LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დიდებული ადამიანები, რომლებიც 2024 წელს საქართველომ დაკარგა

დიდებული ადამიანები, რომლებიც 2024 წელს საქართველომ დაკარგა

დაპოსტა 2024/12/31-ში
A A
110
ნახვა
გაზიარება

ლიანა ისაკაძე, ვაჟა აზარაშვილი, ლევან თედიაშვილი… – რადიო თავისუფლებამ იმ ადამიანების შესახებ წერს, რომლებიც 2024 წელს საქართველომ დაკარგა

ლიანა ისაკაძე

5 ივლისს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა მევიოლინე ლიანა ისაკაძე.

ლიანა ისაკაძე სამი წლიდან უკრავდა ჯერ ფორტეპიანოზე, შემდეგ კი ვიოლინოზე. უგამოცდოდ მიიღეს მოსკოვის კონსერვატორიაში. 1965 წელს მოიპოვა პირველი გამარჯვება ჟაკ ტიბოს (პარიზი) საერთაშორისო კონკურსზე. შემდეგ იან სიბელიუსის (ჰელსინკი) და პიოტრ ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსების ლაურეატი გახდა.

ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი
ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი

1990 წელს გერმანიაში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც დღეს „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით გამოდის. 1992 წელს ინგოლშტადტში მუსიკალური აკადემიაც დააარსა.

„ძალიან ბევრი მუსიკოსი შესანიშნავად უკრავს, მაგრამ მათ შესრულებას ზებუნებრიობა, ღვთაებრიობა აკლია. ლიანა ამით იყო განსაკუთრებული. ლიანას აფეთქება, ვარსკვლავური კაშკაში შეერთებული გემოვნებასთან, პროფესიონალიზმთან… ასეთი ტანდემი ძალიან იშვიათია, – ამბობს დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი ლიანა ისაკაძეზე, – იმ თაობის მუსიკოსებისგან განსხვავებით, ლიანა არასდროს აგროვებდა ქონებას. სრულიად თავისუფალი იყო ამ ვნებებისგან. მას არ ამძიმებდა რაღაცები, ამიტომაც ჰქონდა ღვთაებრივი ბგერა. ძალიან უბრალო ადამიანი იყო, ლაღი და გულუხვი“.

2017 წლიდან ლიანა ისაკაძე თბილისში ცხოვრობდა. ის მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

მედეა ლორთქიფანიძე

9 აგვისტოს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე. ის ხალხმა ყველაზე მეტად „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ დაიმახსოვრა, სადაც წუწუნა და ქოთქოთა მანანას როლს ასრულებდა.

ამ როლზე რომ მიიწვიეს, მსახიობი 73 წლის იყო და სანამ სერიალის გადაღება შეჩერდებოდა, თამაშობდა.

გულიკო ჩაფიძე

20 მაისს გარდაიცვალა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე. მას ღირსების ორდენებსა და სახელმწიფო პრემიებს შორის, ასეთი ჯილდოც ჰქონდა – „საუკუნის ექიმი“. არის 4 მონოგრაფიის და 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

გულიკო ჩაფიძე
გულიკო ჩაფიძე

1997 წლიდან გულიკო ჩაფიძის სახელს ატარებს გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი, რომლის გენერალური დირექტორიც თავად გახლდათ.

ლევან თედიაშვილი

17 თებერვალს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მოჭიდავე ლევან თედიაშვილი.

ლევან თედიაშვილი
ლევან თედიაშვილი

ის იყო ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიოსა და სამგზის ევროპის ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ასევე მსოფლიო თასის მფლობელი (1973), მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).

საქართველოში სამჯერ დასახელდა წლის საუკეთესო სპორტსმენად. იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.

ლევან თედიაშვილი ხალხმა ასევე დაიმახსოვრა ფილმიდან „ხარება და გოგია“, სადაც მან მთავარი როლი (გოგია) ითამაშა.

რამაზ გოგობერიშვილი

21 იანვარს, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა კალათბურთელი რამაზ გოგობერიშვილი.

