“ჩემი ლამაზი ველოსიპედი მომპარეს”- წერს მხატვარი ლია უკლება. უკლებას თქმით ველოსიპედი პირველი სართულის აივნიდან მოიპარეს.
“ისეთ შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს, მეც რომ მომპარეს, ტირილი დავიწყე. გამოფენის ჰონორარიდან ნაყიდი ველო იყო, განსაკუთრებით მიყვარდა. პირდაპირ, ბაგრატის ტაძრის ჭიშკართან გატეხეს საკეტი და წაიყვანეს. პატრული გამოვიძახე და მაშინვე ჩამსვეს საპატრულო მანქანაში, იქნებ სადმე დაინახოო, ვინ გამოიყვანდა მაშინვე მოპარულ ველოს? რომ ვტიროდი ხორხოცობდნენ, რა გატირებს ამხელა გოგოს, ველოსიპედი იყო, მანქანა ხომ არაო . რა თქმა უნდა ვერ იპოვეს… კარგა ხნის მერე ახლობლის პირით მოვიდა ინფო, პატრული რო არ ჩაერია იყო დაბრუნების შანსიო, გორაზე ყავდა ვიღაცას.”- წერს კიდევ ერთი ფეისბუქ მომხმარებელი
ქუთაისში ქურდობის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობენ , ვრცელდება ვიდეოც სადაც სავარაუდოდ არასრულწლოვნები დადიან და მანქანების გაღებას ცდილობენ:
“📣მეგობრებო, ქუთათურებო…. გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება თქვენს შვილებს , ასე დადიან გვაინ საათებში ნიღბებით და კარებებს სინჯავენ. ეტყობათ, რომ არასრულწლოვნები არიან და კარებს სინჯავენ , არის თუ არა ღია.”- წერს მოქალაქე
https://youtube.com/shorts/RIXElHZBqFw?si=GblTrvkcKnMf6IOw
“პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები”- გია ვოლსკი
მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა....










