LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
იშოვე ფული სახლიდან გაუსვლელად – 10 მარტივი ხერხი

იშოვე ფული სახლიდან გაუსვლელად – 10 მარტივი ხერხი

დაპოსტა 2025/03/08-ში
A A
121
ნახვა
გაზიარება

იმის გამო, რომ საყოფაცხოვრებო ხარჯები წლებთან ერთად იზრდება და სულ უფრო მეტი ფინანსებია საჭირო თუნდაც ელემენტარული პირობების დასაკმაყოფილებლად, მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობას სახსრების მოსაზიდად ალტერნატიული გზების ძებნა უწევთ.

აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში, ფულის გამოსამუშავებლად, ერთი შეხედვით საკმაოდ უცნაური ხერხები უკვე დამკვიდრდა. ძალიან ბევრმა თანხის გამომუშაავება სახლიდან გაუსვლელად დაიწყო – ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმი და კრეატიული აზროვნება შესაძლოა, თქვენთვისაც საკითხის მოგვარების გასაღები აღმოჩნდეს.

“ბიზნესპრენიუსი” იმ ხერხებზე წერს, რომელიც სახლიდან გაუსვლელად, ფულის გამომუშავებაში დაგეხმარებათ:

 

 

გააქირავე სხვენი ან ავტოფარეხი

სხვენის, სარდაფის, ავტოფარეხის ან ფარდულის გაქირვება შეიძლება დამატებითი ფულის გამომუშავების მარტივი გზა იყოს. დამქირავებლის მოძებნა ძალიან მცირე ძალისხმევას მოითხოვს და ამასთან, თქვენ სტაბილური შემოსავლის წყარო გაგიჩნდებათ.

გადაადგილებისას ან რემონტის დროს, ავეჯის შესანახ ადგილს კერძო სახლებში ათობით ადამიანი ეძებს.

ევროპის ქვეყნებში პრაქტიკას უკვე კარგად აქვს ფეხი მოკიდებული – ზოგიერთი მიგრანტი, კარგად მოწყობილ ავტოფარეხებს საცხოვრებლადაც კი ქირაობს.

 

გააქირავეთ თქვენი პარკინგი

მსოფლიოს უამრავ ქალაქში, განსაკუთრებით მეგაპოლისებში ძალიან ჭირს ავტომობილის გაჩერება.

თუმცა, ჭკვიანმა მესაკუთრეებმა ფულის გამომუშავების გზა აქაც იპოვეს.

კერძო პირისგან პარკინგის ადგილის ქირაობა განსაკუთრებით მოთოვნადია აეროპორტების, მატარებლის სადგურების და სპორტული სტადიონების ირგვლივ. მაგალითად – ლონდონის Battersea Park-ის გარშემო ადგილები დღეში საშუალოდ 27 დოლარი ღირს.

 

მიაქირავეთ თქვენი სახლი გადამღებ ჯგუფს

თუ თქვენ გაქვთ აგარაკი ან მინიმალისტური ქალაქის ბინა, შესაძლოა თნხის გამომუშავების შესანიშნავ წყაროდ იქცეს.

ბევრ ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკაა უძრავი ქონების გაქირავება გადამღები ჯგუფის, ან ფოტოსესიისთვის.

მწარმოებელი კომპანიები ყოველთვის ეძებენ სხვადასხვა ლოკაციებს, განსაკუთრებით ლონდონში, სადაც უძრავი ქონება შეიძლება ამაში 18 000 დოლარზე მეტიც გადაიხადონ.

 

სახლების გაცვლა

გამომუშავებასთან ერთად, საკმაოდ მნიშვნელოვანია თანხის დაზოგვა და ეს უფრო ცხადი მოგზაურობის დროს ხდება. თუ დარეგისტრირდებით სახლის გაცვლის საიტზე, შეგიძლიათ იმოგზაუროთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ბინაში უფასოდ დარჩეთ.

თუმცა, სანაცვლოდ თქვენც უნდა შესთავაზოთ მოგზაურებს საკუთარი ბინა თუ სახლი.

საიტები, როგორიცაა HomeExchange, HomeLink, Home Base Holidays და BeWelcome გაძლევთ საშუალებას კლასიკური ორმხრივი გაცვლა განახორციელოთ, ან შეგიძლიათ ქულების მოსაპოვებლად ვინმეს უმასპინძლოთ.

საიტებზე გაწევრიანება თვეში დაახლოებით, 60 აშშ დოლარი ღირს.

 

გამოიმუშავეთ ფული თქვენი ბაღიდან

მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა დღეს ძალიან მაღალია. ასე რომ, თუ დიდი ბაღი გაქვთ, მებოსტნეებისთვის მიწის ნაკვეთის მიქირავებაზე იფიქრეთ.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ამისთვის უამრავი საიტი არსებობს. ერთ-ერთი მათგანია AllotMe – აქ ნაკვეთის ან ბაღის დაქირავება შეიძლება თვეში დაახლოებით 90 დოლარად არის შესაძლებელი.

მიწის ნაკვეთი კიდევ უფრო ფასობს ქალაქებში.

 

გაყიდეთ ძველი ტანსაცმელი, მათ შორის საქორწილო კაბები

შემდეგ ჯერზე, როცა გარდერობს დაალაგებთ, სანამ ნივთებს საქველმოქმედო მაღაზიაში მიიტანთ შეჩერდით და მათ გაყიდვაზე დაფიქრდით. განსაკუთრებით ღირებულია ვინტაჟური, ძვირფასი ბრენდები. ისინი კარგად იყიდება ისეთ საიტებზე, როგორიცაა eBay, Vinted და Depop.

