ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, კრისტინ კროულის განცხადებით, ხანძარი 500 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული. შექმნილი მდგომარეობის გამო, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კროულის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 250 მეხანძრე-მაშველი, ვერტმფრენებით, სახანძრო მანქანებით და სხვა საჭირო აღჭურვილობით.
ხანძარს გამოეხმაურა კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი.
“კალიფორნიაში აღარ არის ხანძრის სეზონი, სამაგიეროდ არის “ხანძრის წელი“, – განაცხადა გუბერნატორმა.
მისი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ბევრი ნაგებობა განადგურდა.
წყარო: ამბები. ge
















