გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა MMA Junkie-მ 2024 წელი შეაფასა და წლის საუკეთესო მებრძოლად ილია თოფურია დაასახელა.
2024 წელს UFC-ში ილია თოფურიამ ორი ორთაბრძოლა ჩაატარა და ორივე დამაჯერებლად მოიგო — ქართველი მებრძოლის ანგარიშზე MMA-ში 16 მოგება და 0 მარცხია.
ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში ალექსანდერ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში დაამარცხა და ისტორიაში პირველი ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო.
8 თვის შემდეგ, UFC 308-ზე 27 წლის ქართველი მებრძოლი აბუ დაბიში მაქს ჰოლოუეის შეხვდა, რომელსაც მესამე რაუნდში ნოკაუტით მოუგო და ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.