რამაზ გოგობერიშვილი
რამაზ გოგობერიშვილი

რამაზ გოგობერიშვილს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 17 მატჩი აქვს ჩატარებული. სხვადასხვა დროს თამაშობდა „რუსთავში“, „დინამოში“, საბერძნეთის „პაოკსა“ და „მენტში“, პორტუგალიის „ავეიროში“.

კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა მწვრთნელად. იყო საკალათბურთო კლუბ „რუსთავის“ ვიცე-პრეზიდენტი.

ხათუნა კოტრიკაძე

15 თებერვალს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე. ის მაყურებელმა ყველაზე მეტად დაიმახსოვრა ფილმებიდან: „მხიარული რომანი“ და „მოიტაცეს თამარ ქალი“.

ხათუნა კოტრიკაძე
ხათუნა კოტრიკაძე

მსახიობმა პირველი როლი 15 წლის ასაკში ითამაშა, სოსო ჩხაიძის ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული“. დაქორწინების შემდეგ სამსახიობო კარიერა აღარ გაუგრძელებია.

არჩილ ბადრიაშვილი

თანამედროვე ქართული ალპინიზმის ვარსკვლავად წოდებული, „ოქროს წერაყინის“ მფლობელი 34 წლის ალპინისტი 10 აგვისტოს მწვერვალ შხელდაზე დაიღუპა. მახლობლად ჩამოვარდნილმა მეხმა ალპინისტი ადგილიდან მოწყვიტა.

არჩილ ბადრიაშვილი
არჩილ ბადრიაშვილი

არჩილი იმით იყო გამორჩეული, რომ ჯერ გაუვლელი მარშრუტებით იპყრობდა მწვერვალებს. მას ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი ექსპედიცია ინდოეთის ჰიმალაებში ჰქონდა: აუსვლელ მწვერვალ ნანდა შორიზე (6344 მ) და რთულ და ლამაზ მწვერვალ ჩანგუჩზე (6322 მ). 2023 წელს კი პატაგონიაში (არგენტინა-ჩილე), ჩალტენის მასივის უმაღლეს მწვერვალ Cerro Fitz Roy-ზე იყო პირველი ქართული ექსპედიციის მონაწილე თემურ ქურდიანთან ერთად.

ვაჟა აზარაშვილი

7 თებერვალს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი.

ვაჟა აზარაშვილი
ვაჟა აზარაშვილი

ვაჟა აზარაშვილი წერდა სიმფონიურ და საესტრადო ნაწარმოებებს, მუსიკას სპექტაკლებისა და სატელევიზიო ფილმებისთვის. მისი დაწერილია სიმღერები: „თბილისური ლირიკული“, „სიმღერა თბილისზე“, „სიმღერა მეტეხზე“, „მუსიკა“, „დღეები მიდიან“, „პატარა გოგო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ისევ წვიმს“, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, „დინამო, დინამო“ და სხვა.

1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია, ღირსების ორდენი.

სოსო ჯაჭვლიანი

გედია ფილმიდან „ნატვრის ხე“ – მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი 8 თებერვალს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

სოსო ჯაჭვლიანი
სოსო ჯაჭვლიანი

სოსო ჯაჭვლიანი თამაშობდა ფილმებში: „ნატვრის ხე“, „ფესვები“, „თეთრი ბაირაღები“. იყო მკლავჭიდელიც, მოგვიანებით მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი. 2012 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი პარტიიდან „ქართული ოცნება“.

ტრისტან სარალიძე

27 მაისს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე.

ტრისტან სალარიძე
ტრისტან სალარიძე

მისი ყველაზე პოპულარული როლი არის გიგილო კომედიიდან „სიყვარული ყველას უნდა“. რუსთაველის თეატრის სცენაზე შესრულებული აქვს როლები: ჯამბაზი („როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“), ქავთარ („ლამარა“), შაქრო („კაცია ადამიანი?!“), ჯარისკაცი („მეთორმეტე ღამე“), მეათე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“).

თენგიზ ცერცვაძე

1 აგვისტოს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი. განსაკუთრებით გამოირჩეოდა კოვიდპანდემიის დროს. დასავლურმა პრესამ მას, პაატა იმნაძესა და ამირან გამყრელიძეს კოვიდთან მებრძოლი სამი მუშკეტერი უწოდა.

