აშშ-ში სამძებრო სამუშაოების შედეგად ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც გიფორდ პინჩოტის ეროვნულ ტყეში ე.წ. თოვლის კაცის საძებნად წავიდნენ,- ამის შესახებ BBC წერს.
37 და 59 წლის მამაკაცების ცხედრები სამდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ისინი ცდილობდნენ მოეპოვებინათ ე.წ. თოვლის კაცის არსებობის დამადასტურებელი ნივთმტკიცებულებები.
ტყეში გაუჩინარებული მამაკაცების სამძებრო სამუშაოებში 60-მდე მოხალისე იღებდა მონაწილეობას.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცების გარდაცვალების მიზეზი სიცივე და ექსპედიციისთვის არასათანადო მომზადება გახდა.










