ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო სამაშველო სამსახურის ხუთი და სასწრაფო დახმარების სამი ჯგუფი.
ამ დროსთვის მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
არსებული ინფორმაციით, სახლში მარტოხელა კაცი ცხოვრობდა.










