LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს – ივანე ჩხაიძე

დაპოსტა 2025/01/06-ში
54
ნახვა
გაზიარება

საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს, თუმცა ეს მატება სტაბილურია – მოლოდინია, რომ ზრდა შემდეგი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2024-2025 წლის სეზონზე დაფიქსირებული გრიპის ვირუსის შემთხვევების ზრდა არ არის ისეთი, როგორიც 2 წლის წინ იყო და შარშანდელთან შედარებით, პრაქტიკულად უცვლელია.

როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, დეკემბერში იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით 36 ბავშვი მკურნალობდა. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ მათგან ვაქცინირებული არც ერთი ყოფილა და აქცენტს ვაქცინაციის აუცილებლობაზე აკეთებს.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რა ხდება გრიპთან მიმართებაში. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო 3 კვირის მონაცემებს, ნათლად ჩანს, რომ ყოველკვირეულად გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მატულობს. საქართველოში გვაქვს გრიპის შემთხვევების ყოველკვირეული მატება და მოლოდინი, რომ ეს მატება გაგრძელდება შემდეგი კვირების განმავლობაშიც და ალბათ, იანვარში მიაღწევს თავის პიკს. ეს სტატისტიკა წლების მიხედვით, პრაქტიკულად, არ იცვლება, თუ არ ჩავთვლით პანდემიის პერიოდს. სწორედ დეკემბერ-იანვარი გახლავთ გრიპის შემთხვევების მატების მაქსიმალური პერიოდი, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება ჯამში, სხვა ვირუსებთან მიმართებაში. ეს სტატისტიკაც გვაქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული.

გრიპი და გრიპისმაგვარი შემთხვევების რაოდენობა ჯამში 2024-2025 წლის სეზონზე თითქმის იგივეა, რაც იყო შარშან და ორჯერ ნაკლები იყო 2022-2023 წლის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობაში ნათლად ჩანს გრიპის შემთხვევების მატება, ეს მატება არ არის ისეთი, როგორიც იყო 2 წლის წინ და პრაქტიკულად უცვლელია, თუ შარშანდელ მონაცემებს შევადარებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია გრიპის შემთხვევების მატება. ეს მატება სტაბილურია და სწორედ გრიპს გამოვარჩევთ ამ თვალსაზრისით, ვინაიდან გრიპს გააჩნია გართულებების განვითარების უფროს მაღალი რისკი და სტაციონარებში მაღალი მომართვიანობა სწორედ გრიპის შემთხვევების მატებით არის გამოწვეული.

განსაკუთრებით, ეს ეხება ფილტვების ანთებას. მარტო იაშვილის კლინიკაში დეკემბერში 36 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა ვირუსული პნევმონიის, რაც ძალიან დიდი ციფრია და რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვებში სწორედ გრიპი გახლავთ ის ვირუსი, რომელმაც შეიძლება უფრო მეტად გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და ზოგადი მდგომარეობის დამძიმება. ერთსაც დავამატებ, ამ პაციენტიდან არც ერთი არ იყო ვაქცინირებული. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ჩვენ მუდამ ვლაპარაკობთ, დეკემბერშიც გვქონდა ამის შესახებ საუბარი. ჯერ კიდევ იყო დრო ვაქცინაციის ჩატარების, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ გახდა ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიცია, დაავადებათა პრევენციის ერთ-ერთ ნაწილი. ძალიან ბევრი მშობელი ახლა აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ კარგი იქნებოდა, ვაქცინაცია გაეკეთებინათ. მართლაც ასეა. როდესაც ვხედავთ, რომ ფილტვების ანთების ყველა შემთხვევა არავაქცინირებულ პაციენტს ემართება, ნათელია რომ გრიპის ვაქცინას მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში“, – განაცხად ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
49
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
672
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
998
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
220
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
29
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
229
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
22
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
27
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
17
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
47
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».