2020 წელს, პანდემიასთან ბრძოლის გამო, თენგიზ ცერცვაძესა და კიდევ რვა ექიმს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ.

გივი შაჰნაზარი

გივი, გიგუშა შაჰნაზარი – ერთ-ერთი უკანასკნელი ძველი თაობის ლიტერატორებიდან – 23 სექტემბერს 91 წლისა გარდაიცვალა. იგი თარგმნიდა პოეზიას სხვადასხვა ენიდან, ძირითადად, სომხურიდან და რუსულიდან.

გივი შაჰნაზარი
გივი შაჰნაზარი

გივი შაჰნაზარმა ქართულად თარგმნა პარუირ სევაკის კრებული „იქმენინ ნათელი“, კაროლ ვოიტილას (იოანე პავლე II) დრამა „ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“, ნაწყვეტები გრიგოლ ნარეკაცის „გოდებათა მატიანიდან“, ასევე, აფხაზური და ოსური პოეზია, საიათნოვას ლექსები.

2015 წელს გივი შაჰნაზარს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. 2021 წელს გადაეცა პრემია „საბა“, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ბაჩუკი ქარდავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა 27 დეკემბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბაჩუკი ქარდავა
ბაჩუკი ქარდავა

ბაჩუკი ქარდავა 1989 წლიდან იყო ედპ-ის წევრი, 2003 წლიდან კი – პარტიის თავმჯდომარე. 2020-24 წლების მოწვევის პარლამენტში ის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით ირიცხებოდა.

ბოლო პერიოდში მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებში მაინც მონაწილეობდა.

გია ხარჩილავა

2 ნოემბერს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა. 2021 წელს წალენჯიხა ერთადერთი თვითმმართველი თემი იყო, სადაც მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.

გია ხარჩილავა
გია ხარჩილავა

„როცა თავისუფლება გაქვს და თან ხალხის მოთხოვნას ასრულებ, ეს ძალიან ამყარებს კავშირს ადამიანებთან. ასეთი ისტორია მაშინ იწერება, როცა რეალურად არის არჩეული თვითმმართველობა, გადაწყვეტილებები ვერტიკალური სისტემით არ მიიღება და როცა არჩეული ადამიანები ამომრჩევლის ნებას გამოხატავენ. მაშინ ყველაფერი გამოდის“, – უთხრა მან რადიო თავისუფლებას 2022 წლის ივლისში.

ზაალ სამადაშვილი

2 ნოემბერს გარდაიცვალა მწერალი ზაალ სამადაშვილი. 2008-2013 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ლიტერატურული პრემია „გალას“ დამფუძნებელი.

ზაალ სამადაშვილი
ზაალ სამადაშვილი

ზაალ სამადაშვილი პროზაიკოსი იყო, ძირითადად წერდა მოთხრობებს. მას ეკუთვნის წიგნები: „იუნკერ ერისთავის ბუცები“, „გიტარაზე ამოთქმულ ხრინწიან სიმღერასავით“, „როგორც ძველ იტალიურ ფილმებში“, „ალი გამურულ შუშაში“, „ბოშები“, „პლეხანოვური ამბები“, „როგორ უყვარდათ ერთმანეთი“, „სანდრო კანდელაკის ჩექმა“, „მოთხრობები ბიჭებისთვის“.

ბოლო პოსტი, რომელიც ზაალ სამადაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს ეხება: „ჩემ მეამბოხე, ოლიგარქთან შეურიგებელ თბილისს გაუმარჯოს. ბრძოლა ბოლომდე! არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დანებდე“.

გიორგი ლაფერაშვილი

ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი რამდენიმე კვირის მკურნალობის შემდეგ 2024 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ის „ფორმულაში“ მუშაობდა.

ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი
ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი

2022 წლის ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე, გიორგი ლაფერაშვილი „ფორმულას“ ეთერში ამბობს: „თითქმის არ ყოფილა დრო, როდესაც ჩვენ ქუჩაში გამოვდიოდით ჩვენი ევროპული არჩევანის დაცვის მოტივით. სწორედ ეს ხდება ახლა. მე ვარ აქ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადო ჩემს კოლეგებს, ამ პროფესიას. მინდა, რომ ამ ქვეყანაში ეს პროფესია კიდევ არსებობდეს, ამ ქვეყანში ევროპა არსებობდეს, ამ ქვეყანას მომავალი ჰქონდეს და ეს ფანჯარა შესაძლებლობების სულ უფრო და უფრო პატარავდება“.

