ბენდი DEADSEC 2017 წელს შეიქმნა. თავდაპირველად კოლექტივს Fogstation ერქვა , თუმცა რამდენიმე ლაივის შემდეგ ბენდმა ჟანრობრივი ცვლილება განიცადა და ალტ-როკიდან ალტ-მეტალ ჰარდკორზე გადავიდა.
DEADSEC აქტივზე ამ დროსათვის მხოლოდ ერთი ლაივია. ატოცში ანტისაოკუპაციო აქციაზე ბენდი სიამოვნებით ჩაერთო.
DEADSEC -ის წევრები არიან გვანცა გიორგაძე-ვოკალი, ილია მაღრაძე -ლედ გიტარა ,შავლეგო მაღრაძე -ბასი, გიორგი ტალიკაძე-რითმ გიტარა, ბექა გაჩავა -დასარტყამი ინსტრუმენტი.
როგორც ბექა გაჩავამ “მეგა ტვ”-თან საუბრისას აღნიშნა ბენდი აქტირუად მუშაობს ალბომზე:
“ახლა ვმუშაობთ ალბომზე და მოლაპარაკებები გვაქვს ჩეხეთში ერთ ადამიანთან, რომელიც ელოდება ამ ალბომს და იმედია რაიმე პატარა ლეიბლის მაგვართან ვითანამშრომლებთ და იქაურ ფესტივალზეც დავუკრავთ”. – ამბობს ბექა ღაჭავა
DEADSEC ალბომი დღის სინათლეს მალე იხილავს ასევე მათ გეგმებშია ალბომის პრეზენტაცია და ერთ ტრეკზე ვიდეო რგოლის გადაღება. თუმცა ყველაფერი ამით არ სრულდება, ბენდი მზად არის მეორე ალბომზე მუშაობა უმოკლეს დროში დაიწყოს.
იმედი დავიტოვოთ,რომ ლაივების მხრივ დეფიციტურ ქუთაისს DEADSEC მალე ეწვევა










