LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია “საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ”

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია “საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ”

დაპოსტა 2025/02/13-ში
A A
242
ნახვა
გაზიარება

ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციას 400 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 63 წინააღმდეგი წავიდა, 81-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციის ავტორი 57 ევროპარლამენტარია, ევროპარლამენტის 5 პოლიტიკური ჯგუფიდან – “ევროპის სახალხო პარტიის”, “სოციალ-დემოკრატების” „კონსერვატორებისა და რეფორმისტების” , “განახლების” და “მწვანეების”.

რეზოლუციით, ევროპარლამენტი:

„გმობს „ქართული ოცნების“ „ოფიციალურ პირებს” და მოუწოდებს მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივ რეპრესიებს;

ხაზს უსვამს, რომ საქართველოს თვითდანიშნული ოფიციალური პირები ამჟამად არღვევენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანის საბაზისო უფლებებსა და ქვეყნების ძირითად საერთაშორისო ვალდებულებებს, რითაც ძირს უთხრიან დემოკრატიული რეფორმების ათწლეულებს, რასაც წინ ქვეყნის პოლიტიკური კლასი და სამოქალაქო საზოგადოება უძღვებოდა;

საქართველოს „ქართული ოცნების” არალეგიტიმური რეჟიმის მიერ დაპყრობილ სახელმწიფოდ მიიჩნევს.

არ აღიარებს „ქართული ოცნების“ პარტიის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც ჩამოყალიბდა 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რომელიც არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო, დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით ჩატარდა და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, ისევე როგორც ეროვნულ პარლამენტებსა და საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებს მოუწოდებს, არ აღიარონ „ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტისა და მათი დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა; [ევროპარლამენტი] შესაბამისად, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდეს „ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული ხელისუფლების ბოიკოტს;

აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად აღიარებას“, – ნათქვამია ტექსტში.

ევროპარლამენტი რეზოლუციაში ხაზს უსვამს, რომ „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლოა მიღწეულ იქნას მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით”.

ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ „საქართველოში ახალი არჩევნები მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდეს”.

„მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებსა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, მტკიცედ მოითხოვონ ახალი არჩევნები და ნებისმიერი სამომავლო ჩართულობა აშკარად დამოკიდებული გახადონ საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი თარიღის დანიშვნაზე და მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ის თავისუფალი და სამართლიანი იქნება;

მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით EU-25-ს [უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით] ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე დაუყოვნებლივი და მიზნობრივი სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და მის კომპანიებს, და ყველა მისი აქტივი გაყინონ ევროკავშირში, მისი როლისთვის საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში, დემოკრატიული უკუსვლის დაშვებაში და ქვეყნის დეკლარირებული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებაში;

მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, ჩამოართვას ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი და მას პირადი სანქციები დაუწესოს;

[ევროპარლამენტი], ამ მხრივ, მიესალმება ესტონეთი, ლატვიის, ლიეტუვისა და ჩეხეთის მიერ ორმხრივად მიღებულ სანქციებს, ისევე როგორც გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების მიერ უკვე მიღებულ [სანქციებს];

მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით EU-25-ს [უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით] ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე პერსონალური სანქციები დაუწესონ საქართველოში ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, თბილისის მერსა და მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძეს, და „ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს;

[ევროპარლამენტი] მოუწოდებს მათ, გაავრცელონ ეს სანქციები მოსამართლეებზე, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მყოფებზე, რომელთაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები გამოაქვთ; სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ჩუმად თუ ღიად მხარს უჭერენ რეჟიმს, და რეჟიმთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მფლობელებზე, მათ შორის “იმედი ტვ”, “პოს ტვ” და „რუსთავი 2 “ – მათი როლისთვის დეზინფორმაციის გავრცელებასა და მცდელობებისთვის მოახდინონ საჯარო დისკურსის მანიპულაცია, რათა შეინარჩუნონ ამჟამინდელი მმართველი პარტიის ავტორიტარული მმართველობა”, – აღნიშნულია ტექტსში.

ასევე რეზოლუციით ევროპარლამენტი:

„მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტის გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსურ აქტორებს, პროპაგანდისტებსა და მათ, ვინც ხელს უწყობს რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს, მათ შორის, სხვებთან ერთად, ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს.

