LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

“ბალტიის პოლიტიკური ელიტები მხოლოდ მაშინ გვემეგობრებიან, თუ თავზე ხელს ავიღებთ და ნაღმივით ავიფეთქებთ თავს”- შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/03/05-ში
A A
25
ნახვა
გაზიარება

ბალტიის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ქცევას რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ, რომ სააკაშვილს, რომელიც უპასუხისმგებლოდ იქცეოდა რუსეთთან მიმართებაში, ყველანაირად მხარს უჭერდნენ და აქეზებდნენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კი, რომელიც მშვიდობისა და საქართველოს რეალური ინტერესების დაცვისკენაა მოწოდებული, ყველანაირად ესხმიან თავს, ბოლოს სანქციების გაუგებარ დაწესებამდეც კი მივიდნენ-ჯოჯოხეთში ცალკე ადგილია გადანახული მათთვის, ვინც მეგობარს საკუთარი ტყავის გადასარჩენად გაწირავს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ დემოკრატიაზე ზრუნვა პოსტსაბჭოთა ბალტიისპირეთისათვის არა მიზეზი, არამედ მხოლოდ საბაბია, რომელიც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე წნეხის განსახორციელებლად სჭირდებათ.

“სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის – ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის – მიერ ქართველი ოფიციალური პირების ქაოტური დასანქცირება არა მარტო ღიმილნარევ გაოგნებას, არამედ ცნობისმოყვარეობასაც იწვევს: რა განაპირობებს მათ ასეთ ჭარბ ენთუზიაზმს, როდესაც საქმე საქართველოს ეხება?

პოსტსაბჭოთა ბალტიისპირული ქვეყნების ხელმძღვანელობის ოფიციალური პოზიციაა, რომ სანქციები პასუხია საქართველოს „დემოკრატიულ უკუსვლაზე“. რეალობასთან აცდენას რომ თავი დავანებოთ (რეალობა, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებსა თუ მყარ ციფრებს ეყრდნობა), თუ მართლაც ქართულ დემოკრატიაზე შესტკივათ გული, მაშინ რატომ უჭერდნენ მხარს ასეთი თავგამოდებით სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა არა მარტო პოლიტიკურ თავისუფლებებს, არამედ ადამიანის ყველანაირ უფლებებსაც? რატომ მფარველობენ მას დღემდე და კანონიერი სასჯელისგან მის დახსნას ცდილობენ? როგორც ჩანს, დემოკრატიაზე ზრუნვა პოსტსაბჭოთა ბალტიისპირეთისათვის არა მიზეზი, არამედ მხოლოდ საბაბია, რომელიც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე წნეხის განსახორციელებლად სჭირდებათ.

ან იქნებ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ მოსწონთ ნატო-სთან ან საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგთან დაკავშირებით? იქნებ უკმაყოფილონი არიან იმ როლით, რომელსაც საქართველო ასრულებდა და ასრულებს მშვიდობისა და სტაბილურობის საერთაშორისო ძალისხმევაში?

ვნახოთ ციფრები, თუ რა წვლილი შეიტანა და რა მსხვერპლი გაიღო საქართველომ უკანასკნელ ათწლეულში და შევადაროთ ბალტიის ქვეყნების კონტრიბუციას საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობის მისიებში. აქაც აშკარაა, რომ, როცა საქმე რეალურ ნაბიჯებს და რეალურ საქმეს უკავშირდება, მათი ძალისხმევა ახლოსაც კი ვერ მოვა ქართველი ხალხის წვლილთან. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში კარგად ჩანს, რომ, აქამდე, სადაც საბრძოლველი და საერთაშორისო უსაფრთხოება დასაცავი იყო, ჩვენი მონაწილეობა 20-ჯერ აღემატებოდა მათსას. თან ეს იმ პირობებში, როცა ისინი ნატოს წევრები არიან, ჩვენი კი – არა.

იქნებ იმას გვსაყვედურობენ, რომ უკრაინას თავად დაეხმარნენ, საქართველომ კი მოხალისეები ოფიციალურად არ გაგზავნა უკრაინაში და ამით თავიდან აირიდა სისხლისმღვრელ ომში ჩართვა? არც ამაში უნდა იყოს საქმე, რადგან ჯერჯერობით უკრაინის ფრონტზე ოფიციალურად გაგზავნილი არც ერთი ბალტიისპირული ოცეულიც კი არავის შეუნიშნავთ.

ამ გამოცანაზე რეალური პასუხი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლაში, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გვიკარნახა, როდესაც თქვა, რომ საქმე უკრაინაში კი არა, რუსეთშია.

აშკარაა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთი რეალურ საფრთხედ აღიქვამს და ყველა საშუალებას იყენებს ამ საფრთხის გასანეიტრალებლად თუ არა, შესამცირებლად მაინც. „ყველა საშუალებაში“, როგორც ჩანს, საქართველოც მოიაზრება, როგორც ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ.

ბალტიის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ქცევას რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ, რომ სააკაშვილს, რომელიც უპასუხისმგებლოდ იქცეოდა რუსეთთან მიმართებაში, ყველანაირად მხარს უჭერდნენ და აქეზებდნენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კი, რომელიც მშვიდობისა და საქართველოს რეალური ინტერესების დაცვისკენაა მოწოდებული, ყველანაირად ესხმიან თავს და, ბოლოს, სანქციების გაუგებარ დაწესებამდეც კი მივიდნენ.

გამოდის, რომ ყველაფრის მიზეზი რუსეთია. გამოდის, რომ ბალტიის პოლიტიკური ელიტები მხოლოდ მაშინ გვემეგობრებიან, თუ თავზე ხელს ავიღებთ და ნაღმივით ავიფეთქებთ თავს, რომ რუსეთი დავაზიანოთ და ბალტიისპირეთს საფრთხე ავარიდოთ. ამ მიზანს რომ მიაღწიონ, მზად არიან, ყველანაირ ბერკეტს მიმართონ, მათ შორის ევროინტეგრაციაში ხელის შეშლასაც.

