LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო

x

საპატრიაქო მიმართვას ავრცელებს

დაპოსტა 2024/12/13-ში
A A
89
ნახვა
გაზიარება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ფეისბუქ პოსტს ავრცელებს.

,,განუზომლად აღმატებული არის ჟამი, როდესაც ადამიანი იღვიძებს ცოდვილი ცხოვრებისგან, როდესაც ფხიზლდება ცოდვისგან და როდესაც ქრისტეს რწმენის ნათელს იხილავს… ეს არის ყველაზე მთავარი დრო ადამიანის ცხოვრებაში, ვინაიდან სხვაგან ადამიანი ვერსად ვერ ნახავს ნამდვილ სიხარულს, ნამდვილ მშვიდობას და ნამდვილ გადარჩენას, გარდა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეში..”
 საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება წმინდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულის, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებლის და წმინდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს
 სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
 ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს.
 დღეს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლისა.
 გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.
 ეს წმინდანები ჩვენთვის განსაკუთრებული პიროვნებები არიან, რადგან წმინდა ანდრია პირველწოდებულმა პირველმა იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში და ქრისტეს ეკლესია დააფუძნა. სწორედ ამიტომ ეწოდება საქართველოს ეკლესიას სამოციქულო; ხოლო წმინდა მეფე ვახტანგის ღვაწლით ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია და იკურთხა პირველი კათოლიკოსი პეტრე, რომლის ხსენებასაც დღეს ასევე აღვნიშნავთ. შეგვეწიოს ამ დიდი წმინდანების ლოცვა და მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს.
 დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ანდრია მოციქულის პირველ შეხვედრაზე უფალ იესო ქრისტესთან. როდესაც წმინდა იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა, ნათლავდა ხალხს და წინასწარმეტყველებდა მესიაზე, მაშინ მას დაემოწაფა ანდრია და მისი ძმა სიმონი. იმჟამად მას ასევე დაემოწაფა ქრისტეს მომავალი მოციქული და სახარების ავტორი იოანე ღვთისმეტყველი.
  და აი, ერთხელ, როდესაც იოანე ნათლისმცემელი მდინარე იორდანესთან იყო თავის ორ მოწაფესთან – ანდრიასა და იოანესთან ერთად, მათ იხილეს მათკენ მომავალი იესო ქრისტე. ნათლისმცემელი აღივსო გამოუთქმელი სიხარულით, თავის მოწაფეებს მიუთითა ქრისტეზე და თქვა: „აი, ტარიგი ღვთისა, რომელიც იტვირთავს სოფლის ცოდვებს“ (ინ. 1, 29). ამ სიტყვებში არის საღვთო განგებულების მთელი საიდუმლო.
  მოწაფეებმა რომ გაიგეს, იესო ქრისტე არის მესია, გადაწყვიტეს ქრისტესთან მისვლა და სთხოვეს უფალს, თან წაეყვანა. მაცხოვარმაც წაიყვანა ისინი იქ, სადაც იმჟამად ცხოვრობდა. მათი საუბარი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. იქ მომავალმა მოციქულებმა იხილეს და მოისმინეს ისეთი რამ, რაც მათთვის სრულიად ახალი იყო, რამაც მათი გულები გაათბო, რამაც გონება გაუნათა და რამაც განაწყო, რომ სრულიად ახალი ცხოვრება დაეწყოთ. მათზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქრისტესთან შეხვედრამ, რომ ერთ-ერთმა მათგანმა, იოანემ, რომელმაც სახარება დაწერა, თავისი სახარების პირველივე თავში აღნიშნა ამ შეხვედრის დროც კი. „იქნებოდა ასე, მეათე საათი“ (ინ. 1, 39), – წერს იგი. მეათე საათი ჩვენი დროით არის დღის მეოთხე საათი. შემდეგ იგი სიხარულით აღსავსე გაიქცევა თავის ძმასთან, სიმონთან, მომავალ მოციქულ პეტრესთან და ახარებს, რომ: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“ (ინ. 1, 41).
  აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ანდრიასთვის ქრისტესთან შეხვედრის ჟამი და დრო იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დრო მის ცხოვრებაში. ეს იმდენად ჩაებეჭდა მას სულში, აი, ეს ჟამი, რომ ახსოვდა თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, როდესაც თვითონ გახდა ღირსი ჯვარცმით სიკვდილისა.
  დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამაზე და ვკითხოთ ჩვენს თავს, რომელია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჟამი, ასეთი დრო, ყველაზე ძვირფასი რომელია ჩემთვის და პასუხი იქნება გამომდინარე იქიდან, ვისთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი. ვიღაცისთვის ეს არის დაქორწინების დრო, ვიღაცისთვის ეს შეიძლება არის შვილის გაჩენა, ვიღაცისთვის – მძიმე ავადმყოფობისგან განკურნება, მაგრამ ამ ყველაფერზე განუზომლად აღმატებული არის ჟამი, როდესაც ადამიანი იღვიძებს ცოდვილი ცხოვრებისგან, როდესაც ფხიზლდება ცოდვისგან და როდესაც ქრისტეს რწმენის ნათელს იხილავს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო; როდესაც მიიღებს ადამიანი იესო ქრისტეს, როგორც თავის მხსნელს და მაცხოვარს. აი, ეს არის ყველაზე მთავარი დრო ადამიანის ცხოვრებაში, ვინაიდან ადამიანი სხვაგან ვერსად ვერ ნახავს ნამდვილ სიხარულს, ნამდვილ მშვიდობას და ნამდვილ გადარჩენას, გარდა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეში, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანადაუსაბამოდ მამით და ყოვლადწმინდით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. – წერია პოსტში.
გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   სასურველია, დღევანდელი დღე მეგობრების წრეში გაატაროთ, ხოლო თუ მხიარულ განწყობასაც შეიტანთ გარშემომყოფებში, მაშინვე გახდებით თავშეყრის სული და გული და კომპლიმენტებსაც მრავლად დაიმსახურებთ.   კურო   დაუვიწარი იქნება დღევანდელი...

დაწვრილებითDetails

ოქრო იაფდება, ვერცხლი კი ძვირდება-რა ღირს გრამი

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირედით იაფდება, თუმცა საგულისხმოა, რომ უკანასკნელ მონაცემებთან შედარებით გაძვირებულია ვერცხლი. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 695 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში...

დაწვრილებითDetails

მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება
მთავარი

2026 წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, ცვლილებების შედეგად, ორშაბათიდან პარასკევის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 13 მაისისთვის

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 14 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6818, ევრო – 3.1404, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6245 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არამიზნობრივად გახარჯა ბიუჯეტის სახსრები უცხოელ არალეგალთა ქვეყნიდან გაძევების პროცესში, არის სრული მანიპულაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების...

დაწვრილებითDetails

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. როგორც ცენტრალური კრიმინალური...

დაწვრილებითDetails

ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა...

დაწვრილებითDetails

ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სამი პირი დაკავებულია, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი. პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"