„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„დღეს, 14 დეკემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. N37-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დღეს, 14 დეკემბერს, ღამის 23:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 14 დეკემბერს, ღამის 22:00 საათიდან 15 დეკემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: ვარკეთილი ზემო პლატოს II მ/რ-ის N28, 29, 30, ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა N37, 43.
დღეს, 14 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, გლდანის რაიონში, ე.ანდრონიკაშვილის ქ. I შესახვევში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 14 დეკემბერს 11:00 საათიდან 14 დეკემბრის 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
გლდანის რაიონში: სარაჯიშვილის ქ. N 35-77 (კენტებს) რიონის ქუჩას შესახვევებით, მორის ფოცხიშვილის, მიხაკო წერეთელი და გელა ჭედიას ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.