LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

შესაძლოა მარტი გახდეს 2025 წლის ყველაზე სახიფათო თვეც – ასტროლოგი

დაპოსტა 2025/03/03-ში
A A
212
ნახვა
გაზიარება

ასტროლოგი რამაზ გიგაური მარტის თვის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს.

„მარტი – დიდი ცვლილებების დასაწყისი

ინგრესია:

3 მარტი > მერკური ვერძის ზოდიაქოში

20 მარტი > მზე ვერძის ზოდიაქოში – გაზაფხულის ბუნიაობა (13:02)* 27 მარტი < ვენერა თევზების ზოდიაქოში (რეტროგრადულად)

30 მარტი < მერკური თევზების ზოდიაქოში (რეტროგრადულად)* 30 მარტი > ნეპტუნი ვერძის ზოდიაქოშირეტროგრადული პლანეტები:

2 მარტი < რეტროგრადული ვენერა (ვერძის მე-11 გრადუსიდან)*

15 მარტი < რეტროგრადული მერკური (ვერძის 10-ე გრადუსიდან)* სავსემთვარეობა – 14 მარტი (10:54 საათზე)* მთვარის სრული დაბნელება – 14 მარტი (პიკი: 10:59 საათზე)* ახალმთვარეობა – 29 მარტი (14:58 საათზე)* მზის ნაწილობრივი დაბნელება – 29 მარტი (პიკი: 10:48 საათზე)მარტი – ასტროლოგიური თვალსაზრისით დიდ მღელვარებებს და მოვლენების ბობოქარ განვითარებას დაუკავშირდება.

ამაზე მიანიშნებს სამი ასტროლოგიური მოვლენა – მერკურ-ვენერას ორმაგი რეტროგრადულობა, ასევე მთვარისა და მზის დაბნელება (შესაბამისად, 14 და 29 მარტს). ასე რომ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მარტი ბევრად „მძიმე“ თვე გამოდგება, ვიდრე გასული ორი თვე. უფრო მეტიც, შესაძლოა ის გახდეს 2025 წლის ყველაზე სახიფათო თვეც, როგორც გლობალურ (პოლიტიკურ, ეკონომიკურ ჭრილში), ისე ინდივიდუალურ დონეზე (პირადი ცხოვრება).

მარტში მკვეთრად მოიმატებს შეცდომების დაშვებისა და უკვე დაშვებული შეცდომების „გაცხადების“, გამომჟღავნების ალბათობა.

თევზების ნიშანში მზის და პლანეტების მოძრაობა მიანიშნებს, რომ ბევრი რამ „კულისებს მიღმა“ განვითარდება, თუმცა მოსალოდნელია სწორედ ეს გახდეს გამოუსწორებელი შეცდომების დაშვების მიზეზი (ვიმეორებ, ეს შეეხება როგორც პოლიტიკურ, ისე პერსონალურ ცხოვრებას).მარტი – ნამდვილად არ იქნება „მშვიდობიანი“ თვე.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ახალი ხელისუფლება ცდილობს რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს, მხოლოდ მიზერული შანსია, რომ ეს მოხდეს და თუ რაიმე მიზეზით ეს მოხდა, ეს ყველაფერი დროებით და ძალიან მყიფე იქნება. უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული, მსოფლიოში ახალი შეიარაღებული კერებიც ვიხილოთ (ბუნებრივია, პირველ რიგში ეს იმ ქვეყნებსა და რეგიონებს შეეხება, სადაც ფეთქებადსაშიში სიტუაციებია).

სწორედ გაზაფხულის პირველი თვე იქნება ის პერიოდი, რომელიც გამოაჩენს აქამდე „დამალულ“ პრობლემებს. ეს შეეხება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებსაც და მათ შორის ამერიკასაც. სადაც შეიძლება ვიხილოთ მთელი რიგი ცვლილებები (როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში). ეს ცვლილებები კი იძულებითი და კრიზისების აღმოფხვრისკენ მიმართული იქნება.

სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ხელისუფლების მთლიან ან ნაწილობრივ ცვლილებებს. აღსანიშნავია, რომ 2 მარტიდანვე ვენერა რეტროგრადულად დაიწყებს მოძრაობას, რაც ურთიერთობებში კრიზისის დაწყების მიზეზი გახდება, ქვეყნებს, ორგანიზაციებს, კომპანიებს და ადამიანებს შორის. არ იქნება იოლი პერიოდი ხელოვნებისთვის და ხელოვანთათვის, რადგან ვენერა ხელოვნებას მართავს და შესაძლოა კრიზისი ამ სფეროშიც ვიხილოთ. მარტის სწორედ აღქმისთვის და ანალიზისთვის ორი პერიოდი შეიძლება გამოგვადგეს – პირველი, 2017 წლის გაზაფხული და მეორე, 2008 წლის შემოდგომა.

