LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ვალენტინობის დღის მთავარი ჰოროსკოპი – რჩევებს მიხეილ ცაგარელი გვიყვება

დაპოსტა 2020/02/11-ში
377
ნახვა
გაზიარება

ცაგარელის თქმით, ყველას განსაკუთრებული სურვილი ექნება, კომფორტულ ზონაში იყნვნენ და თვისთავად მარგი ქმედების კოეფიციენტი ნელ-ნელა მოიმატებს. სიყვარულისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი დგება, რომელიც გაჟღენთილი იქნება ერთგულებით და სილამაზით. ძალიან საინტერესო პერიოდია, მაგრამ ითხოვს პრინციპს – შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი. ეს პერიოდი გაგრძელდება 31 მარტამდე.

მომდევნო ერთი კვირა ვერძისთვის ძალიან კარგი იქნება. ისინი ზოგჯერ შემაწუხებლად ინიციატივიანები არიან, იმიტომ რომ ახლა არნახული ენერგია აქვთ და იმდენად კარგად არიან, რომ აქვთ სურვილი არნახული რისკის, მაგრამ სწორედ ეს რისკი შეიძლება გახდეს არნახული შეცდომის მიზეზი, ამიტომ უნდა გაზომონ შვიდჯერ და ერთხელ გაჭრან. ნუ ჩქარობთ და ნუ ფიქრობთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, სუპერ გმირის როლი მოირგოთ.

კუროს ენერგოტონუსი ჯერ დაბალი აქვს, ეს კვირა უნდა გავყოთ ორ ნაწილად. 14 თებერვლამდე და 14 თებერვლის შემდეგ. 14 რიცხვის მერე მათი მატერიალური და ენერგო სიტუაცია გაუმჯობესდება. ამიტომ ვურჩევ, სწორედ ამ დროს დაგეგმონ პრეზენტაციები და უფროსთან ურთიერთობის დალაგება.

ტყუპებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იწყება. ახლა ის იქნება იდეების გენერატორი. მისთვის კოლექტიური მუშაობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.

კირჩხიბები უნდა შეეცადოთ, რომ 14 თებერვლამდე მშვიდად და წყნარად იყოთ. არავითარი სერიოზული და ფინანსრური ოპერაციები არ ჩაატაროთ, არავითარი მსხვილი გაყიდვები და ბიზნეს საქმიანობა. 14 თებერვლიდან თქვენი ინტუიცია მზარდია. ენერგოტონუსი უმჯობესდება. ჯანმრთელობა, შარმი და ფინანსური სტაბილურობა მოდის წინაპლანზე.

ლომი ძალიან აქტიურია. მიმზიდველია, შარმი აქვს საოცარი. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ მათთვის კარგი იქნება გაითვალისწინონ, რომ ეფექტურია კოლექტიური ძალისხმევა. არანაირი ინდივიდუალური შემოქმედება. რაც მეტად გამოავლენს თავის ორგანიზატრულ მონაცემებს, მით უფრო დიდი შანსი ექნება წარმატების.

ქალწულებს ვთხოვ, გაითვალისწინონ, რომ მათ დაბალი ენერგოტონუსი აქვთ. უნდა ეცადოს, არ გაცივდეს და არ დაემართოს ინფექციური დაავადებები. კონფლიქტების ალბათობა სახლში და სამსახურში მაღალია. ამიტომ მოთმინება უნდა გამოამჟღავნოს მაქსიმალურად. კვირის მეორე ნახევარში კი ყველაფერი კარგად იქნება. ქალწილებს თვითონვე გაუკვირდებათ, პრობლემებს ისე გადაწყვეტენ.

სასწორისთვის კარგი პერიოდია ქორწინებისთვის, ტონუსი მაღალი აქვს. კარგი იქნება, მეტი დრო დაუთმოს უფროს თაობასთან ურთიერთობას. მათ შორის ახლობლებთან. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებს.

მორიელისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა, მარტო იმიტომ არა, რომ შეიძლება, ფინანსურად გაძლიერდეს და ფინანსური დივიდენტები მიიღონ. ძალიან აქტიური და ძალიან ენერგიულია, ორგანიზატრული თვისებების გამოვლენა შეუძლია. რა უშლის მას ხელს? – ერთადერთი სულსწრაფობა. ყველაფერი ეჩქარებათ. შედეგად შეცდომებს უშვებენ. თუ სულსწრაფობას დაიოკებთ, სხვა მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გექნებათ.
მშვილდოსნებისთვის ერთ-ერთი ისეთი პერიოდი იწყება, როდესაც არც კი უნდა დაიძინოს. უნდა იყოს აქტიური, რადგან ყველა იდეას განახორციელებთ. სარისკო მოქმედება თუ ვერძისთვის სახიფათოა, მშვილდოსნისთვის პირიქით, რისკი ყველა შემთხვევაში გაამართლებს.

თხის რქისთვის გაცილებით უკეთესი პერიოდი იქნება, ვიდრე გასულ კვირას იყო. შეიძლება, ძველი საქმეებიდან მატერიალური დივიდენტები მიიღოს. წარმატების შანსები უდაოდ მაღალია, თუმცა სარისკო მოქმედებებს და გადატვირთვას არ ვურჩევ.

მერწყულების დრო ახლა დგება. წარმატების შანსები ყველა სფეროში გაიზრდება და რაც ყველაზე საინტერესოა, ძალიან პრაგმატულები გახდებით. მაგრამ კოსმოსის მოთხოვნა ამ კვირაში არის, რომ ყველაფერი გაასაიდომლოოთ. ეს აუცილებელია. რა იდეები გაქვთ, რას აპირებთ და ვისთან ერთად, ეს საიდუმლოდ უნდა შეინახოთ. ეს თქვენ არნახულ წარმატებას მოგიტანთ.

