საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად ინტერნეტის გადასახდელი გაიაფდა. საუბარია, ფასის 40%-იან შემცირებაზე.
ღირებულების კლების ტენდენციით, საქსტატის მიხედვით, მეორე ადგილზეა ანტიბიოტიკები, რომლის ფასი დეკემბერში, 2023 წლის იგივე თვესთან შედარებით, 26%-ით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით, გთავაზობთ გაიაფებული პროდუქტების ათეულს:
- ინტერნეტის გადასახდელი – 40%
- ანტიბიოტიკები – 26%
- საზამთრო – 14.3%
- სიმინდის ფქვილი – 14%
- კარტოფილი – 13.9%
- ელექტროენერგიის გადასახდელი – 13%
- შპალერი – 13%
- დიზელის საწვავი – 11,6%
- ატამი – 11,6%
- მოსაპირკეთებელი მასალა – 11%
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3%-ით განისაზღვრა.