ასტროლოგიური თვალსაზრისით სწორედ ეს ორი პერიოდი წააგავს მარტს (და საერთოდ, 2025 წლის გაზაფხულს). პირად ცხოვრებაში საჭირო იქნება მეტი მოთმინების, ტაქტისა და რაც მთავარია, სიყვარულის გამოვლენა, რათა მყიფე ურთიერთობები საერთოდ არ ჩამოიშალოს. ეს პერიოდი ითხოვს სიფრთხილეს ბიზნესში და ფინანსებში, რადგან 15 მარტიდან მერკურიც რეტროგრადული გახდება და ინფორმაციასთან და ურთიერთობებთან დაკავშირებით ბევრი ბუნდოვანი სიტუაცია შეიქმნება, რაც მოსალოდნელია ნეგატიურად სწორედ ფინანსურ სფეროზე აისახოს. საქმეები ნელ ტემპში და ფრთხილად უნდა განვითარდეს, რათა სისწრაფე და სპონტანურობა კრიზისულ სიტუაციებს მხოლოდ გაამძაფრებს.

14 მარტის მთვარის დაბნელება დაუკავშირდება ჯანმრთელობის საკითხებს, ამიტომ ყურადღებას სწორედ ეს სფერო ითხოვს. 10-16 მარტის შუალედში სასურველია მეტი ყურადღება მიექცეს ჯანმრთელობას. ამ დღეებში არასასურველია სამსახურებრივი ცვლილებებიც (სჯობს ეს აპრილის მეორე დეკადიდან მოხდეს). თუმცა, ორგანიზაციების და კომპანიების მხრიდან არ არის გამორიცხული, სწორედ ამ დროს მოხდეს თანამშრომელთა გათავისუფლება, რასაც იძულებითი ფორმა ექნება.

ადამიანებში საჭირო იქნება შინაგანი გამძლეობა, მოტივაციის გაძლიერება და სწრაფი კოორდინირების უნარი, რათა იოლად და უმტკივნეულოდ მოხდეს გადაწყობა ერთი სისტემიდან მეორეზე თუ ერთი ადგილიდან მეორეზე ფიზიკური გადასვლა.

მარტის მეორე ნახევარში ბევრ ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან მოიმატებს პოლიტიკური წნეხის და სხვადასხვა ჯგუფების იზოლაციის ალბათობა, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საზოგადოებრივ პროტესტს და სახალხო მღელვარებას. ამ პერიოდში, ფსიქოლოგიურ დონეზე ბევრი რამის გადაფასება და გადაწყობა მოხდება. სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ ჯგუფებს (ასევე ბიზნეს-კომპანიებს) იძულებითი ურთიერთთანამშრომლობა და ერთმანეთში კოორდინირება მოუწევთ, რათა ცვლილებების ტალღას უფრო მეტად მომზადებულები და გაძლიერებულები შეხვდნენ.ბევრი ურთიერთობა თუ კავშირი მარტში გამოცდას გაივლის და რომელიც ვერ გაუძლებს შექმნილ კრიზისს და გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული არ იქნება, ჩამოიშლება.

29 მარტის მზის დაბნელება (ვერძის ნიშანში) შესაძლოა კავშირში იყოს ძველის ახლით ჩანაცვლებასთან. არ არის გამორიცხული დიდწილად შეიცვალოს პოლიტიკური, საქმიანი თუ კულტურული ცხოვრების ლანდშაფტი. ასე რომ, მარტი – დიდ ცვლილებებს დაუკავშირდება და ეს საკმაოდ აქტიურად და ენერგიულად გამოვლინდება. ეს განახლების თვეა, რომელიც შესაძლოა იყოს ძველის ნგრევა და ახლის შენების დასაწყისი“, – წერს ასტროლოგი.

გაზიარება85

დაკავშირებული -პოსტები

დაკარგული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
დაკარგული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს -  ინფორმაცია ამის შესახებ მთავარს შსს-ში დაუდასტურეს. ,,სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს ტყეში ეს ბიჭი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ახლობლების...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ბოლნისიდან 52 კილომეტრში, ქალაქი დმანისის ჩრდილოეთით სოფელი უსეინქენდში იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...

