ქუთაისში 57 609 აბონენტს წყლი არ მიეწოდება.
როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, ფარცხანაყანევის საცავ ნაგებობას ელექტროენერგია არ მიეწოდება, რის გამოც, წყალმომარაგებაც შეწყდა.
“ჩვენ და “ენერგო-პრო” ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ. წყლის მიწოდება 22:00 საათზე აღდგება”,- განმარტავენ წყალმომარაგების კომპანიაში.
ქუთაისში მესამე დღეა, ინტენსიურად თოვს.










