ქუთაისში ნაძვის ხესთან, აქციებზე ნაცემი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების ფოტოები მიიტანეს. ნაძვის ხის ანთება დღეს 19:00 საათზე ადგილობრივი ხელისუფლება საზეიმოდ გეგმავს. დილიდან მიმდიანრეობს სცენისა და საახალწლო სოფლის მოწყობის სამუშაოები. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი კი მოქალაქეებს საახალწლო ღონისძიებაზე ეპატიჟება.
როგორც აქტივისტები ამბობენ, ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება მერიის მხრიდან პროვოკაციაა.
ევროინტეგრაციის მომხრეებს ნაცემი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების ფოტოების განლაგება ნაძვის ხესთან სურდათ, თუმცა ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს.










