21 იანვარს, თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, 58 წლის ლაურა სულიაშვილი თურქეთში, სასტუმროში ხანძრის დროს დაიღუპა. ის ემიგრაციაში 20 წელი იმყოფებოდა. 2 შვილი დარჩა“, – ამბობს სიხარულიძე.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგარეო საქამეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს.
თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა, დაშავებულია 51 ადამიანი.
22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.
შემთხვევა თურქეთში არდადეგების პერიოდს დაემთხვა, რა დროსაც სამთო კურორტს ბევრი ვიზიტორი სტუმრობდა. ინციდენტის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.










