მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.
კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და პრემიერს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
როგორც ბიზნესის წარმომადგენლები მედიასთან საუბრისას აღნიშნავენ, შეხვედრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება და მეტი დეტალის შესახებ მისი დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.
შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.