ეთიოპიაში ავტოკატასტროფის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მგზავრებით სავსე სატვირთო მანქანა მდინარეში გადავარდა.
შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სიდამას რეგიონში მოხდა.
ავტოკატასტროფის შედეგად არიან დაშავებულებიც. მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მგზავრთა ნაწილი ქორწილის ცერემონიაზე მიდიოდა. მანქანა გადატვირთული იყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად განიხილება.










