ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა – ინფორმაცია “პირველებს” ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა.
პაციენტი მკურნალობას კლინიკა ვივამედში აგრძელებს.
ჩხაიძის თქმით, ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მას ჩაუტარდა აუცილებელი ლაბორატორიული კვლევები და კონსულტაციები, რაც საჭიროა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. პაციენტი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შეიძლება ითქვას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლაბორატორიული კვლევის შედეგებში, რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ არის”- ამბობს “ვივა-მედის” კლინიკურმა დირექტორმა.
ჩხაიძის თქმით, ბათუმელი მედროშე კლინიკაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩება, კვების თერაპია კი პროტოკოლის შესაბამისად დაიწყო.
ქათამაძე 48 დღის განმავლობაში შიმშილობდა.
ბათუმელმა მედროშის კლინიკაში გადაყვანის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ინფორმაცია დღეს გაავრცელა.