LIVE TV
ორშაბათი, ოქტომბერი 13, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორ აფასებენ მსოფლიო პოლიტიკოსები ტრამპი-ზელენსკის შეხვედრას

დაპოსტა 2025/03/01-ში
214
ნახვა
გაზიარება

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კამერების წინ ხმამაღლა იკამათეს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შემდეგ უკრაინასა და აშშ-ს შორის იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.

ფაქტს მსოფლიო პოლიტიკოსები ეხმაურებიან და განცხადებებს ავრცელებენ:

ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენ მარტონი არ ხართ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 

„აშშ-ის პრეზიდენტისგან და ვიცე-პრეზიდენტისგან ამ შუადღის აღმაშფოთებელი წარმოდგენა სამარცხვინო და პირდაპირ არაამერიკული იყო. ისინი კიდევ ერთხელ მკვლელი კრიმინალის, პუტინის, მხარეს დადგნენ ჩვენი დემოკრატიული მოკავშირის, უკრაინის, ნაცვლად. მხარში ვუდგავარ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის კეთილშობილურ ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის”, – წერს შშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი.

 

„არის აგრესორი – რუსეთი. არის თავდასხმის ქვეშ მყოფი ხალხი – უკრაინა. ვფიქრობ, ყველანი მართლები ვიყავით, რომ დავეხმარეთ უკრაინას და სამი წლის წინ დავასანქცირეთ რუსეთი. ამის კეთებას ვაგრძელებთ და როდესაც ვამბობ „ჩვენ“, ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპელებს, კანადელებს, იაპონელებსა და ბევრ სხვას.

მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველას, ვინც დახმარება გაწია. პატივი უნდა ვცეთ მათ, ვინც დასაწყისიდანვე იბრძვიან, ვინაიდან ისინი საკუთარი ღირსებისთვის, საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, საკუთარი შვილებისთვისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან. ეს მარტივი რაღაცებია, მაგრამ კარგია ისინი გვახსოვდეს ასეთ მომენტებში“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

 

„თქვენი ღირსება პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს. იყავით ძლიერი, იყავით მამაცი, იყავით უშიშარი.

არასდროს ხართ მარტო, ბატონო პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი.

გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, – წერენ ფონ დერ ლაიენი, კოშტა და რობერტა მეცოლა.

 

„ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას კარგ და ცუდ დროს. ამ საშინელ ომში არასდროს უნდა აგვერიოს ერთმანეთში აგრესორი და მსხვერპლი“, – გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) კანცლერობის კანდიდატი, ფრიდრიხ მერცი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ის, რაც დღეს თეთრ სახლში დავინახეთ, სერიოზული და არაგამამხნევებელია. უკრაინა ჯერ კიდევ საჭიროებს აშშ-ის მხარდაჭერას, ხოლო უკრაინის უსაფრთხოება და მომავალი ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ისთვისაც და ევროპისთვისაც“, – ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ განაცხადა.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ტრამპის ბრალდებები, თითქოს ზელენსკი „აზარტულ თამაშებს ეთამაშება მესამე მსოფლიო ომს“, „ღრმად დაუსაბუთებელია და ეს განცხადებაა, რომელსაც ვემიჯნები“.

„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ძლიერი მხარდაჭერა აქვს უკრაინაში, ფართო მხარდაჭერა აქვს ევროპაში, და მან საკუთარი ერი ძალიან რთულ და სასტიკ დროში გამოატარა რუსეთის დარტყმების ქვეშ… ნორვეგია მხარს უჭერს უკრაინას თავისუფლებისთვის მის ბრძოლაში. იმედი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ასევე ესმის უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მნიშვნელობა“, – განაცხადა სტიორემ.

 

„უკრაინა ევროპაა! გვერდში ვუდგავართ უკრაინას. გავზრდით უკრაინის დახმარებას, რათა მათ შეძლონ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლა.

დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალი სამყარო ახალ ლიდერს საჭიროებს. ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ“, –  ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 

“ტრამპი კიცხავს ზელენსკის, დემოკრატიული ქვეყნის ლიდერს, რომელიც მამაცად ებრძვის რუსულ იმპერიალიზმს, მაშინ როდესაც თავად პუტინის მხარეს დგება, დიქტატორის, რომელმაც 80 წლის განმავლობაში ევროპაში ყველაზე სისხლიანი ომი დაიწყო. ბოდიში, პრეზიდენტო ტრამპ. ჩვენ დემოკრატიის გვჯერა, არა ავტორიტარიზმის”,- ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ბერნი სანდერსი (უპარტიო) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 

“შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ეს შესაძლოა, ძალის დემონსტრირება ყოფილიყო, რომ ოვალურ კაბინეტში უკრაინის არჩეული ლიდერი მიეყვანა და მასთან ღირსეულად ესაუბრა. მაგრამ ამას ვერასდროს ვერ გავიგებთ ტრამპის სამარცხვინო შოუს შემდეგ. პუტინი სიხარულისგან აღსავსე უნდა იყოს დღევანდელი სპექტაკლით. ამ კვირას გაერო-ში რუსეთთან თანხვედრაში შეერთებული შტატების ხმის შემდეგ შემაშფოთებელი მოდელი ჩამოყალიბდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიებისადმი ამერიკის დიდი ხნის მხარდაჭერის საწინააღმდეგოა”, – წერს ამერიკელი კონგრესმენი, ნენსი პელოსი

 

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ამის ფიასკოდ გადაქცევისთვის. არ იყო იმის საჭიროება, რომ ასეთი ანტაგონისტური ყოფილიყო“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ  CNN-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის მიღწევა სურს.