დაწვრილებითDetails

გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა
მთავარი

გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა - ინფორმაციას გვერდი ბათუმი ავრცელებს. “გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ასეთი სითბოსთვის, მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისთვის. როგორც დედამ, იმ წამს სხვაგვარად...

დაწვრილებითDetails

,,წვიმა, ელჭექი, ზღვაზე შტორმი…“ – ამინდის უარესდება

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი. ქვეყნის ტერიტორიის...

დაწვრილებითDetails

როგორ ვიქცევითვ თუ გველმა გვიკბინა – რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
რატომ არ უნდა მოკლათ გველი – როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
მთავარი

ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელი პოდკასტში "ოთარი ექიმო" საუბრობს, როგორ ვიქცევით გიურზისგან დაკბენის შემთხვევაში: - გიურზამ თუ დაგვკბინა, აუცილებლად, პირველ რიგში, ბეჭედი უნდა მოვიხსნათ. საათის მოხსნას დიდი არაფერი უნდა და, ბოლო-ბოლო, თუ...

დაწვრილებითDetails

როდის იქნება ყველაზე ცხელი დღეები

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
როგორი იქნება სექტემბერი – რას ამბობენ სინოპტიკოსები
მთავარი

აგვისტოში საქართველოში, წინასწარი მეტეოროლოგიური პროგნოზების მიხედვით, უმეტესად ცხელი და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი, თუმცა თვის განმავლობაში პერიოდულად ხანმოკლე წვიმა და ელჭექიც აღინიშნება, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რეგიონებში. სინოპტიკოსების შეფასებით, ჰაერის ტემპერატურა...

დაწვრილებითDetails

ბავშვთა სახლის ადგილას, 99 ჩვილის ნეშტი აღმოაჩინეს – უცხოეთი

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

დასავლეთ ირლანდიაში, გოლვეის საგრაფოში გათხრების დროს 99 ჩვილის ნეშტი აღმოაჩინეს. გათხრები  ქალაქ ტუამში, ყოფილი კათოლიკურ დედათა და ბავშვთა ბავშვთა სახლის ადგილას მიმდინარეობს. გათხრების დეპარტამენტმა შედეგები გამოაცხადა. სპეციალისტებმა დამცავი კარვების ქვეშ...

დაწვრილებითDetails

“თითქოს ამ ლამაზი ბიჭის სახით ნიკუშა თავიდან მომიკლეს და ისევ ვერაფერი ვუშველე…“ – მევლუდ მელაძე

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
“თითქოს ამ ლამაზი ბიჭის სახით ნიკუშა თავიდან მომიკლეს და ისევ ვერაფერი ვუშველე…“ – მევლუდ მელაძე
მთავარი

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მევ­ლუდ მე­ლა­ძე ვე­რა­ზე მომ­ხდარ სა­ზა­რელ თავ­დას­ხმას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის დრო­საც 17 წლის ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. თბი­ლი­სის ცენ­ტრში გუ­შინ 17 წლის ბიჭი მოკ­ლეს. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნა ახალ­გაზ­რდებს, რის...

დაწვრილებითDetails

კაცი რომელსაც ოჯახი ეძებდა გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
კაცი რომელსაც ოჯახი ეძებდა გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ალ­ვან­ში მცხოვ­რე­ბი 28 წლის ავთო მარ­ხვა­ი­ძე გო­მეწ­რის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ ბე­ღე­ლას მიმ­დე­ბა­რედ, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.ინ­ფორ­მა­ცი­ას "მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი კა­ხე­თი­დან" აქვეყ­ნებს. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა კაცი თუ­შე­თის სო­ფელ ჯვარ­ბო­სელ­ში, დღე­ო­ბა­ზე მი­დი­ო­და, თუმ­ცა...

დაწვრილებითDetails

ნებისმიერი ადამიანური ნუგეში უსუსურია – წერილი მოკლული არასრულწლოვანის დედას

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ნებისმიერი ადამიანური ნუგეში უსუსურია – წერილი მოკლული არასრულწლოვანის დედას
მთავარი

თბილისის ცენტრში, ვერაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულია 2008 წელს დაბადებული ნიკოლოზ ღუნაშვილი. ნიკოლოზის დედას სოციალურ ქსელში სამძიმარს უცხადებენ. "ალბათ, ასეთ დროს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"