კონგოში ექიმები განგაშის ზარს სცემენ – უცნობი დაავადების შედეგად 53 ადამიანი გარდაიცვალა.
მედიკოსების თქმით, პაციენტები სიმპტომების გამოვლენის შემდეგ 48 საათში გარდაიცვალნენ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) უცნობი დაავადების აფეთქებას „საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის სერიოზულ საფრთხედ“ აფასებს.
არსებული ინფორმაციით, უცნობი დაავადების პირველი შემთხვევა 21 იანვარს გამოვლინდა. ინფექციონისტებმა 943 შემთხვევა დააფიქსირეს, აქედან 53 ფატალურად დასრულდა.
თავიდან ექიმები ამ შემთხვევებს ებოლას ვირუსს უკავშირებდნენ, თუმცა ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიღების შემდეგ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.