„როდესაც ასე აგრესიულად იწყებთ საუბარს და პრეზიდენტი მთელი ცხოვრებაა გარიგებებს დებს, თქვენ ხალხის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა არ გსურთ. ამიტომ, შემდეგ ვფიქრობ, რომ შესაძლოა ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმება არ სურს. ის ამბობს, რომ სურს, მაგრამ შეიძლება ეს ასე არ არის“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

„სასტიკი თრევა ოვალურ ოფისში. ტრამპმა პირველად უთხრა კოკაინურ კლოუნს სიმართლე სახეში: კიევის რეჟიმი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება. ხოლო უმადურმა ღორმა საღორის მფლობელებისგან ძლიერი თავში წამორტყმა მიიღო. ეს სასარგებლოა, მაგრამ ცოტაა – ნაცისტური მანქანისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებაა საჭირო“, – წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.

გაზიარება86

დაკავშირებული -პოსტები

“რუსეთის საომარი ეკონომიკა უკვე დასუსტებულია და უფრო დავასუსტებთ ” – კაია კალასი

ოქტომბერი 13, 2025
14
მთავარი

მალე რუსეთის ენერგეტიკული, ფინანსური და სავაჭრო შემოსავლების წინააღმდეგ ახალ ზომებს მივიღებთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან...

დაწვრილებითDetails

მძღოლები რუსეთის მხრიდან დაწესებულ ახალ შეზღუდვებს აპროტესტებენ

ოქტომბერი 13, 2025
65
მთავარი

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა - შეკრებილები სატვირთო გადამზიდავები და მძღოლები იყვნენ, რომლებიც რუსეთის მხრიდან დაწესებულ ახალ შეზღუდვებს აპროტესტებენ. არსებული ინფორმაციით, რუსეთმა ქართველი მძღოლების დაჯარიმება და დეპორტაცია დაიწყო,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 13, 2025
12
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე შვიდ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ღირებულება შეიცვალა – ნახეთ ვალუტის განახლებული კურსი

ოქტომბერი 13, 2025
23
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7111 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7111 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7117 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

მიწა ნელ-ნელა სოფლისკენ გადაადგილდება- რა მდგომარეობაზე საუბრობენ სოფელ ლაშხევში

ოქტომბერი 13, 2025
165
მთავარი

ლაშხევი - სოფელი, რომლისკენაც მიწა მოდის გვირაბების მშენებლობის შემდეგ, ტონობით მიწის მასა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშხევის სიახლოვეს დაყარეს. ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ ნიადაგმა დეფორმირება დაიწყო, მაღლა აწეული ფენა ნელ-ნელა სოფლისკენ...

დაწვრილებითDetails

დაფიქსირდა ძაღლის ცოფით სიკვდილის შემთხვევა

ოქტომბერი 13, 2025
649
მთავარი

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში მიკედლებული ძაღლის სიკვდილის შემთხვევა აღინიშნა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ვეტერინარებმა ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ჩაატარეს და პათოლოგიური მასალის ნიმუში აიღეს....

დაწვრილებითDetails

საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია – სახალხო დამცველი შპს „რეფორმერ ფიტნესზე“

ოქტომბერი 13, 2025
8
მთავარი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შპს „რეფორმერ ფიტნესის“ ხელმძღვანელს, გიორგი ფუტკარაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „რეფორმერ ფიტნესის“ მიერ გავრცელებული...

დაწვრილებითDetails

ჩამოაყალიბეს რადიკალურ ისლამისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება-სუს-მა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

ოქტომბერი 13, 2025
117
ვიდეო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ...

დაწვრილებითDetails

გზა მოდინახეს ციხესკენ – ფოტო სოც. ქსელში ვრცელდება

ოქტომბერი 13, 2025
119
მთავარი

"საჩხერიდან მოდინახეს ციხესკენ მიმავალ გზას რომ შეხედოთ, ისეა განათებული, გეგონება არაფერი დაგაბრკოლებს გზაზე, მაგრამ უცებ ასეთ რამეს გადაეყრებით... გზად სადმე ქალაქში პატრულს თუ ნახავთ და კითხავთ, პასუხად გეტყვიან - რავი,...

დაწვრილებითDetails

“ვიბლიანი მაღაზიაშივე უსწორდება მოზარდს ფიზიკურად”-თათია მაისურაძე

ოქტომბერი 13, 2025
204
მთავარი

სოციალურ ქსელში მაღაზია 2 ნაბიჯის კამერების ვიდეომასალა ვრცელდება, სადაც არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული მკლავჭიდელის, ხატია ვიბლიანის მიერ მოზარდის მიმართ ჩადენილი ძალადობის ამსახველი კადრები ჩანს. ვიდეოს თათია მაისურაძე ავრცელებს. მაისურაძის ინფორმაციით, თვითმხილველ პირთა მტკიცებით,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».