LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არ გავურბივარ პასუხისმგებლობას – მზია ამაღლობელი

გადაადგილება მისთვის მარტივი არ არის, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლისა და გართულების ძალიან დიდი რისკია – ექიმი მზია ამაღლობელზე

დაპოსტა 2025/02/12-ში
A A
29
ნახვა
გაზიარება

მზია ამაღლობელს აქვს ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი, რაც ხანგრძლივ შიმშილობას უკავშირდება, გადაადგილება მისთვის მარტივი არ არის – 30 დღის შემდგომ ყოველი დღე ძალიან დიდი რისკია სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლისა და გართულების, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის გონების დაკარგვას ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, ჩხაიძის თქმით, კლინიკის საექიმო გუნდის რეკომენდაციაა, რომ მზია ამაღლობელი დარჩეს ექიმების მონიტორინგის ქვეშ.

„მოგეხსენებათ, პაციენტი უკვე 31-ე დღეა შიმშილობს. ხანგრძლივი შიმშილობის პროცესი ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესია და შიმშილობის ყოველი გაგრძელებული დღე დაკავშირებულია რეალურ შესაბამის გართულებებთან. ეს არის ნახშირწყლოვანი წვა, ეს არის ცხიმების წვა, ეს არის ცილებისა და შინაგანი რესურსების გამოყენება, რაც იწვევს სხვადასხვა და პირველ რიგში, კარდიოვასკულარულ გართულებებს. ამასთან, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციების მოშლას და ა.შ. კლინიკა, რა თქმა უნდა, მზად არის და ყოველდღიურად ახორციელებს მონიტორინგის პროცესს და ვთავაზობთ შესაბამის სამედიცინო სერვისს მონიტორინგის კუთხით. ყოველდღიურად მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები, თუ საჭიროა ინსტრუმენტალური კვლევების ჩართვა და ა.შ

რა თქმა უნდა, მას აქვს ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი, რაც უკავშირდება ამ ხანგრძლივ შიმშილობას და მის ეფექტს 31 დღის განმავლობაში. გადაადგილება მისთვის მარტივი არ არის, თუმცა ცდილობს გადაადგილდეს, უფრო აქტიური იყოს, იმოძრაოს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ 30 დღის შემდგომ ყოველი დღე ეს არის ძალიან დიდი რისკი სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლისა და გართულების.

ქრონიკული დაავადებები, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ჩვენი საექიმო გუნდის მიერ და ყველაფერი კეთდება პრევენციის მიზნით. იცით, რომ შემოსული იყო სახალხო დამცველი აპარატთან არსებული ექიმთა ჯგუფი, ჩვენი ერთობლივი რეკომენდაციაა, რომ იმყოფებოდეს მონიტორინგის ქვეშ კლინიკის პირობებში, რადგან ყოველდღიური მოსალოდნელი გართულება უფრო ადვილი სამართავი იქნება კლინიკის პირობებში.

ის აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს მოსალოდნელ გართულებებს და დათანხმდა, რომ მონიტორინგის პროცესი გაგრძელდეს კლინიკის პირობებში. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, იქნებ ამაში უფრო ჩაერთოს თუნდაც საზოგადოება, თუნდაც ადვოკატები ან ოჯახის წევრები, რათა ეს მოსალოდნელი გართულებები თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
როგორი ამინდი გველის 26 აგვისტოს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად და ახალი იდეების განსახორციელებლად. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე დაგჭირდებათ. მოერიდეთ სპონტანურ ხარჯებს. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა...

დაწვრილებითDetails

საწოლთან წყლით სავსე ჭიქა დადგით – ნახეთ ეს როგორ დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

„დღეს საღამოს საწოლთან წყლით სავსე ჭიქა დადგით - ხვალ დილით კი მიხვდებით, რატომ“,- ამის შესახებ ეზოტერიკოსი, თამუნა იოსელიანი წერს. „ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მარტივი პრაქტიკაა, რომელსაც ძილის დროს სივრცის...

დაწვრილებითDetails

ძველებურად უკვე აღარაფერი იქნება – ლეჩხუმი ახალგაზრდა ბიჭს გლოვობს

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
ძველებურად უკვე აღარაფერი იქნება – ლეჩხუმი ახალგაზრდა ბიჭს გლოვობს
მთავარი

ახალგაზრდა ბიჭი გულის შეტევით გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ლეჩხუმმა დღეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა გააცილა უკანასკნელ გზაზე. თორნიკე ბრეგვაძე - განათლებული, სანდომიანი, საუკეთესო ოჯახის შვილი, საუცხოო თანამესუფრე, ერთგული...

დაწვრილებითDetails

მოუშუშებელია ეს ტკივილი – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
მოუშუშებელია ეს ტკივილი – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე
მთავარი

თბილისის 89-ე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ჩვენი საყვარელი მოსწავლის, ნია პაპკიაურის გარდაცვალების გამო. მოუშუშებელია ეს ტკივილი მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის....

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა
მთავარი

„იმედის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა. შეგახსენებთ, როგორც სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ...

დაწვრილებითDetails

გიორგი კვარაცხელიას საქმეზე დაკავაბულებს პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს, დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ პროცესს არ დასწრებია ბრალდებული თორნიკე კაჭარავა, რომელიც სხვა საქმეზე უკვე იხდის...

დაწვრილებითDetails

“ქურდული გარჩევების” საქმეზე დაკავებულ ლალო გველესიანს და კიდევ 10 პირი პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
“ქურდული გარჩევების” საქმეზე დაკავებულ ლალო გველესიანს და კიდევ 10 პირი პატიმრობა შეეფარდათ
მთავარი

"ქურდული გარჩევების" საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და კიდევ 10 პირი პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა. 34 წლის ქალი დღევანდელ პროცესზე სხდომის დახურვას ითხოვდა. ცნობისთვის, საქმე ეხება მასშტაბურ სპეცოპერაციას,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი მევიოლინე ვახტანგ გაგოშიძე ლონდონში, საერთაშორისო კონკურსის Golden Time Talent გამარჯვებული გახდა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ქუთაისელი მევიოლინე ვახტანგ გაგოშიძე ლონდონში, საერთაშორისო კონკურსის Golden Time Talent  გამარჯვებული გახდა
მთავარი

ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ ვახტანგ გაგოშიძემ ლონდონში, საერთაშორისო კონკურს Golden Time Talent - ზე წარმატება მოიპოვა. ( პედაგოგი: შორენა ზვიადაძე) ვახტანგ გაგოშიძე სიმებიანი ინსტრუმენტების კატეგორიაში...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყოველ 2.3 მოსახლეზე ერთი მანქანა მოდის

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის
მთავარი

2026 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 942 480 ერთეულს შეადგენს, აქედან 912 565, ანუ დაახლოებით 47% დედაქალაქში მოძრაობს. თუ მოსახლეობის რაოდენობას ავიღებთ, გამოდის, რომ დედაქალაქში მცხოვრებ...

დაწვრილებითDetails

ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ალეკო ელისაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს
მთავარი

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი,ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ეპიზოდი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"