LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნით „ქართული ოცნება“ აშშ-ს ეუბნება: „ჩვენ არ გვაინტერესებს, რას აკეთებთ“-ზვიად ძიძიგური

“გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნით „ქართული ოცნება“ აშშ-ს ეუბნება: „ჩვენ არ გვაინტერესებს, რას აკეთებთ“-ზვიად ძიძიგური

დაპოსტა 2024/12/20-ში
A A
44
ნახვა
გაზიარება

ამ ხელისუფლებას არ ეტყობა, რომ თანამდებობის პირების დასანქცირება მათთვის რამე ტიპის მნიშვნელოვანი გზავნილია, ამაზე ღლიცინებენ – როდესაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დამნაშავედ აცხადებენ შენი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს, რაის ევროპისკენ მიდიხარ და რაის ღირსებით მიდიხარ?- ამის შესახებ ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ერთი მხრივ აშშ-ის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის დასანქცირებას, მეორე მხრივ კი გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნას გამოეხმაურა.

ძიძიგურის თქმით, სანქცია ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებებმა, ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები დამნაშავედ გამოაცხადეს.

„სანქციები ძალიან მძიმე ამბავია. როდესაც პირველად გამოქვეყნდა, რომ სანქციები უნდა დაწესებულიყო, ჩინოვნიკების ნაწილმა ღლიცინი დაიწყო – „არ წავალ ამერიკაში“, „არ წავალ დასავლეთში“, „სხვა ბანკით გადავრიცხავ“ და ბევრი ასეთი რამ მოვისმინეთ. მაგრამ, იცით, რას ნიშნავს სანქცია? სანქცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებებმა, დამნაშავედ გამოაცხადეს ჩვენი მაღალი თანამდებობის პირები. დამნაშავედ იმიტომ გამოაცხადეს, რომ გამოხატვის უფლების ნაწილში ადამიანის უფლებების დაარღვიეს, ასევე კორუფციასა და არჩევნების გაყალბების გამო და ა.შ.

მაგალითად, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრს უწესებენ სანქციას, ნიშნავს იმას, რომ აცხადებენ დამნაშავედ. დანაშაულისთვის ყოველთვის ციხეში ჯდომა კი არ ხდება? ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ დანაშაულისთვის სასჯელად გამოიყენოს სანქცია. ეს სანქცია ერთ რამეს ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი და ძალოვანი უწყებების სხვა წარმომადგენლები არ იქცეოდნენ როგორც პოლიციელები და ეხმარებოდნენ რეჟიმს, რომ პოლიტიკური ოპონენტებისთვის ანგარიში გაესწორებინა. ესენი ანგარიშის გამსწორებელი სტრუქტურის ხელმძღვანელები არიან. ეს ძალიან სიმპტომატურია. სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმებას ვინღა დაეძებს?! – ამერიკამ თქვა, რომ თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრი და კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირი დამნაშავეა. როდესაც დამნაშავეა ხელისუფლების სათავეში, ყველანაირი ურთიერთობები ჩერდება. ეს აშშ-მა, ინგლისმა გააკეთა გუშინ, მანამდე ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთმა, მანამდე შვედეთმა და კანადამ გააკეთა- როდესაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დამნაშავედ აცხადებენ შენი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს, რაის ევროპისკენ მიდიხარ და რაის ღირსებით მიდიხარ?“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

რაც შეეხება გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნას, ძიძიგური ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრის ეს ნაბიჯი სანქციების გამო აშშ-ისადმი პასუხია.

„ეს არის პასუხი აშშ-ისადმი. ეს არის როგორი პასუხი იცით? – „ჩვენ არ გვაინტერესებს, თქვენ რას აკეთებთ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, დამნაშავეებად აცხადებთ თუ არა“, „თქვენ დამნაშავეებად აცხადებთ, ჩვენ კი ვაცხადებთ, რომ ის არის წარმატებული, სწორად მოიქცა“ და ა.შ. – ამას ამბობს. კონფლიქტი კიდევ უფრო ღრმავდება. ამ ხელისუფლებას არ ეტყობა, რომ თანამდებობის პირების დასანქცირება მათთვის რამე ტიპის მნიშვნელოვანი გზავნილია. ისინი ამაზე ღლიცინებენ. გვეუბნებიან, რომ ევროპისკენ მივდივართ და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან პარტნიორობას აღვადგენთ, გადატვირთვა მოხდებაო – ეს ყველაფერი უბრალოდ ფარსია“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კითხვაზე, რატომ არ არის სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილი, ძიძიგური ამბობს, რომ მას „კიდევ აძლევენ შანსს“.

„ბიძინა ივანიშვილს ეუბნებიან – შენ კიდევ შეგიძლია ქვეყანა შემოაბრუნო სწორი მიმართულებით. თუ დაასანქცირებენ, მასთან ურთიერთობასაც ვეღარ შეძლებენ. ხელისუფლებიდან ერთადერთი პირი, ვისთანაც შეიძლება დაილაპარაკონ, ბიძინა ივანიშვილია. შემთხვევითი არ იყო, რომ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს დაურეკა და არა კობახიძეს ან პაპუაშვილს, რომლებიც რეჟიმში, დე-ფაქტო ხელისუფლებაში სხვადასხვა პოსტებს იკავებენ. ბიძინა ივანიშვილთან დარეკა, რადგან იციან, რომ ამ ქვეყანაში ძალაუფლების წყარო ბიძინა ივანიშვილია და არა ხალხი. ნორმალურ ქვეყნებში ძალაუფლების წყარო ხალხია, მაგრამ ხალხი გადათელილია და ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, გადაამტვრიოს წინააღმდეგობა, რომელიც ხალხს არსებული ვითარების გამო აქვს. რეალურ ძალაუფლებას ბიძინა ივანიშვილი ფლობს და ალბათ, ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი შემონახული, სანამ ჯერ კიდევ აქვს ქვეყანას შანსი, რომ რაღაც შემობრუნდეს. ბიძინას გარდა, ქვეყანაში არსებული ვითარების წაღმა შემობრუნება არავის შეუძლია“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

დღეს თავისუფალი პრესის დღეა

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
მთავარი

3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საბერძნეთში ჰაერში სროლის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე მოხდა. როგორც ბერძნული მედია წერს, დაკავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.   ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.   დაკავებულის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 3 მაისს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 მაისს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.   ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:   გაგრა +16 - წვიმა   სოხუმი +16 - წვიმა   ზუგდიდი +17 - წვიმა...

დაწვრილებითDetails

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება, მაგრამ მნიშვნელოვანია არ იჩქარო გადაწყვეტილებებში. სამსახურში შეიძლება ახალი იდეა გაგიჩნდეს — ჩაინიშნე, მოგვიანებით ძალიან გამოგადგება.   კურო ფინანსურ თემებზე ფოკუსი იზრდება. კარგი დღეა ბიუჯეტის გადახედვისთვის ან...

დაწვრილებითDetails

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....

დაწვრილებითDetails

2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათშორისაა მზია ამაღლობელი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

,, პრესის დაცვის შესახებ  რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი საღამო - 9კმ. მიწისძვრის სიმძლავრე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ,  უახლოეს დღეებში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. „თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"