გორში სოციალური კაფე “სფეისი” გაქურდეს.
როგორც ახალგაზრდებმა “მოზაიკას” უთხრეს, წაღებულია ტექნიკა და ფული.
“წაღებულია ტექნიკა, პროექტორი და დინამიკები. ასევე, წაუღეს თანხა, 200 ლარამდე”, – უთხრეს “მოზაიკას”.
მომხდარს პოლიცია იძიებს.
აღნიშნული ტექნიკა ახალგაზრდულ ორგანიზაციას “ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება” ეკუთვნოდა, რომელსაც მერიამ შენობის დატოვება მოსთხოვა. ახალგაზრდებს სივრცე, სადაც სოციალური კაფე “სფეისი” ჰქონდათ მოწყობილი, დღეს უნდა დაეცალათ.
წყარო: mozaikanews.ge










