შობის ღამეს ქუთაისში, საპროტესტო აქციის მონაწილეები 22:00 საათიდან მერიისთან შეკრიბებიან. პროტესტის მე-40 ღამეს მოქალაქეები შობას სიმბოლურად იმ ტაძარში აღნიშნავენ, რომელიც საქართველოს ისტორიული მტრის მიერ დაზიანებულებიდან ერთ-ერთია.
“საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შობას 7 იანვარს აღნიშნავს.
ერთად შევხვდეთ შობას ქუთაისის რუსთაველზე (მერიის წინ), 22:00 სთ.-დან.როგორც იცით მერიის შენობაში ფუნქციონირებს მართლმადიდებლური ტაძარი, რომლის ისტორიაც დიდწილად მოიცავს და იმეორებს საქართველოს ისტორიის ზოგიერთ მნიშვნელოვან ნაწილს.სიმბოლურია დემონსტრანტებმა შობა (იმედის დღესასწაული) ერთად აღვნიშნოთ საქართველოს ისტორიული მტრის მიერ დაზიანებულ ერთ-ერთ ტაძარში.ინფორმაციისთვის:ამ ადგილზე, წმ. მთავარანგელოზთა სახელობის პირველი ტაძარი 1450 წელს აიგო. 1840 წელს იმავე ადგილას ახალი ტაძარი ააგეს, რადგან ძველი მნიშვნელოვან რესტავრაციას საჭიროებდა.ამ ტაძარში არაერთი ქადაგება აქვთ ჩატარებული: გაბრიელ ქიქოძეს, რაჟდენ გიგაურს, კორნელი კეკელიძეს…1944 წელს საბჭოთა კავშირმა ტაძარი დაანგრია.” – წერია გავრცლებულ ინფორმაციაში.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მე-40 დღეა მიმდინარეობს. დემოსტრანტები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ, ამიტომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.










