სახლთან – რას წერს მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე  ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ წერს, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა 7 კი დაშავდა. „დღეს კიდევ ერთხელ შეგვახსენა ცხოვრებამ, რამდენად მყიფეა ყველაფერი… ისეთი უბედურება დატრიალდა ჩემს სახლთან, რომ სიტყვებიც...

დაწვრილებითDetails

2 დაღუპული და 7 დაშავებული – მძიმე ავარია ბათუმში

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. არსებული ცნობებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, ისინი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილი. მირკოავტობუსში მსხდომი პირები უცხო ქვეყნის მოქალაქეები...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 31 კილოგრამამდე „მცენარე კანაფი“ ამოიღო

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სხვადასხვა დროს...

დაწვრილებითDetails

კრიპტოსაწარმოები ვამპირები არიან და ენერგოსისტემაზე დატვირთვას ქმნიან, ამის შედეგია გახშირებული ავარიები – რომან გოცირიძე

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
მოვუწოდებ პრეზიდენტს, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით – იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით „ქართული ოცნების“ და მტრის ჯინაზე – რომან გოცირიძე
მთავარი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კრიპტოვალუტის მოპოვების დაუყოვნებლივ აკრძალვას ითხოვს. „ეროვნული ბანკის“ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, „კრიპტოსაწარმოები“ ქვეყნის ენერგოსისტემას ანგრევენ, სარგებლობენ დაუმსახურებელი საგადასახადო და ენერგეტიკული შეღავათებით და რეალურად მმართველი გუნდის ბიზნესკლანის...

დაწვრილებითDetails

რამ გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა – „ენგურჰესის“ დირექტორის განმარტება

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
სოხუმი ენგურჰესის სამი ჰიდროელექტროსადგურის იჯარით გაცემას გეგმავს
მთავარი

"ენგურჰესის" დირექტორი, ლევან მებონია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა “იმერეთის“ 500 კილოვატიანი ხაზის გამორთვამ გამოიწვია. მისი თქმით, რეჟიმი დაირღვა და ენერგოსისტემა დაიშალა. „ხაზი გამოირთო 500 კილოვატიანი "იმერეთი". ... ხაზი გამოირთო, ხაზი...

დაწვრილებითDetails

ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
დიდხანს ვერ ამოვა თვალებიდან – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული გოგონას ახლობელი
მთავარი

ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდა. ბრალდებულის საპატიმროში...

დაწვრილებითDetails

კაპროვანის სანაპიროსთან კაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
მთავარი

კაპროვანის სანაპიროსთან კაცი დაიხრჩო - ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში თათია ნიკოლაშვილი ავრცელებს.   "უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ‼️ სრულიად უპატრონო ქვეყანაში ‼️ რამდენიმე წუთის წინ კაპროვანის სანაპიროზე ადამიანი გარდაიცვალა ‼️ამ ქვეყანაში...

დაწვრილებითDetails

შვილმა მამა მოკლა – ცხედარი კი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

კახეთში, შვილმა მამა მოკლა - გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. შსს-ს ცნობით, შვილმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა. გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი – დაკავებულია სამი პირი

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ევაკუაცია განახორციელდა – შსს ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის შესახებ განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"