უშანგი მაჭუტაძეს სახლი გუშინ, 26 თებერვალს დაეწვა.
სოფელ ორთაბათუმში გზა დღესაც არაა გაწმენდილი. ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტია.
„სავარაუდოდ დენის სადენებს გაუჩნდა ცეცხლი, ძლივს მოვასწარით სახლიდან გამოსვლა, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოვასწარით.
შვიდსულიანი ოჯახი ვართ, 2 პატარა ბავშვი გვყავს, ბაბუა 88 წლის… არავინ არ მოსულა, არ უკითხავს ჩვენი ამბავი, არც მერიიდან მოსულა ვინმე. მოვიდნენ მაშველები და მოგვეხმარნენ, მაგრამ სახანძრო ვერ ამოვიდა. თოვლი ახლაც მეტრ-ნახევარია ყველაზე ცოტა.
ბიძაშვილს შევაფარეთ თავი, ყველაფერი გვჭირდება: ტანსაცმელი, საჭმელი…,“ – უშანგი მაჭუტაძე .