 

გამოიმუშავეთ ფული ტელევიზორის ყურებაში

თუ ფიქრობთ, რომ ტელევიზორის ყურება დროის კარგვაა, კიდევ ერთხელ დაფიქრდით.

თანამედროვეობაში ფულის გამომუშავება შეგიძლიათ უახლესი დრამის ან კულინარიული შოუს ყურებით.

დასავლურ ქვეყნებში მაყურებელს შეუძლია გაწევრიანდეს მომხმარებელთა კვლევის ჯგუფში, რომელსაც შეგიძლიათ შეუერთდეთ უფასოდ. ისინი თქვენი აზრის დაფიქსირებაში გადაგიხდიან.

ასევე შეგიძლიათ დაესწროთ ჯგუფურ დისკუსიებს, რომლებიც წევრებს უხდია. ხოლო, თუ ონლაინ თემებს დაწერთ, საფარუსი უფრო მაღალია.

 

შეავსეთ ონლაინ გამოკითხვები

ონლაინ გამოკითხვების შევსება შეიძლება იყოს სახალისო და მარტივი გზა დამატებითი ფულის ან ვაუჩერების მოსაპოვებლად.

საკმარისია დარეგისტრირდეთ და დაელოდოთ გამოკითხვის შეტყობინებებს.

MoneySavingExpert-ის მიხედვით, საუკეთესო საიტებს შორისაა Ipsos iSay, Swagbucks და Y Live. ია შესალოა ნივთის შეფასება ან პოზიციის დაფიქსირება დაგჭირდეთ. თუმცა, არც დროში ხართ შეზღუდული და არც ვინმე გაკონტროლებთ – ყველაფერი თქვენი ნების მიხედვით ხდება.

 

გაყიდეთ მზის ენერგია

თუ მზის პანელებს ფლობთ, გარდა იმისა, რომ დაზოგავთ ფულს, ფულის გამომუშავებაც შეგიძლიათ.

Green Match-ის მიხედვით, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, შინამეურნეობებს შეუძლიათ წელიწადში 100 დოლარის გამომუშავება. თუმცა, საბოლოოდ შემოსავალი დამოკიდებულია თქვენი სისტემის ზომაზე.

 

გახდი შინაური ცხოველების ძიძა

ცხოველების მოყვარულებს შეუძლიათ მიიღონ ფული იმისთვის, რაც ყველაზე მეტად უყვართ.

ლოკალურ ფორუმებზე ხშირად ჩნდება შინაური ცხოველების პატრონების მოთხოვნა, სადაც შაბათ-კვირას მათი მეგობრებისვის ძიძებს ეძებენ.

თუ თავისუფალ დოს რამდენიმე ცხოველს მოუვლით, ამით ფულსაც გამოიმუშავებთ და დადებით ემოციებსაც მიიღებთ.

 

წყარო: loveproperty.com

გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოს საზღვრიდან 27 კმ-ში, თურქეთში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

დაწვრილებითDetails

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   მშვიდად ადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებს და შეეცადეთ, შეუმჩნეველი დარჩეთ. ნუ იაქტიურებთ, ნუ დახარჯავთ ენერგიას წვრილმანებზე, პირიქით, მოიკრიბეთ ძალები და მოემზადეთ სიახლეებისთვის.     კურო   იყავით ფრთხილად, ნუ...

დაწვრილებითDetails

,,105 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ეკლესიაში მრავალკანდიდატიანი საპატრიარქო არჩევნები გაიმართა-ლაშა დეისაძე

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
კეთილი ინებოს საქართველოს საპატრიარქომ-რას ითხოვენ საპატრიარქოსგან
ახალი ამბები

,,105 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ეკლესიაში მრავალკანდიდატიანი საპატრიარქო არჩევნები გაიმართა. უკანასკნელად ამგვარი საპატრიარქო არჩევნები შედგა 1921 წელს, როდესაც საპატრიარქო კანდიდატები იყვნენ: ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) და ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა)....

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 აპრილს 09:40-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წითელსოფელი, ბულაჩაური, ქუბრიაანთკარი, ნავაზი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 29 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6925 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6930 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან-ანდრიას და საზოგადოებას თანადგომას თხოვს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან-ანდრიას და საზოგადოებას თანადგომას თხოვს
მთავარი

,,როგორ მივიტანო თქვენ გულებამდე უკვე აღარ ვიცი რომ ჩემ ძმას ჭირდება თქვენი დახმარება 1 ლარიც კიმნიშვნელოვანია 4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან  ანდრიას დაეწყო ქცევითი აშლილობა იზიანებს თავს  მჭირდება თქვენი გვერდით დგომა მესამე ფსიქიატრს...

დაწვრილებითDetails

ელექტროიარაღით თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
იმერეთსა და შიდა ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე ხრამზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქირაჩ-მუღანლოში მოქალაქეებმა ელექტროიარაღის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს ხრამულის...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზმაუსთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან  საპროტესტო აქციას მართავენ
მედიცინა

ოთხშაბათს 29 აპრილს, 17:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ. როგორც მოგეხსენებათ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და...

დაწვრილებითDetails

პატრიარქობის კანდიდატები მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი იქნებიან

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი...

დაწვრილებითDetails

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
მთავარი

აჭარის მთავრობა დამტკიცებულია. აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა. აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, აჭარის განათლებისა და სპორტის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"