ცნობილი ასტოლოგის, თამარა გლობას თქმით, მარტი მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს. ის გადის თევზების ნიშნის ქვეშ, ავსებს ძველ ასტროლოგიურ ციკლს და ხსნის ახალს.
ამ თვეში ორი დაბნელებაა მოსალოდნელი – მთვარის დაბნელება 14 მარტს და მზის დაბნელება 29 მარტს, რაც ბევრის ბედზე აისახება.
ვერძი
მარტი მოვლენებით სავსე იქნება: გამოჩნდება ახალი იდეები, მაგრამ მათ განხორციელებას დრო დასჭირდება. თვის შუა რიცხვებში შესაძლებელია სირთულეები, თუმცა, ასტროლოგის თქმით, „ვერძი გრძნობებისა და სურვილების ახალ პერიოდს აღმოაჩენს“. სწავლაში და მოგზაურობაში წარმატება კონცენტრაციას მოითხოვს.
კურო
კუროს ბევრი კომუნიკაცია და ახალი ნაცნობები ექნება თუმცა, არ უნდა დაისვენოთ – მოგიწევთ ოჯახური საკითხების მოგვარება. თვის შუა რიცხვებში მნიშვნელოვანია ბავშვებზე ზრუნვა, ბოლოს კი – ფინანსები. “თვე გახსნის ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ გარიგებები ფრთხილად გააკეთეთ”.
ტყუპები
შეიძლება პრობლემები შეგექმნათ მენეჯმენტთან დაკავშირებით, ზოგიერთი გეგმა ჩაიშლება. მაგრამ მარტი მოულოდნელ სიურპრიზებს მოგიტანთ. იზრუნეთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე, მხარი დაუჭირეთ , განსაკუთრებით თვის ბოლოს“.
კიბჩხიბი
მარტი ასოცირდება მოგზაურობასთან და ახალ პერსპექტივასთან. მთავარია გზაზე ფრთხილად იყოთ და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. “ამ გაზაფხულზე აუცილებლად შეგიძლიათ დაეყრდნოთ საყვარელ ადამიანებს და მეგობრებს”, – დარწმუნებულია ჰოროსკოპის ექსპერტი.
ლომი
თვის დასაწყისში შესაძლოა იდეების დაკარგვა მოხდეს, მაგრამ მალე ახალი პერსპექტივები გამოჩნდება. “გაფრთხილდით იმ ურთიერთობებზე, რომლებიც შემოდის თქვენს ცხოვრებაში.” მატერიალური დანაკარგები შესაძლებელია მარტის შუა რიცხვებში.
ქალწული
მთავარია ყურადღება მიაქციოთ საყვარელ ადამიანებს. ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავს, „უნდა შეხედოთ მომავალს, დაინახოთ პერსპექტივები და იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე“. ზარალის აცილება შესაძლებელია მარტის ბოლოს.
სასწორი
სასწორს მოუწევს ძველ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლა. ამავდროულად, თვე მეგობრების მხარდაჭერას მოიტანს, ამიტომ გულგრილი ნუ იქნებით მათი კარგი რჩევების მიმართ. “ჯანმრთელობის საკითხები მარტის შუა რიცხვებში უნდა გადაწყდეს.
მორიელი
სამსახურში წარმატება და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერაა მოსალოდნელი, მაგრამ მეგობრებთან კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას. ფრთხილად იყავით, ისინი შეიძლება შეეცადონ თქვენს მოტყუებას: „არ მისცეთ უფლება საეჭვო ქმედებაზე დაგიყოლიოთ“.
მშვილდოსანი
მოგიწევთ ოჯახური, სახლისა და ქონების საკითხების მოგვარება. მაგრამ მარტში შეძლებთ გამოცოცხლდეთ რომანტიულ და ემოციური გაგებით: „მშვენიერი დროა სიყვარულისა და შემოქმედებითი იდეებისთვის“. თვის ბოლოს ღირს ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევა.
თხის რქა
მარტი მოიტანს ცვლილებებს, მივლინებებს და გადაადგილებებს. თუმცა, თვის შუა რიცხვებში შესაძლოა გეგმები ჩავარდეს. “დროა ვიფიქროთ ცვლილებებზე სახლში!”
მერწყული
ფინანსური შესაძლებლობები ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით, მაგრამ სიფრთხილე მნიშვნელოვანია. “ფრთხილად, შეამოწმეთ თქვენი წინადადებები, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები.
თევზები
მარტი გვპირდება პერსპექტივებს და ახალ იდეებს, მაგრამ კონკურენტებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ. არ დაივიწყოთ თქვენთვის განსაკუთრებული ახლობლები და საყვარელი ადამიანები და შუა თვეში იზრუნეთ თქვენს ოჯახზე. მოსალოდნელია როგორც შემოსავალი, ასევე მოულოდნელი ხარჯები.