ხაზს უსვამს, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაციის პირობებისთვის;

იმეორებს ევროკომისიისა და საბჭოსადმი თავის მოწოდებას, გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, მისი შეჩერების შესაძლებლობით თუ ჩათვლილ იქნება, რომ დემოკრატიულ მმართველობასა და თავისუფლებებზე ევროკავშირის სტანდარტები დაცული არ არის;

გმობს 2024 წლის 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოს მმართველი რეჟიმის მიერ გამოყენებულ სასტიკ ძალადობასა და რეპრესიებს;

მოუწოდებს ყველა პოლიტიკური პატიმრისა და მათ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ, ვინც ანტი-სამთავრობო პროტესტების დროს დააკავეს;

მოითხოვს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რომელიც ახლა ოთხ კვირაზე მეტია შიმშილობს მისი უკანონო დაკავების გამო და კრიტიკული, შეუბრუნებელი და სიცოცხლისადმი საფრთხის შემცველი რისკების წინაშე დგას;

გმობს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე გიორგი გახარიაზე თავდასხმასა და ცემას, რამაც მისი ჰოსპიტალიზაცია გამოიწვია, რასაც მოყვა 2025 წლის 2 თებერვალს პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებები, მათ შორის ნიკა მელია და გიგი უგულავა, რაც სახელმწიფოს მიერ მართული ძალადობის შოკისმომგვრელი ესკალაციაა “ქართული ოცნებისა” და მისი მოკავშირეების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ;

გვახსენებს 2025 წლის 12 იანვარს ბათუმში ელენე ხოშტარიას დაკავებას”, – წერია რეზოლუციის ტექსტში.

ამასთან, ევროპარლამენტარებმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუციაში ცვლილება დაამტკიცეს, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ ევროპარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ.

რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მტკიცედ იმეორებს თავის გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

„ევროპარლამენტი მტკიცედ იმეორებს თავის გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ. კონკრეტულად საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით; ხაზს უსვამს, რომ თვითდანიშნულ ხელისუფლებას ეკისრება სრული და უდავო პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და სრულად ანგარიშვალდებული უნდა იყოს ნებისმიერი ზიანისთვის, რაც მას მიადგება“, – აღნიშნული იყო რეზოლუციის პროექტში.

მესამე შესწორება კი გარდა აღნიშნული ტექსტისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროპარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ. „მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ევროპარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ“.

გაზიარება97

დაკავშირებული -პოსტები

,,ქუთაისში ქვეითს ზებრაზე ავტომობილმა დაარტყა, გოგონა დაიღუპა” 

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

დღეს ქუთაისში გუგუნავაზე ქვეითს ზებრაზე ავტომობილმა დაარტყა. გოგონა როგორც ეხლა გავიგე დაიღუპა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეგი კაკაბაძე წერს. ,,დღეს ზუსტად იმავე ზებრაზე ლამის გადაგვიარეს ავტომობილებმა რაფაელოდან გამოსულებს. ისე...

დაწვრილებითDetails

“რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და თავსმოხვეული დირექტივებით”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და თავსმოხვეული დირექტივებით, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას: „მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს...

დაწვრილებითDetails

ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მთავარი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 27 წლის ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 7 ოქტომბრისათვის

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6032 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

მოკლულია ერთი მოსწავლე, შვიდი კი დაშავდა – თავდასხმა სტამბოლის სკოლაში

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
მოკლულია ერთი მოსწავლე, შვიდი კი დაშავდა – თავდასხმა სტამბოლის სკოლაში
მთავარი

სტამბოლის ბაშაქშეჰირის რაიონში მდებარე სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა და 7 დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 2011 წელს დაბადებული მოსწავლე გოგონაა, რომელიც სტამბოლის ქიუჩიუქჩექმეჯეს რაიონის სკოლაში სწავლობს. სტამბოლის...

დაწვრილებითDetails

ცუდად ვარ, დახმარება მჭირდება – რას ყვება პატიმარი ციხიდან

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ციხის თანამშრომლებიც პირბადეებით დადიან – რა ხდება ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
მთავარი

გეგუთის ციხის დირექტორი და მისი წარმომადგენელი შეურაცხყოფას მაყენებდნენ. მთხოვდნენ თანამშრომლობას, პატიმრების შიდა ამბების ენის მიტანას. უარის შემდეგ გახდნენ აგრესიულები. მოვიდეს ლევან იოსელიანი და პირადად გავაცნობ, რა ხდება, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

მშობელს, რომელმაც, არასრულწლოვანი შვილის შეურაცხყოფისთვის, კაცი დაჭრა, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოვლინდა
მთავარი

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ა.ჩ.-ის (მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის 113 ა) ხორცპროდუქტების საწარმო და, გამოვლენილი დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერეს. "ინსპექტირების პროცესში დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თითქოსდა, კრიპტოვალუტით ვაჭრობის და შესაბამისი მოგების მიღების მიზნით, მოქალაქეებს...

დაწვრილებითDetails

“უკეთესია, გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა 180-მდე ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელსაც საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის აქტიურად წარმოებისთვის იყენებს. პაპუაშვილი საპარლამენტო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"