სამთავროს დედათა მონასტერი ავრცელებს ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ გარდაიცვალა მამა გაბრიელის საფლავის მცველი, მონაზონი სიოდონია.
„დღეს, 12 დეკემბერს ღვთივ განისვენა და ცათა სასუფეველს შეერთო სამთავროს მონასტრის მონოზონი სიდონია (ხუხუნაიშვილი). ერში ღვაწლმოსილმა პედაგოგმა (მცხეთის სკოლაში მათემატიკის მასწავლებელი), რომლის ხელშიც მრავალმა თაობამ გამოიარა, მონოზვნად შედგომა საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში გადაწყვიტა, თუმცა ამის მიუხედავად ენერგიულად განაგრძო სამონასტრო საქმიანობა. თავისი პროფესიიდან გამომდინარე განსაკუთრებით უყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა და მათთან საუბარი, ამიტომ დიდი პასუხისმგებლოებით ასრულებდა მონასტრის მუზეუმში გიდის მორჩილებას. ხშირად გადაუღიათ ფილმებშიც, სადაც სამთავროს მონასტრის ისტორიისა და აქ მოღვაწე წმიდანების შესახებ საუბრობდა.
დიდად გაიხარა, როდესაც მონოზვნად აღკვეცისას სიდონია უწოდეს. ამბობდა: ისიც მცხეთელი იყო და ამიერიდან, მეც სიდონია მცხეთელი დამიძახეთო. ბოლომდე გონებამახვილ, კულტურულ, საზრიან ადამიანად დარჩა. ღმერთმა გაანათლოს მისი უკდავი სული და საკმევლად გააყოლოს სიკეთეები, რაც ამ ქვეყნად უკეთებია. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი. ამინ.“ – აღნიშნულია სამთავროს დედათა მონასტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.