ქუთაისში, აკაკი ხორავას 4 ნომერში საცხოვრებელი კორპუსი დაიწვა, მოსახლეობა დახმარებას ითხოვენ.
ხანძარი კორპუსში გუშინ შუადღისას გაჩნდა, რის შედეგადაც შენობის მესამე სართულზე ყველაფერი დაიწვა, მეორე და პირველ სართულზე კი იმ რაოდენობის წყალი ჩავიდა, რომ ავეჯი და ტექნიკა მთლიანად დააზიანა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მეხანძრეები ცეცხლს მთელი დღე აქრობდნენ. დაზარალებულია 17 ოჯახი. მოქალაქეების თქმით მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ და სახურავის გამოცვლას დაჰპირდნენ, თუმცა მათი თქმით, ეს საკმარისი არაა. ადგილობრივები აღნიშნავენ რომ, კორპუსის მთლიანად წყლითა და ნამწვის სუნით არის გაჟღეთილი, იქ ცხოვრება კი შეუძლებელია. ხორავას 4 ნომერში მცხოვრებლები საუკეთსო გამოსავლად ინვესტორის მოძიებასა და ახალი კორპუსის აშენებას ასახელებენ.
დღეს ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, მიმდინარეობს შენობა-ნაგებობის მდგომარეობის შეფასება და მოსახლეობის გამოკითხვა. ცეცხლის გაჩენის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
დღესვე ხორავას ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შეხდნენ.
“ხორავას ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მრავალბინიანი სახლის მაცხოვრებლებს დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.