თუ ვინმეს ამქვეყნად მეგობრობის ანაბანა ესმის, ქართველები ვართ. ნამდვილი მეგობრობა უანგაროა. თუმცა, სამწუხაროდ, ანგარებიანი მეგობრობაც არსებობს. ჯოჯოხეთში ცალკე ადგილია გადანახული მათთვის, ვინც მეგობარს საკუთარი ტყავის გადასარჩენად გაწირავს”,-წერს პაპუაშვილი.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ბოლნისიდან 52 კილომეტრში, ქალაქი დმანისის ჩრდილოეთით სოფელი უსეინქენდში იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...

დაწვრილებითDetails

გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა
მთავარი

გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა - ინფორმაციას გვერდი ბათუმი ავრცელებს. “გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ასეთი სითბოსთვის, მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისთვის. როგორც დედამ, იმ წამს სხვაგვარად...

დაწვრილებითDetails

,,წვიმა, ელჭექი, ზღვაზე შტორმი…“ – ამინდის უარესდება

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი. ქვეყნის ტერიტორიის...

დაწვრილებითDetails

როგორ ვიქცევითვ თუ გველმა გვიკბინა – რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
რატომ არ უნდა მოკლათ გველი – როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
მთავარი

ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელი პოდკასტში "ოთარი ექიმო" საუბრობს, როგორ ვიქცევით გიურზისგან დაკბენის შემთხვევაში: - გიურზამ თუ დაგვკბინა, აუცილებლად, პირველ რიგში, ბეჭედი უნდა მოვიხსნათ. საათის მოხსნას დიდი არაფერი უნდა და, ბოლო-ბოლო, თუ...

დაწვრილებითDetails

როდის იქნება ყველაზე ცხელი დღეები

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
როგორი იქნება სექტემბერი – რას ამბობენ სინოპტიკოსები
მთავარი

აგვისტოში საქართველოში, წინასწარი მეტეოროლოგიური პროგნოზების მიხედვით, უმეტესად ცხელი და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი, თუმცა თვის განმავლობაში პერიოდულად ხანმოკლე წვიმა და ელჭექიც აღინიშნება, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რეგიონებში. სინოპტიკოსების შეფასებით, ჰაერის ტემპერატურა...

დაწვრილებითDetails

ბავშვთა სახლის ადგილას, 99 ჩვილის ნეშტი აღმოაჩინეს – უცხოეთი

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

დასავლეთ ირლანდიაში, გოლვეის საგრაფოში გათხრების დროს 99 ჩვილის ნეშტი აღმოაჩინეს. გათხრები  ქალაქ ტუამში, ყოფილი კათოლიკურ დედათა და ბავშვთა ბავშვთა სახლის ადგილას მიმდინარეობს. გათხრების დეპარტამენტმა შედეგები გამოაცხადა. სპეციალისტებმა დამცავი კარვების ქვეშ...

დაწვრილებითDetails

“თითქოს ამ ლამაზი ბიჭის სახით ნიკუშა თავიდან მომიკლეს და ისევ ვერაფერი ვუშველე…“ – მევლუდ მელაძე

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
“თითქოს ამ ლამაზი ბიჭის სახით ნიკუშა თავიდან მომიკლეს და ისევ ვერაფერი ვუშველე…“ – მევლუდ მელაძე
მთავარი

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მევ­ლუდ მე­ლა­ძე ვე­რა­ზე მომ­ხდარ სა­ზა­რელ თავ­დას­ხმას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის დრო­საც 17 წლის ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. თბი­ლი­სის ცენ­ტრში გუ­შინ 17 წლის ბიჭი მოკ­ლეს. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნა ახალ­გაზ­რდებს, რის...

დაწვრილებითDetails

კაცი რომელსაც ოჯახი ეძებდა გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
კაცი რომელსაც ოჯახი ეძებდა გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ალ­ვან­ში მცხოვ­რე­ბი 28 წლის ავთო მარ­ხვა­ი­ძე გო­მეწ­რის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ ბე­ღე­ლას მიმ­დე­ბა­რედ, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.ინ­ფორ­მა­ცი­ას "მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი კა­ხე­თი­დან" აქვეყ­ნებს. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა კაცი თუ­შე­თის სო­ფელ ჯვარ­ბო­სელ­ში, დღე­ო­ბა­ზე მი­დი­ო­და, თუმ­ცა...

დაწვრილებითDetails

ნებისმიერი ადამიანური ნუგეში უსუსურია – წერილი მოკლული არასრულწლოვანის დედას

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ნებისმიერი ადამიანური ნუგეში უსუსურია – წერილი მოკლული არასრულწლოვანის დედას
მთავარი

თბილისის ცენტრში, ვერაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულია 2008 წელს დაბადებული ნიკოლოზ ღუნაშვილი. ნიკოლოზის დედას სოციალურ ქსელში სამძიმარს უცხადებენ. "ალბათ, ასეთ დროს...

დაწვრილებითDetails

მიტოვებულია ხალხი თავიანთ გასაჭირთან – რა ხდება სოფელ კურსებში სტიქიიდან 4 თვის შემდეგ

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

ძალიან დიდი ტბა არის წარმოქმნილი, ერთ დღეს ეს ტბა იშობს თავს - ავთანდილ ოკრიბელი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასახულია თუ რა ვითარებაა სოფელ კურსებში სტიქიიდან რამდენიმე თვის შემდეგ. პოსტის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"