LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისი დღეს უფუნქციოდაა დარჩენილი – კოალიცია “ძლიერი საქართველო” ქუთაისში არსებულ პრობლემებზე

” ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწევა” – ბადრი ჯაფარიძე

დაპოსტა 2025/02/13-ში
A A
24
ნახვა
გაზიარება

უნდა მოვახერხოთ და „ქართული ოცნება” ვაიძულოთ, დანიშნოს ახალი არჩევნები, რადგან ეს არის ერთადერთი გამოსავალი უმწვავესი კონსტიტუციური და პოლიტიკური კრიზისიდან, – ამის შესახებ ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” მხარდამჭერები გონს უნდა მოეგონ და შექმნან წნეხი ივანიშვილზე, აიძულონ, ახალი არჩევნები დანიშნოს.

„ეს არის რეზოლუცია, რომლის მსგავსი სიმწვავის გადაწყვეტილება ჯერ არ გვინახავს. ეს არის შედეგი სწორედ ძირგამომთხრელი საქმიანობის, რომელსაც „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი ეწევა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დესტრუქციული, დამანგრეველი მოქმედების შედეგი. რეზოლუციაში ასახულია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა მის წევრ ქვეყანას, არ აღიაროს დე ფაქტო ხელისუფლება. უწოდებს მას თვითმარქვია ხელისუფლებას, თვითდანიშნულ თანამდებობის პირებს, ამავდროულად მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ორმხრივ საფუძველზე გამოიყენოს ყველა შესაძლო სასანქციო მექანიზმი და იწონებს ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ჩეხეთის მიერ მიღებულ ორმხრივ სანქციებს.

ამავდროულად, საუბარია იმაზე, რაც ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის – ეს არის ის უდიდესი სიკეთეები, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიპოვა თავისი შრომის, სისხლის ფასად – ევროკავშირთან დაახლოება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, უვიზო გადაადგილების საშუალება. ყველაფერი ეს “ქართულმა ოცნებამ” საფრთხის ქვეშ დააყენა. სწორედ ესაა რეზოლუციაში ასახული, რომ თუ ივანიშვილი არ დანიშნავს ახალ არჩევნებს, არ იქნება შეთანხმება, რომ ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ევროპარლამენტი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, განიხილოს იმ უდიდესი სიკეთეების გაუქმება, რომელიც ჩვენი ხალხისთვის მართლაც ასეთი სანუკვარი იყო და ამდენი შრომის შედეგად იქნა მიღწეული. ეს არ უნდა დავუშვათ. უნდა მოვახერხოთ, რომ “ქართული ოცნება” ვაიძულოთ, შეასრულოს ამ რეზოლუციით გათვალისწინებული მოთხოვნა – დანიშნოს ახალი არჩევნები, რადგან, ეს არის ერთადერთი გამოსავალი უმწვავესი კონსტიტუციური და პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” შეგვიყვანა. ახალი არჩევნები, რა თქმა უნდა, თავისუფალ და სამართლიან პირობებში უნდა ჩატარდეს. ამავდროულად ყველას უნდა ესმოდეს, მათ შორის “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, რომლებიც აფინანსებენ “ქართული ოცნების” რეპრესიულ რეჟიმს და თანამონაწილეები არიან რეპრესიების, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ხორციელდება, რომ მათ ასევე ემუქრებათ სანქციები. ამიტომ ისინი გონს უნდა მოეგონ და შექმნან წნეხი ივანიშვილზე და მის გადაწყვეტილებაზე, რომ აუცილებლად უახლოეს ვადაში, იმისთვის, რომ ვითარების კიდევ უფრო გაუარესება არ მოხდეს და არ განიხილოს ევროკავშირმა ჩვენი ქვეყნისთვის იმ სიკეთეების გაუქმება, რისთვისაც წლების განმავლობაში ვიბრძოლეთ, აიძულონ ივანიშვილი, დანიშნონ ახალი არჩევნები. ეს იქნება ერთადერთი სწორი პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ვიმყოფებით“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ იმერეთის მოსახელობას შეხვდება

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ იმერეთის მოსახელობას შეხვდება
მთავარი

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი - ერთი საქართველო“ აგრძელებს მოსახელობასთან შეხვედრებს რეგიონებში. 26-28 ივლისს კამპანიის ჯგუფი მიდის იმერეთში. ვიზიტის მთავარი მიზანია მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია, მათი პრობლემების, საჭიროებებისა და მოსაზრებების მოსმენა, ასევე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და სკუტერი შეეჯახა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და სკუტერი შეეჯახა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და სკუტერი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ყოფილ ,,ქორწინების სახლთან" მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ მსუბუქად დაშავდა სკუტერის მძღოლი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და...

დაწვრილებითDetails

სანქციებულია „ინტერ რაო” – რა ელის „თელასსა“ და „თელმიკოს“

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
ეკონომიკა

"ინტერ რაოს" სანქცირების შემდეგ ექსპერტები ენერგოკომპანიების - თელასის და თელმიკოს გადარჩენის გზებს ეძებენ. მასალას ,,ტვ პირველი" აქვეყნებს. ექსპერტების შეფასებით, ყველაზე დიდი გამოწვევა საბანკო ოპერაციები, კომპანიის სამომავლო მფლობელობა და ქვეყნის რეპუტაციული...

დაწვრილებითDetails

ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. არსებული ინფორმაციით, ისინი ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთის...

დაწვრილებითDetails

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ,,მეგობრებო ჩვენი ძმა და მეგობარი გოგი აბაშიძე ოთხშაბათს დილით 7 საათზე გავიდა მიცკევიჩიდან სათევზაოდ სანაპიროსკენ. ძირითადად ჩადიოდა საქართველოს ბანკის წინ. ვგულისხმობ სადაც არის ცენტრალური ოფისი. ტელეფონი...

დაწვრილებითDetails

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი – დღე აქტიურობით იქნება დატვირთული. შესაძლოა მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ, რომელიც მომავალში ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. პირად ურთიერთობებში სჯობს ემოციებს არ აჰყვეთ.   კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დღის მეორე...

დაწვრილებითDetails

26 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. თბილისში ჰაერი დღისით +37 გრადუსამდე გათბება, ხოლო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში უმეტეს ქალაქებში წვიმაა მოსალოდნელი. რიგ რეგიონებში ქარი დროგამოშვებით გაძლიერდება და 17-22 მ/წმ-ს...

დაწვრილებითDetails

დაკარგული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
დაკარგული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს -  ინფორმაცია ამის შესახებ მთავარს შსს-ში დაუდასტურეს. ,,სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს ტყეში ეს ბიჭი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ახლობლების...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ბოლნისიდან 52 კილომეტრში, ქალაქი დმანისის ჩრდილოეთით სოფელი უსეინქენდში იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...

დაწვრილებითDetails

გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა
მთავარი

გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა - ინფორმაციას გვერდი ბათუმი ავრცელებს. “გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ასეთი სითბოსთვის, მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისთვის. როგორც დედამ, იმ წამს სხვაგვარად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"