ფოთის მერიამ 67 წლის შშმ პირი, ნატო ფარგალავა წამებისთვის გაიმეტა – შშმ პირის გაუსაძლისი ცხოვრების პირობების ამსახველ ვიდეომასალას, სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, დათა აქუბარდია აქვეყნებს.
აქუბარდიას თქმით, ფარგალავამ მიმართა მერიას თავშესაფარში გადაყვანის თხოვნით, თუმცა მას აღნიშნულზე უარი განუცხადეს. შშმ პირი ვერ გადაადგილდება და ის ამის გამო იატაკზე წევს.
„ქალი, რომელიც ცოცხლად ლპება ქ. ფოთში 67 წლის შშმ პირი ნატო ფარგალავაა. ცხოვრობს არაადამიანურ პირობებში, ვერ გადაადგილდება, წევს იატაკზე, წყლის, გაზის, შუქისა და გათბობის გარეშე. ფოთის მერია თქვენ ხართ არაადამიანები, ამ საცოდავ ქალს უარი რატომ უთხარით თავშესაფარში გადაყვანაზე? ვისაც შეგიძლიათ დახმარება, ერთად მოვიფიქროთ რამე”, – წერს აქუბარდია.