თევზებს კი ვურჩევ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ. იმიტომ რომ ეს არის მათი წლიური ციკლის დასასრული. რაც ნიშნავს იმას, რომ ენერგოტონუსი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ექნებათ. არ გადაიღალოთ და არ გადაიტვირთოთ. ფარული მტრები ჯერ კიდევ მოქმედებენ თქვენს საწინააღმდეგოდ. მაქსიმალურად ეცადეთ, მშვიდად განვლოთ თქვენთვის ეს ყველაზე რთული პერიოდი. შემდეგი კვირიდან თქვენს სასიკეთოთ შეიცვლება ყველაფერი.

თეგები: ასტროლოგიავალენტინობაცაგარელიჰოროსკოპი
გაზიარება167

დაკავშირებული -პოსტები

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 24, 2026
437
მთავარი

ვერძი   დღეს, შესაძლოა, ნევროზულობა და ხასიათის მოულოდნელმა ცვლა გარკვეული უთანხმოების მიზეზი გახდეს. ექსპერიმენტებისა და რადიკალური ცვლილებებისთვის შესაფერისი დრო დღეს არ არის. კურო   დაკავდით ოჯახის საკითხების მოგვარებით. ნურაფერს შეეჭიდებით...

დაწვრილებითDetails

დასახელდა ზოდიაქოს 7 ნიშანი, ვისაც იანვრის ბოლოს ფინანსურად გაუმართლებს

იანვარი 23, 2026
127
მთავარი

ასტროლოგების შეფასებით, იანვრის ბოლო განსაკუთრებულად წარმატებული პერიოდი იქნება ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით. პლანეტარული განლაგება ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდას, მოულოდნელ ფინანსურ სარგებელსა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. სპეციალისტების თქმით, ფინანსური...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანს, თებერვლამდე მნიშვნელოვანი შეთავაზებები ელის

იანვარი 22, 2026
660
მთავარი

2026 წლის თებერვლამდე ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენელმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეთავაზებები მიიღოს. ეს ეხება კარიერასაც და პირად გეგმებსაც. ასტროლოგები გვირჩევენ, მოვუსმინოთ საკუთარ ინტუიციას და მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც თავად ვთვლით სწორად....

დაწვრილებითDetails

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 22, 2026
406
მთავარი

ვერძი   აქტიური დღეა. ინიციატივა წარმატებას მოგიტანთ, მაგრამ მოერიდეთ კონფლიქტებს.   კურო   ყურადღება ფინანსებს მიაქციეთ. სჯობს ძველი საქმეები დაასრულოთ, ვიდრე ახალი დაიწყოთ.   ტყუპები   კომუნიკაცია წარმატებულია. კარგი დღეა...

დაწვრილებითDetails

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 21, 2026
859
მთავარი

ვერძი: დაასრულეთ დაგროვილი დავალებები და გადაიხადეთ დავალიანებები. ახალგაზრდა ნაცნობები მომავალში გამოგადგებათ, ამიტომ შეხვედრებზე უარს ნუ იტყვით.   კურო: კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობების დასალაგებლად და გრძნობებზე სასაუბროდ. ნუ მისცემთ მოვლენებს თავისით...

დაწვრილებითDetails

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 20, 2026
403
მთავარი

ვერძი კარგი დღეა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისა და მოგზაურობისთვის. გაგიტაცებთ რომანტიკული თავგადასავლები. ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. კურო მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. განსაკუთრებით, განბაჟებისას და გადასახადების გადახდისას. ახალი შემოთავაზებები ყურადღებით განიხილეთ. ტყუპი...

დაწვრილებითDetails

„ფორტუნა მათ მხარეს გადადის…“ – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დიდი წარმატება ელოდებათ

იანვარი 17, 2026
659
მთავარი

ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, 2026 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის რთული პერიოდი სრულდება და ფორტუნა მათ მხარეს გადადის. თხის რქა თქვენი შრომა დაფასდება. გაგიჩნდებათ ახალი ენერგია და ენთუზიაზმი. სამსახურებრივი...

დაწვრილებითDetails

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 17, 2026
375
მთავარი

ვერძი   ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და დაფიქრდით რამდენად სწორად მოქმედებთ, რამდენად სწორი გზით მიდიხართ. ემოციურად არასტაბილური დღეა.   კურო   დღეს შეგიძლიათ კარგად წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები, ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს....

დაწვრილებითDetails

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 16, 2026
416
მთავარი

ვერძი რაც შეიძლება ფრთხილად უნდა იყოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით: მცირედი სიგნალების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. კურო გააკონტროლეთ თქვენი სიტყვები. უხეში განცხადებით, შეიძლება, შეურაცხყოთ საყვარელი ადამიანი. ტყუპები მთავარი, რისი დემონსტრირებაც დღეს...

დაწვრილებითDetails

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 14, 2026
19
მთავარი

ვერძი გარდამტეხი მომენტი დადგა, უნდა დაასრულოთ დაწყებული საქმეები და, ამავე დროს, აწარმოოთ მოლაპარაკებები თქვენთვის მეტად მნიშვნელოვან ახალ წამოწყებაზე. კურო გაერიდეთ ხმაურიან სიტუაციებს და სახლში განმარტოვდით. სასურველია, მეტი სიდინჯე და დაკვირვება...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».