გაზიარება44

დაკავშირებული -პოსტები

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა დაიკლო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 179 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.43%-ით...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5994 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება ეს კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

კვირის დასაწყისი საკმაოდ ინტენსიური და ემოციურად დატვირთული იქნება. მომდევნო დღეებში განწყობა შედარებით ოპტიმისტური გახდება, თუმცა მოვლენები შესაძლოა, კვლავ დაუგეგმავად განვითარდეს. კვირის დასასრული კი პრაგმატულ მიდგომას, დისციპლინასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. კვირის...

დაწვრილებითDetails

ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა – დაშავებულებს შორის არასრულწლოვანებიც არიან

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გუშინ კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე, რუს­თა­ვი-ლი­ლოს გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შო­რის არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თმა­ნეთს ორი მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფებ­მა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს....

დაწვრილებითDetails

“ჩემი შვილი სისხლისგან დაიცალა, პირდაპირ გულში ჩაარტყა დანა” – რას ჰყვება მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
“ჩემი შვილი სისხლისგან დაიცალა, პირდაპირ გულში ჩაარტყა დანა” –  რას ჰყვება მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა
მთავარი

ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, 10 სექ­ტემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას, 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძე მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია - სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი. სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თე­ბი და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძემ ხუ­და­დო­ვის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე რეს­ტო­რან­ში გა­ა­ტა­რა....

დაწვრილებითDetails

ბადრაგების მხრიდან ძალის გამოყენება ნორმალური მოვლენაა – ირაკლი კობახიძე დავითაძის საქმეზე

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის მიმართ ბადრაგების მიერ ძალის გამოყენებას „აბსოლუტურად ნორმალურ მოვლენას“ უწოდებს. პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ პატიმრის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდება მტკიცებულებებით არ დასტურდება და ამას ვერც პროკურატურის გამოძიება...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს, რომ ერთსექსიანმა წყვილმა შეიძლება შვილი აიყვანოს, შეიძლება წავიდეს კაცი და ჩაეწეროს ქალად, ქალი შეიძლება წავიდეს და ჩაეწეროს კაცად – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
,,გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან და საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“- განაცხადა კობახიძემ
მთავარი

საქართველოს სუვერენიტეტი დავთმოთ, მშვიდობა დავთმოთ, განვითარება დავთმოთ, თუ რა დავთმოთ? . ერთადერთი, რასაც ვერ დავთმობთ, არის ეს ღირებულებები. იდენტობასაც ვერ დავთმობთ. დანარჩენი, ყველა საკითხთან დაკავშირებით ღია ვართ დისკუსიისთვის. ნებისმიერი -...

დაწვრილებითDetails

ცხოვრობთ თუ არა ქართველებო, ძვირფასებო, მეგობრებო, დებო, შვილებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს? არა, არ ვცხოვრობთ! – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
,,არ მოკლათ თქვე უღმერთოებო, არ მოკლათ!” -გიგა მაქარაშვილი
მთავარი

ცხოვრობთ თუ არა თქვენ, თითოეული თქვენგანი, ქართველებო, ძვირფასებო, მეგობრებო, დებო, შვილებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს? - ასე მიმართა საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას. სააკაშვილის...

დაწვრილებითDetails

„რისი გაკეთება არ შეიძლება 12 ოქტომბერს” – ეზოტერიკოსის რჩევა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
როდის არის სავსემთვარეობა ოქტომბერში და როგორ იმოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე
მთავარი

` 12 ოქტომბერი, 2026 გარდამავალი ეტაპის, შემოქმედებისა და მსახურების დღეა. ამ დღის ენერგია წვრილ, უხილავ ხიდს ჰგავს წარსულსა და მომავალს შორის. ეს ის დროა, როდესაც სული გვთავაზობს, შევჩერდეთ, საკუთარ შინაგან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"