ვიდეო 1 მარტს მუსერის პოსტზე არსებულ მდგომარეობას ასახავს. კადრები ინფორმაციასთან ერთად ტელეგრამ არხებში ვრცელდება.
კადრებში ჩანს, რომ ე.წ პოლიციელები, ოკუპირებული რეგიონის შსს-ს ხელმღვანელის რობერტ კიუტის ბრძანებით, ესვრიან გამვლელ მანქანებს.
“შედეგად მძიმედ დაშავდა ქალაქ ახალი ათონის ყოფილი პოლიციის უფროსი, ნური სმირ, რომელიც ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდა”- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში